შსს-ში პოლიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

შსს-ში პოლიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოში სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში, პოლიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ პოლიციის რეფორმაში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრა შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ გახსნა. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ტერორიზმისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს. ასევე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სფეროში (ორგანიზებული დანაშაული, კიბერდანაშაული, არალეგალური მიგრაცია) გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში.

სისხლის სამართლის რეფორმა საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2008 წლიდან მიმდინარეობს. რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართულია ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა, ასევე, სახალხო დამცველის აპარატი და შესაბამისი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. პოლიციის სამუშაო ჯგუფის მიზანია პოლიციაში მიმდინარე რეფორმების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება.