პუტინის შემდეგ ომის დასრულებაზე ზელენსკიც ალაპარაკდა - როგორ და რა სცენარით არის ომის დასრულება შესაძლებელი?

პუტინის შემდეგ ომის დასრულებაზე ზელენსკიც ალაპარაკდა - როგორ და რა სცენარით არის ომის დასრულება შესაძლებელი?

ვინ შეიძლება უკრაინის ომის დასრულების სცენარზე მუშაობდეს? ვლადიმერ პუტინის შემდეგ, ომის დასრულებაზე და გეგმაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკიც ალაპარაკდა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამზადებს ომის დასრულების „გასაგებ და დეტალურ“ გეგმას, რომელსაც მიმდინარე წელს წარმოადგენს. ამის შესახებ მან სლოვენიის პრეზიდენტ ნატაშა პირც მუსართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.

„მშვიდობის სამიტმა ჩაიარა და ახლა დეტალურად ვმუშაობთ სამ გეგმაზე: ენერგეტიკაზე, სასურსათოზე და გაცვლაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხებს გადავწყვეტთ. ყოველ შემთხვევაში, მოვამზადებთ დეტალურ გეგმას. ეს უახლოეს მომავალში იქნება“, - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა მშვიდობის ფორმულის სხვა პუნქტებზეც და საბოლოოდ მომზადდება ერთობლივი გეგმა, რომელსაც უკრაინის ყველა პარტნიორს წარუდგენენ.

„ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ომის დასრულების გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერს მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა. ეს დიპლომატიური გზაა, რომელზეც ვმუშაობთ“, აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ომის დასრულების გასაგები და დეტალური გეგმა მზად იქნება 2024 წელს.

„ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო, ის არ დაიწყებოდა, ჩემი პრეზიდენტობის დროს“, - ამის შესახებ კი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ტელედებატებისას განაცხადა.

ამასთან დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ უკრაინა რუსეთთან ამ ომს ვერ მოიგებს.

„რაც შეეხება რუსეთს და უკრაინას, ჩვენ რომ ნამდვილი პრეზიდენტი გვყავდეს, პრეზიდენტი, რომელსაც პუტინი პატივს სცემს, ის არასოდეს შეიჭრებოდა უკრაინაში. ახლა ბევრი ადამიანი მკვდარია, იმაზე მეტი, ვიდრე ხალხმა იცის.

უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს. მათ ეწურებათ ჯარისკაცების რაოდენობა, ამდენი ხალხი დაკარგეს. მათ დაკარგეს დიდებული ქალაქები ოქროს ათასწლოვანი გუმბათებით - ყველაფერი მის (ბაიდენის) და მის მიერ მიღებული სულელური გადაწყვეტილებების გამო. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, რუსეთი არასოდეს დაესხმებოდა თავს უკრაინას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მან ბაიდენი უკრაინის დახმარების გამო გააკრიტიკა, უკრაინის პრეზიდენს ზელენსკის კი ყველაზე დიდი ვაჭარი უწოდა.

„მან 200 მილიარდი დოლარი და მეტი გადასცა უკრაინას. ეს არის ბევრი ფული. ყოველ ჯერზე, როცა ზელენსკი ჩამოდის ამ ქვეყანაში, ბრუნდება 60 მილიარდი დოლარით, ის არის ყველაზე დიდი ვაჭარი. მე მოვაგვარებ ომს პუტინსა და ზელენსკის შორის, როგორც არჩეული პრეზიდენტი. სანამ 20 იანვარს თანამდებობას ოფიციალურად დავიკავებ, ეს ომი მოგვარებული მექნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ბაიდენთან დებატების დროს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით კი მოწოდებები რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების შესახებ, რომელსაც ბირთვული იარაღის უდიდესი არსენალი აქვს, „დასავლელი პოლიტიკოსების ავანტიურიზმზე მეტყველებს“.

„დასავლური სახელმწიფოების ეგოიზმმა და ამპარტავნებამ გამოიწვია უკიდურესად საშიში მდგომარეობა – მსოფლიო მიუახლოვდა იმ წერტილს, რომლიდანაც უკან ვერ დავბრუნდებით. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ სწორედ ვაშინგტონმა შეარყია სტრატეგიული სტაბილურობა ანტიბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულებიდან, ღია ცაზე საშუალო და მოკლე რადიუსის ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან ცალმხრივი გასვლის გამო. სწორედ დასავლეთმა მოამზადა და პროვოცირება მოახდინა უკრაინის კრიზისი, ახლა კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს კრიზისი უსასრულოდ გაგრძელდეს“, - განაცხადა პუტინმა.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ უკრაინის ომი საკამოდ რთულ სიტუაციაშია შესული, რადგან არც ერთი მხარე ამ ეტაპზე დათმობას არ აპირებს. პოლკონიკი for.ge-სთან ამბობს, რომ უკრაინამ წესით, უკვე გაათვითცნობიერა, რომ დიდხნიან ომთან აქვს საქმე და სიტუაცია ასე მარტივად მოსაგვარებელი არ არის. ბერიძე ამბობს, რომ თუკი რუსეთს დასვენების საშუალება მიეცემა, ის გადაჯგუფდება, ძალებს მოიკრებს და იმაზე მეტს შეძლებს, ვიდრე ახალა ახერხებს. ამიტომ რთულია საუბარი იმაზე, ომის დასრულების რა სცენარზე ლაპარაკობს ზელენსკი.

„უკრაინას დღეს არა აქვს ის პოტენციალი, რომ მასშტაბური ოპერაცია განახორციელოს რუსების წინააღმდეგ. ის, რაც ახლა უკრაინელებმა უნდა გააკეთონ, გააგრძელონ თავდაცვითი ოპერაციები და არ დაუშვან რუსეთის კიდევ უფორ წინსვლა. ნებისმიერი ტერიტორიის გათავისუფლება, რომელიც ამ ომში უკრაინელებმა შეძლეს, ეს არ მომხდარა რაიმე სამხედრო მანევრის შედეგად, ეს მოხდა რუსეთის სისუსტით, როცა მათ ვერ შეძლეს ან თავდაცვითი ოპერაციის წარმოება ან კონტრშეტევა. იგივე ხერსონის, იზუმის, კიევის ოპერაციები, მხოლოდ მოხდა რუსეთის შეცდომის ხარჯზე.

ამიტომ იგივე პრინციპით მჯერა, რომ ყირიმის თუ სხვა მიმართულებების გათავიუსფლება მოხდება. თუმცა ყირიმამდე ალბათ, ხერსონია ბოლომდე გასათავისუფლებელი და ზაპოროჟიეს ოლქი. ყირიმზე საუბარი მერეა შესაძლებელი. რაღაცა რთული მანევრებით უკრაინისგან წარმატებას არ ველი. ამიტომაც მოლაპარაკების მაგიდასთან რომ დასხდნენ და დაიწყონ ომის დასრულებაზე საუბარი, ფრონტის ხაზზე ხომ სიტუაცია ორივესთვის მისაღები უნდა იყოს. ახლა არც უკარინას და არც რუსეთს ამის არანირი წინაპირობა არა აქვთ. მიუხედავად ყველა შეიარაღებისა, რაც უკრაინამ მიიღო, რუსეთს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა სარაკეტო, საარტირელიო და საავიაციო იარაღის თვალსაზრისით. ამიტომ უკრაინელების მხრიდან ნებიმისერი დიდი დაჯგუფების შექმნა, რომელიც ღიად შეუტევს რუსულ პოზიციებს, რუსული სარაკეტო დარტყმის სამიზნე გახდება. ამას კი უდიდესი მსხვერპლი მოჰყვება“, - ამბობს პოლკოვნიკი.

მისივე თქმით, უკრაინელებმა უნდა შეძლონ და გაუძლონ, რათა რუსები გამოიფიტონ და ამა თუ იმ ფრონტის ხაზზე ბრძოლა ვეღარ შეძლონ, ჩამოეშალოთ თავდაცვის ხაზები და გადაჯგუფება დაიწყონ, როგორც ეს ხერსონის შემთხვევაში მოხდა.

„ახლა სამი მიმართულებაა, უკრაინელების თავდასხმა რაზეც ხორციელდება, ერთი, ეს არის ლოჯისტიკურ ობიექტებზე თავდასხმები, რაც საწყობების განადგურებას ნიშნავს, რათა რუსებს მომარაგება გაუჭირდეთ. მეორე მიმართულება ეს არის საჰაერო თავდაცვის და საავიაციო ობიექტებზე თავდასხმა. მესამე მიმართულება კი ეს მართვის პუნქტებზე თავდასხმაა. უკრაინა ეფ-16-ებს ელოდება და რუსულ საჰაერო თავდაცვას ასუსტებენ. ამიტომ ამის განადგურების შემთხვევაში, რუსულ ობიექტებზე უკრაინელები უპირატესობას ეფ-16-ით მოიპოვებენ“, - ამბობს პოლკოვნიკი.  

ლაზი რა უნდა ამ პოლკოვნიკს. ხან იძახის არც ერთ მხარეს უპირატესობა არ აქვსო, ხან რუსებიის პოტენციალს უკრაინული ვერ უტოლდებაო. ბოლოს ასკვნის უკრაინელები რუსეთის რესურსებს ანადგურებენ და ეფ16-ს რომ ჩართავენ ომში, უპირატესობას მოიპოვებენო. დაიტანჯა კაცი. ამ ნაცოდვილარმა რაჭველის წერილი გამახსენა - ჩემო ქალო მართაო, ეს რა დაგმერთაო, არც უკან გვიშვებენ და ვერც წინ მივდივართაო.
4 თვის უკან
KAB ნაცოდვილარი მაღალი შეფასებაა.
4 თვის უკან
Gami ზელენსკი: ომის დამთავრებს გეგმას მიმდინარე წელს წარვადგენ" -- რა ეჩქარება. კრეტინი მასხარა!
4 თვის უკან
Gami ზელენსკი: ომის დამთავრებს გეგმას მიმდინარე წელს წარვადგენ" -- რა ეჩქარება. კრეტინი მასხარა!
4 თვის უკან