არმიელები აქცია „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“-ს შეურთდნენ (ვიდეო)

არმიელები აქცია „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“-ს შეურთდნენ (ვიდეო)

დღეს, თავდაცვის სამინისტროს რაგბის გუნდი „არმია“ აქციაში „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ ჩაერთო. აქციაში მონაწილეობა გუნდის მთელმა შემადგენლობამ მიიღო.

არმიელებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის გაიღეს სისხლი, რომელიც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკს გადაეცა.

რაგბისტებმა ბავშვებს სპეციალური საჩუქრებიც მოუმზადეს და საახალწლოდ სხვადასხვა სახის პროდუქტი და ტკბილეული გადასცეს. გუნდის კაპიტანმა ლაშა თავართქილაძემ სარაგბო კლუბ „არმიას“ მაისური ლეიკემიით დაავადებულ ერთ-ერთ ბავშვს უსახსოვრა.

აქციაში - „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფია ჩართული. ბავშვებისათვის სისხლი უკვე გაიღეს ეროვნული გვარდიის პირადმა შემადგენლობამ, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებმა და მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა.