რა გათვლა ჰქონდა ეუთოს, როდესაც რეზოლუციაში, რუსეთისთვის საამებლად, აფხაზეთი და ოსეთი(?) საქართველოს სტატუსს გაუთანაბრა?

რა გათვლა ჰქონდა ეუთოს, როდესაც რეზოლუციაში, რუსეთისთვის საამებლად, აფხაზეთი და ოსეთი(?) საქართველოს სტატუსს გაუთანაბრა?

რატომ არ მოაწერა „ოცნებამ“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ რეზოლუციას ხელი და რა წერია დეკლარაციაში, რომლის გამოც მმართველმა გუნდმა რეზოლუცია რუსეთის დუმის პოზიციას შეადარა? 

„ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ და დეტალურად არის ახსნილი, თუ რატომ გახდა მიუღებელი აღნიშნული რეზოლუცია. მმართველი გუნდის ინფორმაციით, ფორმულირება, რომელიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი ცდილობს, ჟენევის მოლაპარაკებებში ბოლო 16 წლის განმავლობაში, მიაღწიოს – წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე. ტექსტი შესწორებიდან – „თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველოს, აფხაზეთის და ოსეთის შერიგება საჭიროა“.

პარაგრაფში ვკითხულობთ, რომ კონფლიქტში სამი მხარეა – უცნაური კონსტრუქციაა თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველო – აფხაზეთი და ოსეთი.

„რეზოლუციაში ამ ფორმულირების შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ეუთო-სა და აშშ-ის გაცხადებულ პოლიტიკას“, - ვკითხულობთ „ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ასევე განმარტავს, ქართულმა დელეგაციამ რატომ არ მისცა ხმა ეუთო-ს რეზოლუციას ჩასწორების მიუხედავად.

როგორც სამხარაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტს აღარ დაემატა შესწორება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, რეზოლუციის ტექსტი არჩევნებისა და პოლარიზაციის საკითხებზე შეიცავდა ისეთი სახის ჩანაწერებს, რაც ქართული მხარისთვის მიუღებელი იყო.

„გარდა ამისა, არის კიდევ ორი ჩანაწერი, რომელიც ასევე, ამერიკული მხარიდან წამოვიდა და რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. ერთი ეხება არჩევნებს და იმის გათვალისწინებით, რომ ეუთო-ს წევრი 57 ქვეყანაა, აქედან კი წელს ბევრ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, რვაში ჯერ კიდევ ჩასატარებელია, საქართველოს გარდა, სხვა არჩევნები ნახსენები არ იყო. შესაბამისად, ვეწინააღმდეგებით საქართველოს გამოყოფას მაშინ, როდესაც სხვა არჩევნებიცაა ჩასატარებელი. ეს არ არის დაბალანსებული მიდგომა და ჩვენი წინააღმდეგობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი საკითხი იყო.

მეორე იყო პოლარიზაციასთან დაკავშირებული საკითხი, თითქოს საქართველოში პოლარიზაცია არის პრობლემური და მთავრობას მოუწოდებენ, მის აღმოფხვრაზე იზრუნოს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ საქართველოში არ არის პოლარიზაცია, თუმცა პოლიტიკური პოლარიზაცია ასევე არის სხვა ქვეყნებშიც. მიუღებელია, როდესაც მხოლოდ საქართველოში არსებულ პოლარიზაციაზე საუბრობენ და არ საუბრობენ პოლიტიკურ პოლარიზაციაზე იმავე აშშ-ში, გერმანიაში, ჰოლანდიაში თუ ეუთო-ს წევრ სხვა ქვეყნებში“,-ამბობს სამხარაძე.

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ხელს რუსეთის გარდა არავის აძლევს.

„ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესი, ამ ეროვნული ინტერესის დაცვა, რაშიც ჩვენ პარტნიორების მხრიდან, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა გვჭირდება. ეს ხელს არავის აძლევს რუსეთის გარდა, თუკი მსგავსი მიმართულებით იქნება ჩვენი პარტნიორების მხრიდან პოზიციების დაფიქსირება საერთაშორისო ორგანიზაციებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ეუთოს მიერ დეკლარაციაში ჩაწერილი იმდენი შეცდომა და არაკომპეტენტურობა იკითხებოდა, „ოცნებას“ ხელი რაზე უნდა მოეწერა, გაუგებარია. ქართველიშვილი ამბობს, რომ როცა ამხელა ორგანიზაცია ადგენს ტექსტს და პრეტენზია კომპეტენტურობაზე აქვს, ოსეთს წერ, მაგრამ არ უთითებ რომელ ოსეთზე ლაპარაკობ და მათ შორის განსხვავებაშიც კი ვერ ერკვევი, რაზე უნდა დაეჭირა მხარი მმართველ გუნდს, გაუგებარია.

„იმდენად არაკომპეტენტური დეკლარაციაა და ტექსტი, რომ ისიც კი არ მიუთითეს, რომელ ოსეთზე საუბრობდნენ. ჩრდილო ოსეთზე, აღმოსავლეთ თუ სამხრეთ ოსეთზე. ასეთი ჩანაწერი შეიძლება ოფიციალურ დოკუმენტში შევიდეს? თან, რატომღაც, მას ქართულმა დელეგაციამ თურმე ხელი უნდა მოაწეროს და მხარი დაუჭიროს. საქართველოსთან აფხაზეთი ლამის თანაბარ სუბიექტად რომ გამოჰყავთ, რომელ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და მის პატივისცემაზეა საუბარი?

ამდენი წელია ჩვენი ე.წ. მეგობრები ამაყობენ, რომ ჩვენს ტერიტორიებს იცავენ და საერთაშორისო არაღიარების პოლიტიკას ახორციელებენ. ამ დეკლარაციაში კი ამ ყველაფრის ხაზის გადასმა და დანაწევრება მოხდა. მერე გინდა-არ გინდა, გვებადება ეჭვი, რომ „ქართულ ოცნებაზე“ შურისძიების არეალი სულ უფრო ფართოვდება. თითქოსდა სოხუმის და ცხინვალის მისამართით თვალის ჩაკვრის პოლიტიკას ჰქონდა ადგილი. ნუ გეშინიათ, აქამდე ვიცავდით არაღიარების პოლიტიკას, მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და თქვენ სუბიექტებად გცნოთ, რადგან საქართველოს ხელისუფლება ისე არ იქცევა, როგორც ჩვენ ამას ვუბრძანებთ და ჩვენგან სიუპრიზებია მოსალოდნელი“,-ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ახლა უნდა დადგეს და „ოცნებამ“ უნდა იმარჩიელოს, ვის რა ჰქონდა ჩადებული - ეს იყო ტექნიკური შეცდომა თუ კარგად გამიზნული პროვოკაცია?!

„ეს იყო სამარცხვინო რეზოლუციის ტექსტი და მას მხარი „ოცნებამ“ არ დაუჭირა, მით უმეტეს, რომ მათივე არაერთმა წარმომადგენელმა შარშან პირდაპირ მიგვანიშნა, რომ სოხუმი და ცხინვალი საქართველოსთვის ბალასტს წარმოადგენს. ამიტომ მას ჩვენი ქვეყანა რაც უფრო მალე მოიშორებს, მით უფრო დიდი შანსი ექნება, რომ ევრო ჩრდილოატლანტიკურ გზაზე დაწინაურდეს. უკრაინის ომის მსვლელობის დროს, ჩვენ საზღვარგარეთიდან თუ ადგილობრივი აგენტებისგან არაერთხელ გვსმენია, ხომ არ დაგვეწყო სოხუმის და ცხინვალის მიმართულებით გალაშქრება. ეს თეორიულ დონეზეც კი გამორიცხავდა იმ სამშვიდობო პროცესს, რომელიც ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ინტეგრაციაში ხელს შეგვიწყობს. უბრალოდ, ეს შურისძიების მანქანა არის საქართველოს და „ოცნების“ წინააღმდეგ  დაქოქილი. სურთ, რომ ყევლაზე მტკივნეულ ადგილას დაგვარტყან, ვინაიდან ჩვენი მისწრაფება ქვეყნის გამთლიანების კუთხით, უკვე სცდება თეორიული მსჯელობის დონეს. დასავლეთი ხედავს, რომ პარქტიკულად, ამ პროცესის დაწყება შესაძლებელია. ამიტომაც გააქტიურდნენ, რათა მოქმედი ხელისუფლების წარმატება არ უნდათ. ეს იქნება მომაკვდავ ოპოზიციაზე დადებული ფსონების კრახი. ამიტომ ყველა თავის საქმის გაკეთებას ცდილობს“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმთ, დასავლეთში ჯერ კიდევ ჯიუტად აქვთ იმის იმედი, რომ ცვილის მანტიებში გახვეული, დაბნეული და ორიენტაციადაკარგული ნაცოპოზიცია არჩევნებისთვის რამეს შეძლებს. ამიტომ მათ დასახმარებლად ყველაფერს აკეთებენ.

„წინასაარჩევნოდ გაჟღერებული რაიმე წარმატება ოკუპირებული ტერიტორიების მისამართით, რომ დეოკუპაციის საკითხი დაიძრას, მათთვის გამანადგურებელი იქნება. ადრე ეუთო/ოდირი ავტორიტეტული საერთაშორისო არბიტრი იყო, რომელსაც თავისი მიუკერძოვებელი დაკვირვებით და ანგარიშებით, ჩატარებულ არჩევნებზე, უკეთესობისკენ უნდა წაეყვანა საარჩევნო პროცესი. თუმცა, ახლა ვხედავთ მათ მიკერძოებულ დასკვნებს, ამიტომ 2024 წლის არჩევნები იქნება იმ დონის გამჭვირვალე და ღია, რომ ქართველი ამომრჩევლის ნებას ვერც ერთი ფალსიფიცირებული დასკვნა ვერ შეუშლის ხელს. ამიტომ თითი რამდენიც უნდათ იმდენი იქნიონ“, - ამბობს ქართველიშვილი.

არაგველი641 რუსებიც მასე ვირ-ეშმაკურად გვექცეოდნენ ხოლმე,ხან დენს გვიკეტავდნენ, ხან გაზს და ხან ქართველების დეპორტაციას სატვირთო თვითმფრინავით აწარ,ოებდნენ.
4 თვის უკან
ლაზი აბა თქვენ, რადიო თავისუფლების სტატია წაიკითხეთ ამასთან დაკავშირებით და ნახავთ როგორ ადანაშაულებენ ყველაფერში საქართველოს ხელისუფლებას. ამათი შემხედვარემ, როგორ უნდა დაიჯერო მათი ქმედებების სამართლიანობა და ობიექტური მიდგომა.
ამით გვითხრეს, ჭკუით თუ არ იქნებით, მაგ სამაჩაბლოს და აფხაზეთს დამოუკიდებლადაც ვაღიარებთო. თქვენს ჯინაზე რუსეთსაც მეგობრად გავიხდითო.
აი, ასეთია პოლიოტიკური "მეგობრობა".
ყველამ იცის, რომ პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს, მაგრამ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე აცხადებს რომელიმე სახელმწიფოს, ან გაერთიანებას მეგობრად, გრანტებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ. სწორედ ამიტომ არიან ასეთები, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები.
4 თვის უკან