ალექსი პეტრიაშვილი სამეთაურო-საშტაბო სკოლაში (ვიდეო)

ალექსი პეტრიაშვილი სამეთაურო-საშტაბო სკოლაში (ვიდეო)

სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსანტებს დღეს, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი შეხვდა. სახელმწიფო მინისტრმა მსმენელებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ჩაუტარა ლექცია. 

ალექსი პეტრიაშვილმა ეროვნული პროგრამაზე, ნატო-საქართველოს კომისიასა და მის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრი ასევე, შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობასა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში.

ლექციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სახელმწიფო მინისტრს მსმენელებმა კითხვები ევროკავშირთან შესაძლო უვიზო მიმოსვლის დადებით და უარყოფით მხარეებზე, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახებ დაუსვეს.