ჩვენ ჩავერთვებით თავდაცვის კიბერ უსაფრთხოების გლობალურ სისტემაში

ჩვენ ჩავერთვებით თავდაცვის კიბერ უსაფრთხოების გლობალურ სისტემაში

თავდაცვის მინისტრის განცხადებით უკვე მიღებულია კანონი კიბერ უსაფრთხოების შესახებ და უკვე ჩამოყალიბებულია დამოუკიდებელი სტრუქტურაც: „ეს ჩვენი ნატოსთან თანამშრომლობის კუთხითაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მოთხოვნაცაა.

მონაცემთა გაცვლის ქვედანაყოფი ვერანაირად ვერ უზრუნველყოფდა კიბერ უსაფრთხოებას. მათ არ აქვთ არც ადამიანური რესურსი და არც კომპეტენცია, რომ უზრუნველყონ თავდაცვის სისტემის კიბერ უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, ეს არის ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის პროცესში ნატოელებთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ უკვე დავიწყებთ საკუთრი კიბერ უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

მე მქონდა შეხვედრა კიბერ ესტონეთში ნატოს კიბერ უსაფრთხოების ცენტრში და უკვე პრაქტიკულად დაგეგმილი გვაქვს ნატოსთან ერთად თანამშრომლობისკენ ნაბიჯები. საომარ მოქმედებებში, საგანგებო ვითარებაში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ჩვენი თავდაცვის სისტემის უსაფრთხოებას კიბერნეტიკული კუთხით. იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში არა რაკეტების და ქვემეხების გამოყენებით, არამედ ერთი ვირუსის გამოყენებით თავდაცვის სისტემები მთლიანად გამიყვანონ მწყობრიდან. და ეს საფრთხე არამხოლოდ საქართველოსთვის, დიდი ქვეყნებისთვისაც აბსოლუტურად თანაბარია.

აქედან გამომდინარე ჩვენ ჩავერთვებით თავდაცვის კიბერ უსაფრთხოების გლობალურ სისტემაში და დარწმუნებული ვარ, რომ კიბერ უსაფრთხოების ქვედანაყოფის ერთი წლის ანგარიში მომავალ წელს უკვე იქნება კონკრეტული შინაარსიანი.