ირაკლი კობახიძის შესახებ, ტვ პირველის მორიგი ფეიკ სიუჟეტი გავრცელდა, რომელიც ყველანაირ ჟურნალისტურ სტანდარტს არღვევს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რითაც "ტვ პირველის" სიუჟეტს ეხმიანება, სადაც საუბარია ფეხბურთელების დახვედრის საზეიმო ღონისძიებაზე პოლიციის მიერ ჩხრეკის ჩატარებასა და იმ ადამიანების გამოვლენაზე, ვინც პრემიერს სახეზე ლაზერს ანათებდა.
ჩიხელიძის განმარტებით, მაღალი თანამდებობის პირის მიმართ დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნა ვრცელდება და ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაცვის ობიექტისთვის საფრთხეს შეიცავს, დაუყოვნებლივ უნდა გამოვლინდეს და აღიკვეთოს. ის იხსენებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ერთი შეხედვით უწყინარ სიტუაციაში დაჭრის ფაქტს და აღნიშნავს, რომ ქართულმა პოლიციამ პროტოკოლის მიხედვით, პროფესიონალურად იმოქმედა.
"ირაკლი კობახიძის შესახებ, ტვ პირველის მორიგი ფეიკ სიუჟეტი გავრცელდა, რომელიც ყველანაირ ჟურნალისტურ სტანდარტს არღვევს. ალბათ გსმენიათ, რომ მაღალი თანამდებობის პირის მიმართ დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნა ვრცელდება, ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაცვის ობიექტისთვის საფრთხის შემცველი არის, დაუყოვნებლივ უნდა გამოვლინდეს და აღიკვეთოს, გვახსოვს სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი რობერტ ფიცო, რომელიც ერთი შეხედვით უწყინარ გარემოში დაჭრეს, რომლის მაგალითიც შემდეგ სწორედ ირაკლი კობახიძეს შეახსენეს, ნაცვლად იმისა რომ სამართალდამცველების მაღალ პროფესიონალიზმზე ისაუბროთ, იაფფასიან ტყუილს იგონებთ, თითქოს ამ ქვეყანაში ვინმეს გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, პოლიციამ პროტოკოლის მიხედვით იმოქმედა და
სიტუაციის შესაძლო ესკალაცია აღკვეთა" - წერს დავით ჩიხელიძე Facebook-ზე.