ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსი: ძალადობა, რაც ვიხილე, ამაზრზენია - იყვნენ პირები, რომლებიც ჩვენს ოფიცრებს ფოიერვერკებს ესროდნენ, ამან შეიძლება მოგკლათ

ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსი: ძალადობა, რაც ვიხილე, ამაზრზენია - იყვნენ პირები, რომლებიც ჩვენს ოფიცრებს ფოიერვერკებს ესროდნენ, ამან შეიძლება მოგკლათ

ლოს-ანჯელესის პოლიციის ხელმძღვანელმა, ჯიმ მაკდონელმა განაცხადა, რომ ძალადობის დონე ლოს-ანჯელესში, ანტი-საიმიგრაციო საპროტესტო აქციებზე ამაზრზენია.

„ძალადობა, რაც ვიხილე, ამაზრზენია. მოვლენები ახლა ესკალაციას განიცდის. ის, რაც პირველ ღამეს ვნახეთ, ცუდი იყო. ამის შემდეგ კი [სიტუაცია] სულ უფრო უარესდება და ძალადობრივი ხდება. დღეს ღამით იქ იყვნენ პირები, რომლებიც ჩვენს ოფიცრებს ფოიერვერკებს ესროდნენ. ამან შეიძლება მოგკლათ“, - აღნიშნა ჯიმ მაკდონელმა.

ლოს-ანჯელესში არეულობა გრძელდება. ათასობით ადამიანი ქუჩებში შაბათს გამოვიდა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის გასაკრიტიკებლად.

მოგვიანებით მიტინგი პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ტრამპმა კვირას ქალაქში ეროვნული გვარდიის შეყვანის ბრძანება გასცა, რამაც მომიტინგეებში უფრო დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.