შოთა თხელიძე: მოკლედ რომ შევაფასოთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, ეს არის გარკვეულწილად, 30 წლიანი ლეთარგიული ძილიდან გამოსვლის პროცესი, როდესაც ამ სახელმწიფომ პირველად გააცნობიერა საკუთარი სუბიექტურობა

შოთა თხელიძე: მოკლედ რომ შევაფასოთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, ეს არის გარკვეულწილად, 30 წლიანი ლეთარგიული ძილიდან გამოსვლის პროცესი, როდესაც ამ სახელმწიფომ პირველად გააცნობიერა საკუთარი სუბიექტურობა

მოკლედ რომ შევაფასოთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, ეს არის გარკვეულწილად, 30 წლიანი ლეთარგიული ძილიდან გამოსვლის პროცესი, როდესაც ამ სახელმწიფომ პირველად გააცნობიერა საკუთარი სუბიექტურობა, რომ მას უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციები და გააჩნდეს საკუთარი ინტერესები, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა შოთა თხელიძემ.

მისივე თქმით, ეს ინტერესები უნდა იყოს მთავარი ინსტრუმენტები, რითაც ის საერთაშორისო ასპარეზზე იოპერირებს, საკუთარი მიზნები ექნება დასახული და არა, მაგალითად, წინასწარ გაწერილი პოლიტიკები და ის სტატუს კვო, რაც ბოლო ათწლეულები არსებობდა.

„გასული ათწლეულების სტატუს კვო, ბუნებრივია, შეიცვალა. კატაკლიზმური მოვლენა მოხდა საერთაშორისო ასპარეზზე, რასაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ეწოდება. რამაც შეცვალა, ზოგადად, საერთაშორისო სისტემა, გაუჩინა ბზარები. ჩვენ ვართ რყევით ტრანზიციულ ეპოქაში, სადაც ეს სისტემა იცვლება. ეს მოცემულობა გვაფიქრებინებს, რომ ის სტატუს კვო, რაც არსებობდა საქართველოსა და დასავლეთს შორის, ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის და რომელიც შეიცვალა, ისეთი სურათი არ გვაქვს, როგორიც იყო, მაგალითად სამი წლის უკან, ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ ეს არ არის დროებითი გადახრა, დევიაცია დასავლური პოზიციების მხრიდან და შეიძლება ეს იყოს სისტემური, ანუ გრძელვადიანი სახეები შეიძინოს და არ იყოს მხოლოდ დროებითი ცვალებადობა პოლიტიკების. შეიძლება არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ელიტებზე თუნდაც ევროპაში და თუნდაც შეერთებულ შტატებში“, - აღნიშნა შოთა თხელიძემ.

კანუდოსელი ოცნებამ მაინც ვერ გაიღვიძა, ჯერ ისევ ჰიპნოსის (ძილი) მდგომარეობაშია, მთავარია თანატოსის (სიკვდილი) ტყვეობაში არ აღმოჩნდეს. ჰიპნოსი და თანატოსი ხომ ტყუპი ძმები არიან...
4 საათის უკან
ლაზი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო და კიდევ ხუთი ევროპის კონტინენტზე არსებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლეკა აღმოჩნდა დასავლური ჰიპნოზის ღრმა ზემოქმედების ქვეშ.
სომხეთი რუსეთზე ისეა რუსეთზე მიჟაჭვული, მიუხედად ფაშინიანის ამდენ წლიანი წვალებისა, მან თავისი დავალება პრემიერად დამსმელი პატრონების წინაშე დღემდე ვერ შეასრულა.
აზრბაიჯანმა თავიდანვე შორს დაიჭირა და ინარჩუნებს სუვერენიტეტს.
აზიის რესპულიკებზე, მიუხედავად მცდელობისა, ღრმად დაჰიპნოზების დასავლური გავლენების გავრცელება, ალბათ გეორაფიული ფაქტორის და გარემოებათა გამო, ვერ მოხერხდა.
იმ ხუთიდან, ბალტიის სამივე რესპუბლიკა მაშინვე იქნა შესრუტული და მათი სუვერენიტეტი თითონაც აღარ ახსოვთ.
მოლდავეთი დიდად მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა, მაგრამ მოახერხეს და იქ მაიც თავისი თოჯინა დასვეს, ყველაფერი განსხვავებული დახურეს, ზოგი დაიჭირეს, ზოგი გააქციეს, დანარჩენი დასანქცირეს და დააშინეს. პრობლემა არ არის.
რჩებოდა ნახევრად პრორუსული და ნახევრად ნეოფაშ-ლიბერალური, მაგრამ მაინც მოუთვინიერებელი უკრაინა. ევროპის ყველაზე დიდი (რუსეთის შემდეგ) პოტენციური საფრთხე. მას მაიდანი მოუწყვეს, ხელისუფლება დაამხეს, დასვეს თავისი მარიონეტები და 8 წელიწადში, რუსეთთან ომის ხორცსაკეპში შეაგდეს.
უკრაინის პარალელურად პრობლემური გახდა საქართველო, რომელმაც 2008 წლის ავანტიურებით ტერიტორიის 20% დაკარგა მაგრამ ქვეყანა, ღვთის შეწევნით გადარჩა. თუმცა, სადღაც შეცდომა დაუშვეს, არჩევნების პროცესი კონტროლიდან გაექცათ და ხელისუფლება შეიცვალა.
საქართველოს საკითხი მიაბეს უკრაინას და მასთან ერთად უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ საქართველომ რუსეთთან ომში ჩართვაზე უარი განაცხადა, ანუ სიცოცხლის ნიშანი გამოამჟრავნა და აქ დაიწყო რაც დაიწყო. სამი წელია ქვეყანა დასავლური შემოტევების ქარცეცხლშია. მთავრობა ჯერ ჯერობით უძლებს, მაგრამ სიტუაცია სულ უფრო მწვავდება.
რაც არ უნდა მოხდეს, იმედის მომცემი ის მაინც არის, რომ ეროვნული სულისკვეთება და ინტერესები ცოცხალია და გამსახრდიასთან ერთად არ მომკვდარა, ღმერთმა დაგვიფაროს.
3 საათის უკან