საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისია კვლევის პირველ ნაწილს გაზაფხულზე წარადგენს

საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისია კვლევის პირველ ნაწილს გაზაფხულზე წარადგენს

წლის შემაჯამებელ ანგარიშზე ჟურნალისტები თავდაცვის სამინისტროში შექმნილ საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისიის მუშაობითაც დაინტერესდნენ. მინისტრის თქმით, ჯგუფმა მომავალი წლის გაზაფხულზე კვლევის ნაწილი უნდა დაასრულოს და ღია ნაწილი საზოგადოებას წარუდგინოს. „კოდორის თემა უკვე შესწავლილია, ანუ 2008 წლის ომის პერიოდი დასრულებულია. სხვა ელემენტებს სწავლობენ და გაზაფხულისთვის უკვე შედეგი უნდა დადონ, რასაც თქვენც და ბუნებრივია, უფრო ფართო საზოგადოებასაც გავაცნობთ“ - აღნიშნა მან.

საომარი მოქმედებების კომისიის მუშაობაზე გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემაც გააკეტა კომენტარი. როგორც მან მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, კომისიის მიერ უკვე ჩატარებულია 700-ზე მეტი ინტერვიუ და გამოკითხვა. მიმდინარეობს დოკუმენტის დამუშავება, სადაც შესაბამისი სამოქალაქო სექტორი და ექსპერტებიც არიან ჩართული.