წლის შემაჯამებელ ანგარიშზე ერთ-ერთი შეკითხვა, აშშ-საქართველოს ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში, პრიორიტეტული პროქტების დაფინანსებას შეეხო.
„პრაქტიკულად შევთანხმდით, რომ ის პროექტები, რაც ორმხრივ ურთიერთობაში პრიორიტეტულად გამოვყავით - განათლება, თავდაცვითი შესაძლებლობების შექმნა, ვერტმფრენების ცალკე პროგრამა და ა.შ. - დაფინანსებული და განხორციელებული იქნება. აქედან გამომდინარე, არანაირი ფინანსური შეზღუდვა ან წინაღობა ამ პროექტების განვითარებას ორმხრივ ურთიერთობებში არ ექნება“ - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ირაკლი ალასანია საქართველო-აშშ-ის შორის სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობის საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დინამიურად ვითარდება. „გარკვეული შეზღუდვები, რომელიც სამხედრო-ტექნიკური კუთხით არსებობდა, ყველაფერი მოხსნილია. აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობა თავდაცვითი შესაძლებლობების კუთხითაც ჩვეულებრივ გაგრძელდება“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო ვითარდება და ღრმავდება.