ტელევიზიით კამათობენ სად გადამიყვანეს და რა პირობებში, სინამდვილეში ამით სურთ მთავარი უსამართლობის გადაფარვა , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის განმარტავს, დიქტატურის ხელისუფლება აღარ აპირებს რაიმე ფორმალური პროცედურების დაცვას და პირდაპირ აცხადებს, რომ ის ტყვეობაშია.
„ტელევიზიით კამათობენ სად გადამიყვანეს და რა პირობებში, სინამდვილეში ამით სურთ მთავარი უსამართლობის გადაფარვა - პარასკევს გამოტანილი ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილებით.
დიქტატურის ხელისუფლება საერთოდ აღარ აპირებს რაიმე ფორმალური პროცედურების დაცვას და პირდაპირ აცხადებს, რომ მე ვარ ტყვეობაში.
თან ეს გააკეთეს აგვისტოში, როცა საერათაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ზოგადად მოდუნებულია, მე ამას აღვიქვამ სისუტისა და აგონიის ნიშნად“,- წერს სააკაშვილი.