ლავროვი: ზელენსკის ლეგიტიმურობა არ აქვს, რომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს

ლავროვი: ზელენსკის ლეგიტიმურობა არ აქვს, რომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას ნაადრევად მიიჩნევს.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ კრემლის აზრით ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა არ აქვს რომ შეთანხმებას ხელი მოაწეროს.

„იმისთვის, რომ შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ, მისი შედგენაა საჭირო. ხოლო, თუ როდის იქნება ის შეთანხმებული, ჩვენ გადავწყვეტთ, მაგრამ, როგორც პრეზიდენტ პუტინს არაერთხელ განუცხადებია, პრეზიდენტი ზელენსკი ლეგიტიმურობას ვერ ფლობს. ამიტომაც, როცა შეთანხმება მზად იქნება, და არ არის ფაქტი, რომ ეს ხვალ მოხდება. ჩვენ გადავხედავთ, თუ ვინ იქნება უკრაინის ხელისუფლებაში ლეგიტიმური პირი, რომელიც მას ხელს მოაწერს. ეს შეიძლება რადის თავმჯდომარე იყოს, მაგრამ ოპტიმალური იქნებოდა უკრაინაში არჩევნების ჩატარება“, - თქვა ლავროვმა.