პარტიის თავმჯდომარის ცვლილების შედეგ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ საარჩევნოდ პარტიულ სიაში ადგილების გაყიდვა დაიწყო. მომლაპარაკებელი ლევან ხაბეიშვილია. ის უკვე ესაუბრა კახა ოქრიაშვილს, რამაზ ნიკოლეიშვილს, ცეზარ ჩოჩელსა და ზაზა ოქუაშვილს, რომლებიც სიაში ჩასმის სანაცვლოდ, 2-2 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდიან. ხაბეიშვილი ირწმუნება, რომ დამატებით ორ მილიონს კიდევ მოიზიდავს სიაში ჩასმული არაპარტიული დეპუტატებისგან. „ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“, სქემის მიხედვით, ჯამში მიიღებს 10 მილიონ დოლარს, რაც, მათი თქმით, საკმარისი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად.
ინფორმაციას არ ადასტურებს კახა ოქრიაშვილი, რომლის განცხადებით, „აუხდენელი ოცნების“ პროპაგანდამ გაავრცელა დეზინფორმაცია. მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როცა „ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარმადგინა, 2 მილიონი პარტიას გადაუხადა, თუ პირადად ბიძინა ივანიშვილს?
„დღეს იხილება საქართველოს საკითხი ევროკავშირში. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ჩემი დეპუტატობის საკითხი და ჭორი ორ მილიონზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და ზოგადად, ბედი?! რა დროს ესაა - ევროპა დაგვაკარგვინეთ! მიმაჩნია, რომ ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით, პირველ რიგში, ეკონომიკის აღმშენებლობის საქმეში, შემიძლია კიდევ მრავალი წელი მოვუტანო სარგებელი ჩვენს ქვეყანას, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. თუმცა, არ მაქვს გადაწყვეტილი, მივიღებ თუ არა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და თუ მივიღებ, რომელ პარტიასთან ვითანამშრომლებ“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
როგორი იქნება „ნაციონალური მოძარაობის“ საარჩევნო სია უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ გამსვლელ სიაში ვერ მოხვდებიან პარტიის ის წევრები, რომლებიც წარმოდგენილი არიან პარლამენტში და მათ შორის არის დეპუტატი ანა წითლიძე, რომლის სიაში შეყვანის კატეგორიული წინააღმდეგია პარტიის მთავარი დამფინანსებელი, ოლიგარქი დავით კეზერაშვილი.
„სტარეტგია აღამაშენებელის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ პარტიას ექნება პრეზენტაცია და ყველაფერი იქ გახდება ცნობილი. მანჯგალაძეს მიაჩნია, რომ მანამდე არ არის სწორი დეტალების გახმოვანება, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, მანჯგალაძე სიის გარეშე რჩება.
„ჩემი მეგობარია რამაზ ნიკოლაიშვილი, ასევე, კარგად ვიცნობ ოქრიაშვილს. ვერ გეტყვით მოლაპარაკებები მიდის თუ არა, მათ დაუკავშირდით. არ მაქვს ინფორმაცია. დანარჩენი, რაც თქვით, არის პროპაგანდა და სიცრუე. იცით, რომ საჭირო დროს ხდება წარდგინება დიდი ერთობის. იქნება პრეზენტაცია და ყველაფერს გეტყვით. მანამდე არ არის სწორი ჩემგან დეტალების გახმოვანება“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
მმართველ გუნდის წევრი, დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ კეზერაშვილი, სავარაუდოდ, სხვა პლატფორმაზე გადავიდა ან სხვა ორგანიზაციებს დაუწყებს დაფინანსებას.
„რომ გითხრათ, ამათ რაღაც ახალი მიდგომა აქვთ-თქო, მოგატყუებთ. ყოველთვის ასე აკეთებდნენ. უბრალოდ, ბოლოს სპონსორი გამოუჩნდათ დავით კეზერაშვილის სახით და ეტყობა, „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად ურეიტინგო გახდა, იმდენად წაგებული და „ლუზერების“ პროექტია, გიორგი ვაშაძე რომ მივიდოდა იქ, რა იქნებოდა თორემ, ხაბეიშვილი კიდევ იმორჩილებდა ბუნების ძალებს და ამის შემდეგ, ბუნებრივია, მათ ფინანსური დაფინანსების პრობლემა შეექმნათ, ისევე როგორც საზოგადოებრივი მხარდაჭერის. ნახეთ რეიტინგები როგორ წამოვიდა დაბლა, შეიძლება ბარიერის გადალახვის პრობლემა შეექმნათ.
იქ 5 თუ 10 კაცი, რისი რესურსიც ჰყავთ, რომ გაიყვანონ, არ გამიკვირდება და ამ ბიზნესმენებს შესთავაზონ დაფინანსება. როგორც ჩანს, „კეზერა“ სხვა პლატფორმაზე გადავიდა ან სხვა ორგანიზაციებს დაუწყებს დაფინანსებას, სავარაუდოდ, და ბელადის, ფინანსების და „ხაბეს“ გარეშე დარჩენილმა „ნაციონალურმა მოძრობამ“ ბოკუჩავას იმედად რა უნდა ქნას - ვერ უშველით. როცა ხალხის მხარდაჭერა არა აქვთ, ის ბიზნესმენი გინდა გაიყვანონ და გინდა არა. აფინანსონ და იყვნენ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, გაუგებარია ეს ერთიანი სია უძირო კასრია თუ გასაბერი ბუშტი, რომ შეგიძლია რამდენი გვარ-სახელიც გინდა, იმდენი ჩაყარო?! როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, სიაში ყველას ისეთ ნომრად უნდა მოხვედრა, რომ პარლამენტში შესვლის თეორიული შანსი მაინც ჰქონდეს, თანაც იმ ფონზე, რომ არჩევნების მოგების შანსი ოპოზიციას არ აქვს.
„ე.წ. „ერთიან სიაზე“ ოპოზიციის ლაყაფი არ წყდება და ერთი ძალიან მიწიერი კითხვა მაქვს: ეს ერთიანი სია უძირო კასრია, თუ გასაბერი ბუშტი, რომ შეგიძლია რამდენი გვარ-სახელიც გინდა, იმდენი ჩაყარო? (შეგახსენებთ ლიმიტი 200 არის) ხომ ყველას ესმის, რომ ერთიან სიაში ყველას ისეთ ნომრად უნდა მოხვედრა, რომ თეორიული შანსი მაინც ჰქონდეს პარლამენტში შესვლის. გამოდის, ძველებმა ახლად მიღებულების გამო უნდა ჩაიჩოჩონ უკან, ან საერთოდ ვერ მოხვდნენ სიაში. გგონიათ, ვინმე „გაგებით მოეკიდება“ სიტუაციას? მით უმეტეს, როცა არჩევნების მოგების შანსი ოპოზიციისთვის არ ჩანს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ძებნილმა ავაზაკმა დავით კეზერაშვილმა პოლიტიკური „ბარახლოვკა“ გახსნილად გამოაცხადა და „ნაცებთან“ აფილირებულმა „ცეხავიკებმა“ საარჩევნო სიაში ადგილების დაკავება დაიწყეს.
„ძებნილმა ავაზაკმა დავით კეზერაშვილმა პოლიტიკური „ბარახლოვკა“ გახსნილად გამოაცხადა - „ნაცებთან“ აფილირებულმა „ცეხავიკებმა“ საარჩევნო სიაში ადგილების დაკავება დაიწყეს. არითმეტიკაშიც ჩამორჩენილი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც, დიდი ალბათობით, ფურცელზე დაწერილი თანხებითა და ტექსტებით მართავს ქორვაჭრობას ნაცსექტის მილიონერ პერსონაჟებთან. შორს არაა ის დრო, როცა ურეიტინგო, უპრინციპო, კეზერაშვილისთვის უფულო მჩხავანები სიის მიღმა აღმოჩნდებიან და საჯარო ხავილს დაიწყებენ“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.