ალექსანდრე ჭიკაიძის კომენტარი კრიზისების მართვის დროებითი შტაბის შემაჯამებელი სხდომიდან

ალექსანდრე ჭიკაიძის კომენტარი კრიზისების მართვის დროებითი შტაბის შემაჯამებელი სხდომიდან

„დილიდან მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა. დაახლოებით 60-მდე ტექნიკური საშუალება მუშაობდა გზების გაწმენდაზე. ამ ეტაპისთვის, ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში: მახინჯაური, ახალშენი, ფერია, შარაბიძეები, თხილნარი, ჭარნალი, ორთუბანი – კიდევ მიმდინარეობს, დამთავრდება რამდენიმე საათში; ქობულეთში: ლაზისტანი, სოფელი ქობულეთი, დავითური, ჭახათი, დაგვა, შუაღელე და  სახალვაშო უკვე დასრულებულია.

ქობულეთის რაიონში, ჩაქვისთავში დარჩენილია გასასუფთავებელი სამკილომეტრიანი გზის მონაკვეთი, რომელიც ხვალ დილისთვის უკვე მზად იქნება და ზედა აჭყვაში დარჩა ერთკილომეტრიანი მონაკვეთი. ასევე, უმეტეს ნაწილში ელექტროობით მომარაგება აღდგენილი არის. ორთუბანში, დაახლოებით 9 საათიდან 9:30-მდე ელექტროობა ჩაირთვება და ასევე, სახალვაშოში ელექტროენერგია ხვალ მიეწოდება მოსახლეობას. აჭარის მაღალმთიანეთში, ზოგიერთ სოფელში, რომლებშიც გზა ზაფხულშიც არ მიდის, ელექტროენერგიით მომარაგება მიმდინარეობს. ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლები უზრუნველჰყოფენ იმას, რომ 24 რიცხვამდე მაქსიმალურად მოახერხონ და მიიყვანონ ელექტროენერგია მოსახლეობამდე. ეს ყველაფერი დაახლოებით 25-26 რიცხვამდე უნდა მომხდარიყო და ერთ დღეში მოვახერხეთ.“