შინაგან საქმეთა მინისტრმა კრიზისების მართვის დროებითი შტაბის შემაჯამებელი სხდომა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა კრიზისების მართვის დროებითი შტაბის შემაჯამებელი სხდომა გამართა

ბათუმში კრიზისების მართვის დროებითი შტაბის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ უხელმძღვანელა. მინისტრმა სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირისგან აჭარის რეგიონში ჩატარებული სამუშაოების ანგარიში მოისმინა. ამ დროისათვის რეგიონში გზების უმეტესი ნაწილი გაწმენდილია და საგზაო მოძრაობა თავისუფალია. პრობლემურ მონაკვეთებზე გზების გაწმენდითი სამუშაოები დღეს გვიან ღამით დასრულდება.