აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ხანგრძლივი ექსპერიმენტი იყო, რომლის დროსაც ეროვნული თავდაცვა უცხო ქვეყნების საგარეო საქმეებში ჩარევაზე იყო გაცვლილი.
„ჩვენ საგარეო პოლიტიკაში ხანგრძლივი ექსპერიმენტი გვქონდა, რომლის დროსაც ეროვნული თავდაცვა უცხო ქვეყნების საგარეო საქმეებში ჩარევაზე იყო გაცვლილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ სახელმწიფოებს ამერიკის ინტერესთან ცოტა რამ ჰქონდა საერთო“, - თქვა ვენსმა მერილენდში საზღვაო აკადემიაში გამოსვლის დროს.
“აღარ იქნება განუსაზღვრელი მისიები, გაურკვეველი კონფლიქტები“, - დასძინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.