საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, კონკრეტულ აქტივობებს ცენტრალური საარჩევნო კომისია განაგრძობს. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მოსახლეობის ინტერესი ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით მაღალია.
„იმ საარჩევნო უბნებზე სადაც კენჭისყრის იმიტირებული პროცესია მოწყობილი, რეგისტრირებულ პირთა რაოდენობამ შეადგინა 47 000-ზე მეტი დაინტერესებული პირი, რაც ამ სიახლის ფონზე არის მაღალი გამოხმაურება. ამ პროექტის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება მასშტაბები და არჩევნების დღემდე განხორციელდება ისეთი ფართომასშტაბიანი კამპანიები, რომლებიც ფაქტობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფარავს ამომრჩევლების ძალიან დიდ რაოდენობას, რაც ქართული არჩევნების ისტორიაში უპრეცედენტო იქნება. მივმართავ ყველა ამომრჩეველს, პოლიტიკურ პარტიებს, სხვა ჩართულ მხარეებს, რომ ხელი შეუწყონ ინსტიტუციას ამომრჩევლებამდე ინფორმაციის მიტანაში“, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.