ოპოზიციამ „ერთიანობის დეკლარაციაზე“ ხელმოწერით სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის საერთო კანდიდატად აღიარა

ოპოზიციამ „ერთიანობის დეკლარაციაზე“ ხელმოწერით სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის საერთო კანდიდატად აღიარა

საპარლამენტო არჩევნების წინ, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ახალ სტრატეგიულ ნაბიჯს დგამს და ერთიანობის დეკლარაციის ხელმოწერაზე თანხმდება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ამის ფონზე, ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნულ დეკლარაციაზე ხელმომწერთა რაოდენობა გაიზარდოს და მას ასევე შეუერთდეს გიორგი გახარია - საქართველოსთვის.

ცნობილია, რომ პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ამ დეკლარაციას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „გირჩი- მეტი თავისუფლება“; პარტიაახალი“; „ლელო“; „დროა“; „სტრატეგია აღმაშენებელი. გაჩნდა მოლოდინი, რომ ოპოზიცია ერთიანობის დეკლარაციის ფარგლებში, საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს დაასახელებს, როგორც პროდასავლური ორიენტანციის მქონე ლიდერს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა შანსები და მოლოდინები არსებობს, ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა გარკვეული კონტურები ამ ეტაპისთვის იკვეთება.

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, დიდია ალბათობა, რომ გიორგი გახარიას პარტია ამ დეკლარაციას არ შეუერთდეს, თუმცა დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდეს ამ ოპოზიციური პარტიების მიერ, რადგან ზურაბიშვილი ამ დროისთვის ასოცირდება დასავლური კურსის მქონე პოლიტიკოსად.

ერთიანობის დეკლარაციას ხელის მოწერაში ის არის ძირითადი, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში, მათი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება სალომე ზურაბიშვილი - დეკლარაცია სწორედ ამას აღიარებს, თუმცა როგორც ვიცი, ერთიანი სია კეთდება და ისინი არჩევნებში ერთიანი ბლოკის სახით გამოვლენ. ქარტია უფრო საორენტაციო ხასიათს ატარებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ასოცირდება დასავლეთთან და მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ჩვენი კურსი იქნება მკვეთრად გამოხატული - უფრო ამის დეკლარირებაა, ვიდრე რადიკალური ცვლილებების მოლოდინი ოპოზიციურ ფლანგზე.

ოპოზიციას დღეს ყველაზე მეტად სჭირდება, რომ ამომრჩეველი გარკვეული იყოს თუ რამდენი ბლოკით გადის ოპოზიცია და ზოგადად, როგორ ჩამოყალიბდება საარჩევნო სუბიექტები. ეს არის პოლიტიკური განცხადი, რომ ისინი არა მხოლოდ საუბრობენ იმაზე, რომ მათი მხრიდან კურსი არის პროდასავლური, არამედ პრეზიდენტად ირჩევენ ადამიანს, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ სივრცეს.

გახარიამ თავი შეიკავა მაშინაც, როდესაც პრეზიდენტის ქართულ ქარტიაზე ხელი არ მოაწერეს, როდესაც ეს პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა, ამიტომ, არ მგონია, რომ მან გადაწყვეტილება შეცვალოს და ამ დეკლარაციას ხელი მოაწეროს, თუმცა თავად ეს ქარტია არ გულისხმობს ერთიანი ბლოკის გაკეთებას, მას წმინდა დეკლარაციული ხასიათი აქვს და არა უფრო შორსმავალი. ეს შეიძლება საორენტაცია გზამკვლევი აღმოჩნდეს ამომრჩევლისთვის, მაგრამ არა ხმის მიცემის გამო, არამედ დასავლური ორიენტაციის გამო. ამას ხელისუფლება ისევ გამოიყენებს იმ პროპაგანდისთვის რომ იქმნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ესენი ყველა ნაცები არიან - ხელისუფლება ამას ისედაც ლაპარაკობს და ამ მხრივაც, დიდი გარდატეხა არ იქნება, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აღნიშნავს, რომ ამ დეკლარაციას შესაძლოა გიორგი გახარია - საქართველოსთვის შეუერთდეს, ისევე როგორც შალვა ნათელაშვილის პარტია. მისი შეფასებით, მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის შემდეგ, ეს ოპოზიციური პარტიები, დიდი ალბათობით, გაქრებიან.

ეს არის ნულოვან რეიტინგის მქონე პარტიების გაერთიანება. ესენი განწირული არიან დაღუპვისთვის. ერთადერთი რამ, რაც მანერვიულებს არის, თუ რა დავალებას მისცემენ გარე პატრონები - ამის შესრულებას დაიწყებენ ისინი. მათ მშვენივრად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, ამიტომ დაიწყებენ ქვეყნის აყირავებას 27 ოქტომბრიდან, გარე პატრონების მეშვეობით.

ველოდები, რომ მათ შეუეთდებიან შალვა ნათელაშვილი და გიორგი გახარიას პარტია და .. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის უკვე მათი ლიდერია. მინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ამათმა მოისვენონ და ჩვენც დაგვასვენონ - სექტა, სადაც შესულია ყველა ეს პოლიტიკური ნარჩენები, სამუდამოდ, პოლიტიკურ სამარეში განისვენონ - ვფიქრობ, ეს 26 ოქტომბრის შემდეგ მოხდება, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ For.ge-სთან საუბარში.

 

მერაბ.g თუ რაოდენობაზეა, არიან სხვა ჩახდილ-დროა-ჭჭ-ს დარი რეიტინგისანი: დავითაია, მალაშხია, ბოკერია, 'ტრიბუნა, ნათელაშვილი, ბურჯანაძე, ჩარკვიანი, '... კიდევ ბევრია ... მათაც მოაწერინინ ხელი და ზურაბიშვილის პრეზიდენტობის შანსი გაიზრდება :))
4 თვის უკან