NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს. თემაზე „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ 13-დან 27 ნოემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით 3,915 რესპონდენტი წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ რჩება ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალად საქართველოში. NDI-ის კვლევის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საქმიანობა გამოკითხულთა 94 პროცენტს მოსწონს.
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ირაკლი ღარიბაშვილს, გიორგი მარგველაშვილს და დავით უსუფაშვილს, ისინი ტრადიციულად ყველაზე პოპულარ ლიდერებად რჩებიან. კვლევის თანახმად, დავით ბაქრაძე ისევ რჩება, როგორც ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი ლიდერი. 52 პროცენტისთვის კი ყველაზე პოპულარულ ოპოციზიურ ძალად „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 61 პროცენტი კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, ეს მაჩვენებელი წინა კვლევასთან შედარებით 11 პროცენტით გაზრდილია. 12-დან 9 პროცენტამდე შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც საკუთარ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს. რესპონდენტთა 16 პროცენტი კი ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.
კვლევის თანახმად, მინისტრების საქმიანობის შეფასების რეიტინგში ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი ალასანია და თეა წულუკიანი ლიდერობენ. ღარიბაშვილის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 13 პროცენტი, კარგად - 41 პროცენტი; ირაკლი ალასანიას საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 9 პროცენტი, კარგად - 42 პროცენტი; თეა წულუკიანის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 8 პროცენტი, ხოლო კარგად - 38 პროცენტი.
რეიტინგში შემდეგ ადგილებზე არიან მაია ფანჯიკიძე და დავით სერგეენკო, საგარეო სამქეთა მინისტრის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 6 პროცენტი, ჯანდაცვის მინისტრის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 5 პროცენტი, კარგად - 32 პროცენტი.
კახა კალაძის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 5 პროცენტი, კარგად - 32 პროცენტი, თამარ სანიკიძის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 3 პროცენტი, კარგად - 27 პროცენტი.
სოზარ სუბარის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 3 პროცენტი, კარგად - 28 პროცენტი, დავით ნარმანიას საქმიანობას ძალიან კარგად - 4 პროცენტი, კარგად - 24 პროცენტი, ნოდარ ხადურის საქმიანობას ძალიან კარგად 3 პროცენტი, კარგად - 26 პროცენტი. საქმიანობის შეფასების რეიტინგში შემდეგ ადგილებზე არიან - ალექსი პეტრიაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, შალვა ფიფია, პაატა ზაქარეიშვილი, დავით დარახველიძე და ხათუნა გოგალაძე.
კითხვაზე, მოგწონთ თუ არა, პირველ ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი, მეორეზე - ირაკლი ალასანია , ხოლო შემდგომ ადგილებზე - გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.
ამასთან, რეიტინგში 29-ე ადგილზეა ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომლის მოწონების მაჩვენებელი წინა კვლევასთან შედარებით 7 პროცენტით გაიზარდა.
გამოკითხულთა 74 პროცენტი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოსწონს, ხოლო 11პროცენტს არ მოსწონს; თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გამოკითხულთა 72 პროცენტი მოსწონს, 10 პროცენტს არ მოსწონს; პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 72 პროცენტს მოსწონს; 9 პროცენტს არ მოსწონს; პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხულთა 71 პროცენტს მოსწონს, 10 პროცენტს არ მოსწონს. ასევე 5 პროცენტით გაიზარდა დავით უსუფაშვილის მოწონების მაჩვენებელი და 65 პროცენტს შეადგენს.
კვლევის თანახმად, ინსტიტუციების საქმიანობის შეფასების რეიტინგში საქართველოს ჯარი, პოლიცია და კოალიცია „ქართული ოცნება“ ლიდერობენ. ასევე, წინა კვლევასთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც ცესკოს საქმიანობას დადებითად აფასებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 5 პროცენტი, ხოლო კარგად - 32 პროცენტი.
კვლევას ეთანხმება უმრავლესობა, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა კოალიცია „ქართულ ოცნებას“, სჯერა მისი დაპირებების. უმცირესობის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით კი „ნაციონლურ მოძრაობას“ პოლიტიკური რეპერსიების ქვეშ უხდება მოღვაწეობა, თუმცა ამის მიუხედავად პარტია ინარჩუნებს ამომრჩევლის მხარდაჭერას.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ნავარომ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობის ინტერესი დაკარგა, რადგან მას წლების განმავლობაში ეტყობოდა, რომ გარკვეული პოლიტიკური მიმართულებით აწვებოდა შედეგებს. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ არაპროფესიულად მუშაობენ, იმ მხრივ, რომ სოციოლოგიური კვლევის შედეგი უნდა კარნახობდეს ინტერპრეტაციას და არ უნდა იწვევდეს გაუგებრობას.
„ძალიან დიდი ადგილი მის გამოკვლევებში უკავია მოგწონთ თუ არა. მოგწონთ თუ არა, ძალიან ბუნდოვანი კითხვაა, ერთი კაცი შეიძლება მოგწონდეს საქმიანობით, მეორე წვერულავშით, მესამე ჩაცმულობით, და მერე, როგორ უნდა შედარდეს ეს ერთმანეთს? კითხვაზე მოგწონთ თუ არა, თავში პატრიარქია, შუაში პოლიტიკოსები, ქვემოთ ლევან ვასაძეა, რომელიც არც პოლიტიკაშია ჩართული და არც რელიგიურ სტურქტურაში ზის.
აშკარად ამ სამი მოწონების იქნით სხვადასხვა კრიტერიუმები დგას. ვინც თავშია და ვინც ბოლოშია შეიძლება სხვადასხვა კრიტერიუმებით არიან შეფასებული და ამიტომ არიან განსხვავებულ ადგილას. ერთი და იგივე კრიტერიუმით, რომ შეფასდეს რა სურათს მივიღებთ ეს სხვა საკითხია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
მისივე განცხადებით, ასეთ ნიუანსებს ნავაროსეული სოციოლოგია ყურადღებას არ აქცევას და ამიტომა, ეს სოციოლოგიაც დიდად ყურადღების მისაქცევი აღარ არის. თუმცა ის, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათიები იზრდება, ეს, მისივე განცხადებით, ალბათ, შემთხვევითი არაა.
„რაღაცა ანალოგიური საქართველოში ყოველთვის გვაქვს, ანუ ვინც გაიმარჯვებს პოლიტიკურ ბრძოლაში, აღარ აქვს მნიშვნელობა როგორი გზით გაიმარჯვებს, მერე მის მიმართ სიმპათიები იზრდება“, - აცხადება რამაზ საყვარელიძე.