ირაკლი სესიაშვილს თავი, ერთდროულად, პრეზიდენტი, უშიშროების საბჭო და თავდაცვის მინისტრი ჰგონია

ირაკლი სესიაშვილს თავი, ერთდროულად, პრეზიდენტი, უშიშროების საბჭო და თავდაცვის მინისტრი ჰგონია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, „სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ მსჯელობის საგანი გახდა. სამხედრო ძალების სახეობები და შემადგენლობა განისაზღვრება კანონით, სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, რაოდენობას კი ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით, პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს.

კანონპრეოქტის ავტორის განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ პრეზიდენტს არ აქვს საკანონდებლო ინიციატივის უფლება, პრეზიდენტი ვერ წარმოადგენდა კანონს რიცხოვნობის შესახებ. ირაკლი სესიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აქამდე როგორც ხდებოდა, შეიარაღებული ძალების რაოდენობას ამტკიცებდა საქართველოს პარალამენტი და დღესაც იგივე ნორმები მოქმედებს.

„ამ კანონპროექტის მიღების საჭიროება კონსტიტუციაში ცვლილებების ამოქმედების შედეგად დადგა და ის უზენაეს კანონს არ ეწინააღმდეგება. უშიშროების საბჭოს და პრეზიდენტს ჩვეულებრივად დარჩა ყველა ის უფლებამოსილება, რაც უკავშირდება რიცხოვნობის წარმოდგენას, უშიშროების საბჭომ განიხილა და შეიარაღებული ძალების რაოდენობა წარმოადგინა, შესაბამისად ეს პარლამნეტმა მიიღო დადგენილებით.

გაუქმდა ის კანონი, რომელიც პერზიდენტს აძლევდა საშუალებას, რომ კანონპროექტის სახით წარმოედგინა. არაფერს ამით არ ვაშავებ, ეს არის სიმბოლური მიდგომა შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის გაზრდასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

სამხედრო ექსპერტი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ კანონის ნორმა ითვალისწინებდა ბუჯეტი და სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ პროექტი ერთად შესულიყო პარლამენტში. მისი თქმით, პარალამენტმა კენჭი უყარა იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი არის 640 მილიონი და ბიუჯეტში წერია, რომ ქვეყანას ჰყავს 37 ათასი ჯარისკაცი, მაგრამ ეს რაოდენობა არ განუსაზღვრია პარლამენტს, ეს რაოდენობა განსაზღვრა მთავრობამ, რაც ცლასახად დარღვევაა.

„დარღვეულია ის ფაქტი, რომ ბიუჯეტი დაამტკიცა პარლამენტმა ისე, რომ სამხედრო ძალების რაოდენობა 2014 წლისთვის არ განუსაზღვრია. 2014 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში წერია, რომ 37 ათასი სამხერდო მოსამსახურე გვყავს. ამასთან ერთად, როდესაც პარლამნეტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე 13 დეკემბერს ახდენს კანონის ინიცირებას და ფიქრობს, რომ 5 დღეში მოასწროს ამ ინიცირების გატანა პარლამენტში, ეს არის პრობლემა.

არ შეიძლება ასეთი დაჩქარებული სახით ხდებოდეს ასეთი ცვლილების ინიცირება, ამაზე უნდა იყოს დისკუსია, რატომ დადგენილება და რატომ არა კანონი?! პარლამენტი ზედამხედველობას უწევს მთავრობას შეიარაღებული ძალების მშენებლობაში და უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრაში. შესაბამისად, თუ ეს ყველაფერი არ იქნება კანონით განსაზღვრული და იქნება დადგენილებით, შესაბამისი ზედამხედვრლობა პარლამენტის მხრიდან იქნება დაბალი“, - აცხადებს აქუბარდია.

ექსპერტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ პრეზიდენტი არის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და ინარჩუნებს კომპეტენციებსაც, ამასთან არსებობს უშიშროების საბჭო კონსტიტუციური ორგანო, რომლის დისკრეციაც არის სამხედრო ძალების რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხის ინიცირება, რაც არ არის მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივა.

მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ამ ინიციატივით აცხადებს და ადასტურებს მცდელობას, რომ კანონით შეზღუდოს პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს კონსტიტუციური უფლებამოსილებები, ჩამოართვას ეს უფლება. როგორც ალაფიშვილი აცხადებს, ნიშანდობლივია, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ინიციატორი უთითებს, რომ არათუ არასამთავრობო თუ პროფესიულ წრეებთან არ გაუვლია კონსულტაციები, არამედ თვით პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოც კი არ ჩათვალა ამის ღირსად.

„კანონპროექტის ავტორი ამბობს, რომ ამას დადგენილებით გავაკეთებთო. ჯერ ერთი, კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ ეს უნდა იყოს მაღალი ლეგიტამაციის აქტი. კანონდებლობით დადგენილება სიითი უმრავლესობის შემადგენლობით არ მიიღება და ეს უნდა იცოდეს პარლამენტარმა, რეგლამენტი მაინც უნდა ჰქონდეს წაკითხული. აუცილებელია, რომ უშიშროების საბჭომ და პერზიდენტმა, როგორც სამხედრო ძალების მთავარსარდალმა, თავდაცვის მინისტრთან ერთად იმსჯელონ, განსაზღვრონ და წარადგინონ მათი პოზიცია რიცხოვნობასთან დაკავშირებით.

შემოთავაზებული კანოპროექტის ავტორი კი ამბობს, რომ ის რაც კონსტიტუციაში წერია, ორ კონსტიტუციურ ორგანოს - პრეზიდენტს და უშიშროების საბჭოს წავართვათ და ჩვენი საკუთარი შეხედულებისამებრ, დადგენილებით მივიღოთო. კანონპროექტის ავტორმა ის მაინც ხომ უნდა იცოდეს, რომ დადგენილებასთან საკანონმდებლო ინიციატივა არაფერ შუაშია.

პრეზიდენტი, რომელიც წარდგენილი და მხარდაჭერილია „ქართული ოცნების“ მიერ, რატომ უზღუდავენ იმას, რაც კონსტიტუციით აქვს დარჩენილი? ერთმანეთს არ ელაპარაკებიან თუ რა ხდება? კანონპროქეტის განმარტებით ბარათში კანონპროქტის ავტორი წერს, რომ კონსულტაციები არ გამივლია არც სახელმწიფოსთან და არც არასამთავრობო ორგანიზაციებთანო. თავი დავანებოთ არასამთავრობოებს, მაგრამ პრეზიდენტსაც და უშიშროების საბჭოსაც კი არ ვკითხეო, ეს უწერია კანონპროქტის ავტორს. კარგად უნდა იცოდეს, რას წერს საერთოდ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

მისივე განმარტებით, საჯარო სამსახურში მომუშავეთა რიცხოვნობის ზედა ზღვარი მტკიცდება ბიუჯეტით.

„ეხლა ეს ყველაფერი შევადაროთ ინიციატორის პოზიციას და ვნახოთ რა გამოდის - საჯარო მოხელეთა რიცხოვნობა მტკიცდება კანონით, ხოლო სამხედრო მოსამსახურეთა რიცხოვნობა უფრო დაბალი ლეგიტიმაციის აქტით, რომელიც, შესაძლოა ითქვას, რომ არ არის ნორმატიული აქტი. სამართლებრივ დასაბუთებას რომ თავი დავანებოთ, ეს ყველაფერი ლოგიკას მოკლებულია.

კარგი იქნებოდა კანონპროექტის ავტორს გაეხსენებინა კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული ქვორუმები - ე.წ. ჩვეულებრივი კანონი და დადგენილება – დამსწრეთა უმრავლესობა, ბიუჯეტის კანონი და სამხედრო ძალების რიცხოვნობის კანონი – სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. ესეც არითმეტიკული განსხვავება, რომელიც ლეგიტიმაციის ხარისხად შეიძლება გადაითარგმნოს“, - ამბობს ლევან ალაფიშვილი.

კითხვაზე, რისი მიღწევა უნდა კანონის ავტორს? - თეონა აქუბარდია აცხადებს, კანონპროექტის ავტორი ფიქრობს, რომ რადგან პრეზიდენტს არ აქვს კანონის ინიციატივის უფლება პარალამენტში, გადაწყვიტეს, რომ მარტივი გზით მოაგვარონ ეს პრობლემა.

„რაც მთავარია ძალაინ მოკლე ვადებში ცდილობენ ამ პრობლემის მოგვარებას. არის კითხვა, რატომ ასეთი სისწრაფე, რატომ დადგენილება და არა კანონი? შესაძლებელია პრეზიდენტს არ აქვს კანონის ინიცირების უფლება, მაგრამ სხვა სახით შეიძლებოდა ინიცირების მოხდენა, კანონის ძალით დარჩენილიყო ეს ყველაფერი და არა დადგენილებით.

არ ვურჩევდი უმრავლესობას საკითხის ასეთი სწრაფი ტემპით განხილვას. მიზანშეწონილია, გაიმართოს დისკუცია და ჩვენ ვიცოდეთ მოტივაცია, რასთან გვაქვას საქმე და რატომ იცვლება კანონი დადგენილებით. ეს არის ის კითხვები, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დასვამდა თვითონაც, რომ ყოფილიყო არასამთავრობი სექტორში“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

არასამთვარობო სექტორის პოზიციას ითვალისწინებს, უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი.

„რამდენჯერმე ვუთხარი ირაკლი სესიაშვილს, რომ საჭიროა სერიოზული სამუშო ჯგუფის შექმნა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, თუ საჭიროა უცხოელებიც ჩავრთოთ და ვიმსჯელოთ რა ტიპის უსაფრთხოების სისტემას ვაშენებთ. პრეზიდენტის ფუნქციები ნამდვილად შეიკვეცა, მას არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და სამართლებლივად ასე გამოდის, თუ საკანონდებლო ინიციატივის უფლება არ აქვს, რაოდენობის შესახებ კანონპროექტს როგორ შემოიტანს.

მაგრამ არ იყო საჭირო აჩქარება და შეგვეძლო საერთო მსჯელობის ფარგლებში გადაგვეწყვიტა თუ როგორ გავმიჯნოთ პრეზიდენტის და პრემიერის ფუნქციები ამ საქმეში. ამის ნაცვლად, მთავრობის დადგენილებით იქმნება ცალკე საბჭო, რომელიც უსაფრთოებაზე კრიზისებს დააკორდინირებს, ამავე დროს პრეზიდენტთანაც არის ეს საბჭო და ეს ყველაფერი ისევ და ისევ რჩება გაუგებარი. თუ კი ამ ორ ადამიანს, პრემიერს და პრეზიდენტს განსხვავებული პოზიცია ექნებათ, მაშინ სად არის გამოსავალი? სისტემური საკითხია და სამსჯელოა. ნაწილ-ნაწილ ასე რაღაცეებს ამატებენ და ჩნდება წინააღმდეგობები“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას დავით დარჩიაშვილი.