ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი იაპონიის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი იაპონიის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

ამერიკის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები იაპონიის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. ენტონი ბლინკენმა, ლოიდ ოსტინმა და ფუმიო კიშიდამ ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისაუბრეს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის ფარგლებში, ასევე განიხილეს ამერიკასა და იაპონიას შორის სამხედრო ალიანსის გაძლიერების მიზნით დადებული შეთანხმებები.

ამერიკის სახელმწიფო და თავდაცვის მინისტრები ვიზიტების ფარგლებში, ცდილობენ აშშ-ის მოკავშირე ქვეყნები, ვაშინგტონში მიმდინარე პოლიტიკური რყევების ფონზე, დაარწმუნონ რომ შეერთებული შტატები მათი მტკიცე მხარდამჭერია.