„თუ ხელისუფლება არ გადააყენებს ოთარ ფარცხალაძეს, ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა“

„თუ ხელისუფლება არ გადააყენებს ოთარ ფარცხალაძეს, ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა“

„ქვეყნის მთავარ ბრალდებელთან დაკავშირებით არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები“, - აცხადებს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი, სოსო გალუმაშვილი, რომლის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველის ხელისუფლება დაკავებული თანამდებობიდან არ გადააყენებს, ქვეყნის პირველ მბრალდებელს, ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ხელისუფლება დაუშვებს.

For.ge სოსო გალუმაშვილს ესაუბრა.

როგორ შეფასებთ მთავრობის მუშაობას, რომელიც წელიწადზე მეტია მართავს ქვეყანას?

სოსო გალუმაშვილი: საერთო ჯამში, შემიძლია, რომ დადებითად შევაფასო ხელისუფლების მუშაობის ეს წელი, თუმცა გარკვეული პრობლემებით, რომელიც უკავშირდება როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ ფაქტორებს. ძირითადი თემა ეს არის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებული პრობლემა, რაც რასაკვირველია მოსალოდნელიც იყო იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად, შეიცვალა სისტემა, როგორც ადმინისტრირების კუთხით, ასევე თვითონ პროცედურული მიმართულებებით.

სხვათაშორის, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებითაც უფრო ნაკლებ პროექტს ველოდებოდი, იმიტომ, რომ ბევრი პროექტი გადასახედი იყო, არსებული მანკიერი პრაქტიკის ცვლილებებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრ ტენდერში ერთი და იგივე კომპანია იმარჯვებდა წლების განმავლობაში, ამ გარკვეული პრობლემების მიუხედავად, შემიძლია დადებითად შევაფასო მთავრობის საქმიანობა. თუმცა, იყო საკითხები, რომელიც ვერ მოაგვარა ამ ხელისუფლებამ და რომელიც აუცილებლად არის მოსაგვარებელი.

კონკრეტულად რა ძირითადი საკითხების მოგავრება ვერ შეძლო ხელისუფლებამ?

- პირველი და ძირითადი საკითხებია იმ 20 ათასამდე განაცხადის განხილვა, არ მოფიქრებულა გარკვეული მექანიზმები, როგორ უნდა მოხდეს ქონებაჩამორთმეული პიროვნებების და ასევე ბიზნესმენების კომპენსირების სისტემის აწყობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამის გარეშე ფაქტობრივად განვითარებაზე ორიენტაცია ვერ მოხდება. იყო გარკვეული საკითხები, რომელიც ბიზნესში უხეშ ჩარევას გულისხმობდა და პრინციპში, ამის ავტორები დღეს უკვე აღარ არიან ხელისუფლებაში.

რომ დავაკონკრეტოთ, ბიზნესის უხეშ ჩარევაში რას გულისხმობთ?

- ეს არის კვერცხის თემა, რომელიც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მეშვეობით რეგულირდებოდა. დიახ, ეს იყო გარკვეული დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც სხვადასხვა ბიზნესებში აფათურებდა ხელს. არა მარტო კვერცხის თემა, ეს არის სიგარეტის თემა, სადაც ხმამაღლა განაცხადეს, რომ პროკურატურის მაღალჩინოსნები იყვნენ ჩარეული და რაც ყველაზე სამარცხვინო იყო, ეს არის ხელისფლების მაღალჩინოსნების გავლენა ე.წ. ტრაქტორების საქმეზე, რომელიც არის აბსოლუტურად შეთხზული და შეკერილი საქმე.

საბედნიეროდ, ის ადამიანები დღეს თავისუფლები არიან, თუმცა ჩემი აზრით, როგორც ახალი პროკურატურა, ასევე შსს-ს გენერალაური ინსპექცია უნდა დაინტერესდნენ ამ საქმით და საბოლოოდ უნდა მოხდეს გამოძიება, ვისი და რის გამო მოხდა საქართველოს აგრარური სექტორის საუკეთესო წარმომადგენლები ციხეში, მე ვგულისხმობ პროფესორებს, რომლებმაც დასკვნები გააკეთეს ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს არაა მისაფუჩუჩებელი საქმე, ეს არის როგორც პრკურატურის, ასევე ხელისუფლების და პირველ რიგში, ირაკლი ღარიბაშვილის ღირსების საქმე.

მე ვფიქრობ, რომ ეს საქმე ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები, ვინც ეს საქმე შეკერა, აუცილებლად უნდა დაისაჯონ. სწორედ ამ საქმის გამო ძალიან დიდი ჩირქი მოეცხო თვითონ ბიძინა ივანიშვილს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ რომელ ადამიანებსაც ენდობოდა, ფაქტობრივად, ყოველ მეორე ნაბიჯზე ატყუებდნენ და აკეთებინებდნენ აბსოლუტურად უაზრო და ტყუილის შემცვლელ განცხადებას.

ვის გულისხმობთ, ვინ აკეთებინებდა ივანიშვილს ამ უაზრო და ტყუილის შემცვლელ განცხადებას?

- ყოველ შემთხვევაში, ღიად და საჯაროდ ამ საკითხებზე კომენტარს აკეთებდა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც იყო მცდარი და საქმეში ჩაუხედავი ადამიანის კომენტარები. თითქოსდა ვიღაცამ აღიარა დანაშაული და ა.შ. აბსოლუტურად საპირისპირო ხდებოდა სასამართლო დარბაზში. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო შეკერილი საქმე. ეს საქმე არ ჩაიფარცხება და ვერ ჩაიფარცხება, რადგან ან ერთი მხარე უნდა გამოვიდეს მტყუანი, ან მეორე მხარეს. ეს საქმე არის ლაკმუსის ქაღალდი, რომლითაც ჩვენ დავინახავთ საქართველოს ახალი ხელისუფლების სახეს. ჩვენ ვნახავთ, ისინი რეალურად აპირებენ თუ არა სამართლიანი საქმეების სამართლიანად გამოძიებას და არა ისე შეკერვას, როგორც ამას სააკაშვილის რეჟიმი ახერხებდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც დამოკლეს მახვილივით კიდია ახალი ხელისუფლების თავზე.

გარდა ამისა, მაღალი თანამდებობის პირების ძალიან უხეში ჩარევა იკევეთება და როგორც ბატონმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, ადვოკატზე მოხდა ღია მუქარა და ზეწოლა, მისი უკანონოდ ჩაწერა და შემდეგ გასაჯაროება ამ უკანონო ჩანაწერის. ეს ოთხი საქმე არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც სახელმწოფოს განვითარებისთვის, ასევე თვითონ პროკურატურისა და სამართალდამცავი ორგანოების გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს ოთხივე საქმე საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს პროკურატურამ. დარწმუნებული ვარ, რომ რადგან ასეთი ღია და დაუფარავი სახით ხდებოდა ზეწოლა ბიზნესზე, ალბათ, არსებობს ისეთი საქმეებიც, რომელიც ჯერ არ გამომზეურებულა. აქედან გამომდინარე, ეს ოთხივე საქმე ღრმად უნდა შეისწავლოს სამართალდამცავმა ორგანოებმა და შესაბამისი დასკვნები უნდა გააკეთოს აქედან, რომ ასეთი პრეცედენტები რეციდივის სახით აღარ განმეორდეს.

თქვენ ახსენეთ ოთხი გახმაურებული საქმე, მათ სორის ე.წ. ტრაქტორების საქმე. მოდი გავხსნათ ფრჩილები, ამ საქმეზე ბრალდებულთა დაცვის მხარე ღიად აცხადებდა, რომ საქმის მთავარი მკერავი იყო გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, საქმეში ასევე ფიგურირებდა პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი. ხელისუფლება არის მზად იმისათვის, რომ დასაჯოს მისი გუნდის წევრები?

- მე ნამდვილად არ ვიცი ვინ იყო ამაში ჩარეული. მე გეუბნებით იმ ღია წყაროებზე დაყრდნობით, რაც ჩემთვის ცნობილი გახდა. მაგრამ ვინც არ უნდა იყოს და ვინც ამ ოთხი ძალიან გახამაურებული საქმის უკან დგას, აუცილებლად უნდა მოხდეს გამოძიება და შესაბამისი დამნაშავეების დასჯა. ჩვენ გადავედით ახალ ეტაპზე, როდესაც ვფიქრობთ, რომ ავირჩიეთ ის ხელისუფლება, რომელმაც არ უნდა გაიმეოროს ის შეცდომები, გადაცდომები და ზოგ შემთხვევაში დანაშაული, რაც წინა ხელისუფლებებს ჰქონდათ.

სწორედაც რომ, ახალი ხელისუფლების და პირველ რიგში ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესებში უნდა იყოს ასეთი ტიპის საქმეების გამოძიება. არც ერთ მოქალაქეს არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშანი ამ საქმეებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა მოხდეს დიფერენცირება წინა ხელისუფლებებისგან, აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას.

როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გენერალური პროკურორი, რომელიც ასევე ბრალდებულია წარსულში კრიმინალში, ის შეძლებს ამ ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას, რომელიც უკავშირდება დღევანდელი ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს?

- რაც შეეხება ახალ გენერალურ პროკურორს, თუ ასეთ პრეცედენტს ჰქონდა გერმანიაში ადგილი, თავიდანვე, როდესაც ნიშნავდნენ, ეს ადამიანი უნდა გამოსულიყო და თავისი ბიოგრაფიის ყველა დეტალი უნდა გამოემზეურებინა და საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გაეხადა. ეს არის გამჭვირვალეობა, ეს არის დემოკრატია და ეს არის წინსვლისთვის გადაგმული ნაბიჯი.

საქართველოს მთავარი მბარლდებელის წინააღმდეგ არსებობს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები, აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვამბობ, ცალსახა და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთ კითხვას პასუხი გაეცეს. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის გახამურების შემდეგ, რაც უფრო ღრმად შედის დისკუსია, მით უფრო მეტი კითხვა ჩნდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პროკურორი შეხვდეს მედიას და ყველა კითხვას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, გასცეს სათანადო პასუხი. თუ ვერ სცემს საზოგადოების კითხვებს პასუხს, მაშინ უნდა გადადგეს.

უმრავლესობა ამბობს, რომ ნაკლებად საინტერესოა რაც აკეთებდა 15 წლის ასაკში ფარცხალაძეო, ეს არის არგუმენტი?

- დიახაც, უნდა აინტერესებდეთ და ეს საზოგადოების ლეგიტიმური უფლებაა, რომ მას აინტერესებს, ვინ არის ადამიანი, ვინც არის საქართველოს ნომერ პირველი მბრალმდებელი. აქედან გამომდინარე, რამდენადაც ვიცი, უმრავლესობაშიც არსებობს კითხვები და ამას ახმოვანებს პარლამენტის თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრიც. პირველ რიგში, პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას, როგორც კი დაისვა კითხვა, ჩვენ მივიღეთ გადაბრალებითი პასუხები. ქვეყნის მთავარ ბრალმდებელთან დაკავშირებით არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს მის გადაყენებას. ანალოგიური გააკეთა თავის დროზე სააკაშვილმა. მაგალითად, როდესაც საზოგადოების მოთხოვნა იყო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრის გადაყენება, სააკაშვილმა ეს არ გააკეთა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩათვალა დათმობა დამარცხებას ნიშნავდა. ანალოგიური ვითარებასთან გვაქვს საქმე?

- თუ ხელისუფლება არ გადააყენებს ოთარ ფარცხალაძეს, ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც დაუშვებს ხელისუფლება. არ უნდა დაავიწყდეთ ამ ადამაინებს, რომ ისინი საზოგადოების და მოქალაქეების დაქირავებული ჩვეულებრივი ჩინოვნიკები არიან. როდესაც საზოგადოების დაკვეთა არის გარკვეული მოთხოვნა, ის უნდა შეასრულოს საზოგადოების მიერ დაქირავებულმა ნებისმიერმა ჩინოვნიკმა.