საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური, მონაცემებზე დაფუძნებული ორგანიზაცია, Tbilisi AI Meetups-თან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ ინსპირაციულ შეხვედრას "Humans of AI", რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიღმა მდგომ ადამიანებზე, მათ პირად გზასა და პროფესიულ გამოცდილებაზე მოგვითხრობს.
ღონისძიება თავისუფალი საუბრის ფორმატში წარიმართება და დამსწრეებს შესაძლებლობას მისცემს, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე პროფესიონალების გამოცდილებებზე, მათ გამოწვევებსა და წარმატების გზებზე მეტი ინფორმაცია მიიღონ.
ღონისძიების სპიკერი იქნება საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი, მიხეილ ნადარეიშვილი, რომელიც ბანკში AI გადაწყვეტების შემუშავებასა და დანერგვაზე მუშაობს.
დისკუსიის ძირითადი თემებია:
• ადამიანი ხელოვნური ინტელექტის მიღმა – პირადი გამოცდილება და ხედვები ხელოვნური ინტელექტის სფეროში;
• AI-ის მასშტაბირება კომპანიებში – გაკვეთილები და მიღწევები;
• მოდელებიდან შედეგამდე – როგორ გარდაიქმნება ტექნოლოგიური ინოვაცია რეალურ შედეგად;
• კულტურა, ტალანტი და გუნდური მუშაობა – ძლიერი გუნდების ფორმირება AI-ის ეპოქაში;
• AI-ის მომავალი ბიზნესსა და საზოგადოებაში – რას უნდა ველოდოთ და როგორ მოვემზადოთ.
ღონისძიება საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში გაიმართება.
„აღნიშნული შეხვედრა ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, ახლებურად დაინახონ და შეაფასონ ხელოვნური ინტელექტი — ერთი მხრივ, როგორც ტექნოლოგია, რომელიც რეალურ გავლენას ახდენს ადამიანებზე და მეორე მხრივ — როგორც სფერო, რომლის უკან ინოვატორი ადამიანები დგანან. ჩვენ მადლობას ვუხდით Tbilisi AI Meetups-ს პარტნიორობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს არაერთ საინტერესო შეხვედრას შევთავაზებთ“, — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი.