პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აშშ–ის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების სავარაუდო შეჩერებას „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.
„აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ გამჭვირვალობის კანონის გამო ხდება ეს ყველაფერი - უფრო დიდი მიზნებია, რის გამოც ხდება დაუსაბუთებელი, უარგუმენტო, მაგრამ ფაქტია, გარკვეული შემოტევა საქართველოზე. ზუსტად ანალოგიურს მოითხოვდა რუსეთის ფედერაცია წლების განმავლობაში - საერთოდ დახურეთ ლუგარის ლაბორატორიაო. რატომ ემთხვევა ამ შემთხვევაში რუსეთის და ამერიკის ქმედება ერთმანეთს, ცოტა საკვირველია, რბილად რომ ვთქვათ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.