„ბრიუსელში დადებული დეკლარაცია პრეზიდენტ ზურაბიშვილის „ქართული ქარტიის“ გადაზღვევაა“

„ბრიუსელში დადებული დეკლარაცია პრეზიდენტ ზურაბიშვილის „ქართული ქარტიის“ გადაზღვევაა“

ოპოზიციამ ბრიუსელიდან გაერთიანებაზე ღია მესიჯი მიიღო და  ევროპარლამენტარებმა 6 პარტიას ხელი მოაწერინეს „ერთიან დეკლარაციაზე“. დოკუმენტი მანამდე გამოქვეყნდა, ვიდრე ისინი საქართველოში დაბრუნდებოდნენ.

შიდა წყაროებიდან ცნობილი ხდება, რომ ორდღიან შეხვედრაზე ოპოზიციონერ ლიდერებს მასპინძლობდნენ ორგანიზატორი ევროპარლამენტარები: ლიეტუველი ანდრიუს კუბილიუსი, გერმანელი - მაიკლ გალერი და სლოვაკი - მირიამ ლექსმანი.

სამივე ევროპარლამენტარი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წარმომადგენელია და ისინი კვლავ აგრძელებენ მუშაობასგანახლებულ ევროპარლამენტში.

მმართველ გუნდში ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ოპოზიციის ლიდერებს ხელი დეკლარაციაზე ბრიუსელში დაჟინებული თხოვნით მოაწერინეს და თან გააფრთხილეს, რომ მათი ლიდერი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს.

„რა არის აქ გასაერთიანებელი, ისედაც ერთიანი არ იყვნენ? ვის ატყუებენ? ერთადერთი მადამ პრეზიდენტთან მესიჯი მოვიდა პატრონებისგან, რომ უნდა უხელმძღვანელოს ამ რადიკალების პლატფორმას და ამას ასრულებს ის ქალი. მორჩა“, - ამბობს დეპუტატი ირაკლი ზარქუა.

ევროპარლამენტარმა კუბილიუსმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართული ოპოზიიცის გადაწყვეტილება არჩევნებისთვის გაერთიანდნენ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ვულოცავ საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ერთიანობის დეკლარაციას. ქართული ოპოზიციის შეთანხმება მომავალი არჩევნებისთვის ძალების გაერთიანების შესახებ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიის გადასარჩენად და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად“, - დაწერა 15 ივნისს X-ზე ანდრიუს კუბილიუსმა.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია ბრიუსელში, ზოგიერთ პოლიტიკურ წრეებში, ნამდვილად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ყვეალფერი გააკეთონ, რათა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოში დასავლეთს ხელისუფლების ცვლილების სურვილი აქვს. მათ უნდათ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, 2024 წლის არჩევნებზე დამარცხდეს. პირდაპირ ემზადებიან იმისთვის, რომ ევროპელმა ლიდერებმა გააკეთონ განცხადებები, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ის არალეგიტიმურია. არ დაელოდებიან, არც ცესკოს და არც დამკვირვებლების აზრს. ამიტომ საჭიროა იმის ჩვენება, რომ ვითომ მთელი ოპოზიცია პროდასავლური და პროევროპულია. ერთადერთი ძალა, რომელსაც კრემლის ძალად რაცხავენ, ეს „ოცნებაა“. პოლიტიკურ სპექტრში, მიუხედავად არსებული სხვადასხვა შეხედულებებისა, დასავლეთში დარწმუნებულები არიან, რომ ყველას დასავლეთთან დაკავშირებით ერთი პოზიცია აქვს. ამიტომ არის მათი მხრიდან მოთხოვნა და ფაქტია, უკვე ამას აკეთებენ, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს. ვინც საქართველოს რეალობაში და პოლიტიკურ მოცემულობაში ერკვევა, ძალიან კარგად იციან, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი, 5%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავს, თუნდაც ეს იყოს თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. ეს იციან და ამიტომ უნდათ, რომ ოპოზიცია პარლამენტში მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, ევროპის სახალხო პარტია, ეს ის ძალაა, რომლის ხელმძღვანელი 2012 წელს ყოვლად უტიფრად და სიტყვა-სიტყვით იმეორებდა იმას, რასაც სააკაშვილი და ნაცები ეუბნებოდნენ. ამიტომ ამ პარტიისგან სურვილი, რომ ნაციონალები ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, დაუცხრომელია.

„გვახსოვს როგორ საუბრობდა ეს პარტია და მისი ლიდერშიპი 2012 წელს „ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - თითქოს ხალხს მაცივრებს ჩუქნიდნენ, ამომრჩევლის მოსყიდვა ხდებოდა და ა.შ. სხვათა შორის მათი ლიდერი სააკაშვილმა ორდენითაც კი დააჯილდოვა. ასეთი უსამართლობა მოდიოდა მაშინვე ამ პარტიისგან. ამიტომ ევროპის სახალხო პარტიისთვის ნაციონალები შეუცვლელები არიან. თუმცა ხვდებიან იმას, რომ ეს ის ძველი სიდიადის პარტია აღარ არის. მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად რომ გაკოტრებულია, ამასაც იაზრებენ, ამიტომ ახლა ფსონების ჩამოსვლა ზურაბიშვილზე დაიწყეს. თუმცა ეცდებიან, რომ დანარჩენი ოპოზიცია მაინც ნაციონალების გარშემო გააერთიანონ“, - ამბობს მამრაძე.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი კი მიიჩნევს, რომ განულებული ოპოზიციის რეამინირებას ვერც ევროპის სახალხო პარტია და ვერც ქარტია-დეკლარაციები ვერ შეძლებენ. ანალიტიკოსი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ბრიუსელში დადებული დეკლარაცია პრეზიდენტ ზურაბიშვილის „ქართული ქარტიის“ გადაზღვევაა.

„ოპოზიციური სპექტრი თავდაპირველი ქარტიით სალომე ზურაბიშვილთან პოლიტიკურ თამაშზე შეთანხმდა, ხოლო ევროპის სახალხო პარტიის [EPP] დეპუტატების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, პრეზიდენტთან შეთანხმებული ქარტია გადაზღვეულ იქნა და ევროპული პარტნიორების თანდასწრებით მეორე უკვე ახალ ქარტიას მოეწერა ხელი.

ორივე შემთხვევა რეალური პოლიტიკის მიღმა თამაშია. არსებული მოცემულობით, ქართული ოპოზიციური სპექტრი დასავლეთიდან დიდი მხარდაჭერის მიუხედავად, პოლიტიკურად გაკოტრებულია და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ანულირებულ იქნება, ქარტია-1 თუ ქარტია-2 და ეს დეკლარაციები მათ პოლიტიკურ რეანიმირებას ვერ მოახდენს.

ევროპის სახალხო პარტია არის ყველაზე მსხვილი ევროპული გაერთიანება და ფლობს უმრავლესობას ევროპარლამენტში. მისი წევრია „ნაციონალური მოძრაობა“ და რა თქმა უნდა, მათ შორის პოლიტიკური ურთიერთობა მიკერძოების მაღალ ნიშნულზე გადის.

ევროპის სახალხო პარტია ცდილობს „ნაციონალურ მოძრაობას“ ევროპაში მყარი პოლიტიკური ზურგი შეუქმნას და შესაძლებლობების ფარგლებში ყველგან აფიქსირებს მისდამი მხარდაჭერას.

„ლელო“ ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი-ევროპისთვის წევრია და ვფიქრობ, ის იძულებული იყო ევროპის სახალხო პარტიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დასწრებოდა და ხელი მოეწერა ერთიანობის დეკლარაციისათვის“, - ამბობს მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ლელო“, „დროადასტრატეგია აღმაშენებელი“ ის პოლიტიკური ძალები არიან, რომლებმაც დეკლარაციაზე ხელმოწერით, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ რეანიმირებას ეცდებიან. მისი აზრით, ისინი ერთი იდეით მოქმედებენ და არჩევნებისთვისნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ქოლგის ქვეშაერთიანდებიან.

მერაბ.g ქარტია ... გადაზღვევა ... სისულელეა ეს ყველაფერი; როცა ყრუს სიმღერას თხოვ და ცალფეხას ცეკვას რა უნდა გამოვიდეს? ქართველები თქვენნაირები ხომ არ გგონიათ ბრიუსელში და ვაშინგტონში დაბუდებულო კორუმპირებულებო, რომ სააკაშვილს, ზურაბიშვილს, გვარამიას, ხაზარაძეს და მათნაირ თაღლით შარლატანებს ქვეყანა ანდოს? არჩევნებით ვერაფერს წაიღებთ, გადატრიალებას ვერ მოაწყობთ, ხელისუფლებას თქვენს მხარეს ვერ გადაიყვანთ! თუ ჭკუა გაქვთ თანასწორად დაგველაპარაკეთ, ჩვენს ინტერესებს შეეგუეთ; თუ არადა ცოტა ხანში სახვეწრად გაგიხდებათ საქმე
4 თვის უკან