დღეს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სამიტი საქართველოს საკითხზე იმსჯელებს

დღეს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სამიტი საქართველოს საკითხზე იმსჯელებს

დღეს, 24 ივნისს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სამიტი გაიმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი საქართველოს საკითხი იქნება. ამის ფონზე, აქტიურად განიხილება, თუ რა თემებზე იმსჯელებენ საქართველოსთან დაკავშირებით და რამდენად არის მოსალოდნელი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე შესაძლებლობა დადგეს - განიხილონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შეჩერების საკითხიც კი. სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი ხდება, რომ მსჯელობა მიდის ევროკავშირის დახმარებისა და უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე, პასუხისმგებელ პირებზე პერსონალურ სანქციებზე და დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების დაწესებაზე.

საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ამ შეხვედრაზე გამოჩნდება თუ რა ტენდენციები არსებობს ვროკავშირში, რამაც საქართველოსთან მიმართებაში რეალიზება შესაძლო ოქტომბრის თვეში დაიწყოს. მისი თქმით, მსჯელობა შეიძლება შეეხოს უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერების შესაძლებლობასა და კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევას.

ამ სამიტზე ვნახავთ, თუ რა ტენდენციაა ევროკავშირში და ამ ტენდენციის რეალიზებას ვნახავთ ოქტომბერში, ან არჩევნების წინ ან მის შემდეგ. აქ გამოჩნდება სურათი, კობახიძე მართალია თუ არა. მგონია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს რეკომენდაცია იქნება ძალიან არასასურველი საქართველოსთვის, რომ ქვეყანა ამოვარდინილია რეალობიდან და ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას ეწინააღმდეგება.

ასევე, შეიძლება გადაიხედოს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა. შეიძლება იყოს ჩამონათვალი, სადაც შევა ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერება, შესაძლოა, ეს იყოს პიროვნული სანქციები (ალბათ, გვარები არ იქნება გამოქვეყნებული). ყველაზე უარესი რამ, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გადახედვა - ამ ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა იყოს, მაგრამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რადგან მათ არ აქვთ გადაწყვეტილების მიღების უფლება, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება დეკემბრისთვის მოლაპარაკებების შესაძლო გახსნას საქართვლო ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პაატა ზაქარეიშვილი ამ შესაძლებლობას გამორიცხავს, სულ მცირე ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში.

ეს გამორიცხულია. ყველაფერი მიმართული იქნება არჩევნების შედეგებზე. რომ არ იყოს გაყალბება და მოხდეს ქართული საზოგადოების ინტერესების რეალიზაცია. მათ შეიძლება თქვან, რომ დაველოდოთ კიდევ ერთი წელი. ვიდრე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ შემოღებული კანონი ძალაში იქნება, არავითარი განვითარება და შემდეგი ნაბიჯები არ იქნება - მივიღებთ რეგრესს.

სანქციები იქნება, ვიდრე ჩვენი იმედი აქვთ, როგორც კი ჩვენს მიმართ იმედი გაქრება და აღმოჩნდება, რომ ჩვენ ვართ ბელრუსი და ყირგიზეთი, ევროკავშირი გვეტყვის - კარგად იყავით, ეს თქვენი არჩევანია. დააკვირდებიან არჩევნებს, როგორ გამოვლინდება ქართველი ხალხის ნება. თუ აღმოჩნდება, რომ ქართველი ხალხის დიდი ნაწილი რუსეთზე არის ორიენტირებული, ევროკავშირი ჩვენგან დისტანცირდება. ვიდრე ქართული ოცნება ხელისუფლებაში იქნება, საქართველოს ევროპაში მოგზაურობის ისტორია დასრულდება. თუ აღმოჩნდება, რომ ქართულ ოცნებას საქართველო ვერ მიყავს რუსეთისკენ და ქართველ ხალხს ევროპა სურს, მაშინ საქართველოს ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ევროკავშირისგან რადიკალური ნაბიჯების გადადგას არ ელოდება, რადგან ის ეცდება არც მწვადი დაწვას და არც შამფური.

დღეს მსოფლიო პოლიტიკაში პროგნოზების გაკეთება თითქმის შეუძლებელია. ევროპის სიმკაცრე საქართველოს მიმართ, ლოგიკურად, ცოტა გაუგებარია. ჩინეთთან ურთიერთობა, რაზეც ამერიკა ძირითადად გვსაყვედურობს, ევროპის ინტერესშიცაა, რადგან ის ტვირთი, რამაც საქართველოში უნდა გაიაროს, ევროპაში უნდა შევიდეს. ვფიქრობ, ევროპა ეცდება, არც მწვადი დაწვას და არც შამფური - ამერიკის სასარგებლო სიმკაცრე გამოიჩინოს, ხოლო საქართველოსთან მიმართებით დაიტოვოს გზა და არ დაწვას ხიდები. ამიტომ, რადიკალურ ვარიანტებს ამ სამიტზე ევროპული მხარიდან არ ველოდები - მგონია, რომ უფრო მეტად იქნება დეკლარაციული ტიპის განცხადებები, რომლებსაც ფართო მასშტაბის შედეგები ქვეყნებს შორის ურთიერთობაში არ ექნება, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ჩაივლის მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.

დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების გაყალბება არ იქნება, იმდენად არ აწყობს ხელისუფლებას დღეს რაიმე ხინჯი საარჩევნო პროცესში, თანაც დიდი უპირატესობა აქვს ოცნებას გამოკვლევების მიხედვით - მას არ სჭირდება გაყალბება, მაგრამ ამ დროს შეიძლება ყვირილი მაინც ატყდეს, რომ გაყალბდა, რაც დასავლეთს მისცემს საშუალებას, რაღაც პოლიტიკა გაატარო საქართველოს მიმართ, თუმცა დეკემბრისთვის იქნება ასეთი კლიმატი, რომ გამკაცრდეს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში? - დასძინა რამას საყვარელიძემ.

 

 

მერაბ.g შეუძლიათ ევროკავშირი ბერლინის კედლით შემოსაზღვრონ; ჩვენ არ შეგვიშვან, აფრიკული მიგრაცია დატოვონ უკონტროლოდ ... თუ დღეს საფრანგეთში 10 ბავშვიდან 7 ფერადკანიანი იბადება, 15 წელიწადში საფრანგეთში ძირითადი მასა არაბულად ილაპარაკებს, გერმანიაში თურქულად, ინგლისში ინდურად ... ღმერთი მათ არა სწამთ და ზნეობა არა აქვთ ... დაქორწინდნენ ქალი ქალძე, კაცი კაცზე და რაც არაბებმა მე-8 საუკუნეში და თურქებმა მე-17 საუკუნეში ვერ მოახერხეს, მოხდება უომრად - ევროპაში მორწმუნეთა უდიდესი ნაწილი მუსულმანი იქნება, ოჯახები კი უშვილი, ან ერთშვილიანი
4 თვის უკან
Gami შესაშური "ოპტიმისტია" ეს ენა-ტვინ დაბლუებული ზაქარეიშვილი. რამე რომ იყოს, ივანიშვილი მეორედ არ დანიშნავს მინისტრად?
4 თვის უკან
ლევკოთეა როცა ივანიშვილი მინისტრად მიშნავდა, მაშინ რატომ ვერ აზროვნებდა ,,ანალიტიკოსი" ზაქარეიშვლი ობიექტურად, რომ არ ეკუთვნოდა ასე მაღალი თანამდებობა?
4 თვის უკან