POLITICO: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, არ დაუჯეროს „ფეიკ ნიუსებს“, რომ ის პუტინს დაეხმარება

POLITICO: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, არ დაუჯეროს „ფეიკ ნიუსებს“, რომ ის პუტინს დაეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას მას მოუწოდა, არ დაუჯეროს „ფეიკ ნიუსებს“, რომ ის ვლადიმირ პუტინს დაეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი პირველი უცხოელი ლიდერი იყო, რომელსაც ტრამპმა დაურეკა საპრეზიდენტო კანდიდატურის გამოცხადების შემდეგ.

ინფორმირებული წყაროები აცხადებენ, რომ ლიდერებს შორის ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი შედგა. წყაროების თქმით, ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას სამართლიანი მშვიდობის მიღწევა სურს.