„რა საოცარია“ - უეფამ მამარდაშვილი გამოარჩია, საქართველოს ნაკრებმა კი ევროპაზე პირველი ქულა მოიპოვა

„რა საოცარია“ - უეფამ მამარდაშვილი გამოარჩია, საქართველოს ნაკრებმა კი ევროპაზე პირველი ქულა მოიპოვა

პირველი ქულა და ისტორიის ახალი ფურცელი მაინც ჩაიწერა საქართველოსთვის ევრო 2024-ში. ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაშ პირველი ქულა აიღო და ჩეხეთის ნაკრებთან ფრედ 1:1 ითამაშა. პირველი ტაიმის დამატებით წუთზე პენალტი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე ამ დროისთვის ევროპის ჩემპიონატზე ორი გატანილი გოლით ბომბარდირთა სიას შეუერთდა. სამწუხაროდ, მეორე ტაიმი ჩეხების უპირატესობით წარიმართა, მათმა აქტიურობამ შედეგი გამოიღო და ჩეხებმა ანგარიში გაათანაბრეს. ვილი სანიოლის გუნდს შეეძლო ისტორიული გამარჯვების მოპოვება, როდესაც მატჩის მიწურულს საბა ლობჟანიძე მეკარესთან პირსპირ გავიდა, თუმცა მისი დარტყმული კარს ასცდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს გოლკიპერის, გიორგი მამარდაშვილის თამაში. ჩვენი ნაკრების მცველმა არაერთი რთულად მოსაგერიებელი ბურთი განსაკუთრებული თავგანწირვით აიღო. რა თქმა უნდა, გიორგი მამარდაშვილის ასეთი უნაკლო თამაში უეფას არ გამორჩენია, ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და სპეციალური პოსტიც კი მიუძღვნა - „რა საოცარია“.

მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს ერ კიდვ აქვს შანსი, რომ ტურნირზე გამოსვლის შანსი დაიტოვოს. ამ მონაცემებით ჩვენც და ჩეხებსაც ერთნაირი ქულები გვაქვს, ყველაფერი კი პორტუგალიასთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე, თამაშის მთავარმა გმირმა, გიორგი მამარდაშვილმა აღნიშნა, რომ ბრძოლა გრძელდება.

რთული თამაში გამოვიდა. სასიამოვნო ერთი ქულა ავიღეთ ბრძოლაში და თავგანწირვაში. ბოლოს მოგებაც შეგვეძლო. ამ მომენტზე გული მწყდება, მაგრამ ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. შემდეგი თამაში პორტუგალიასთან გვაქვს, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია. თუმცა, ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშეთ, ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ. ვფიქრობ, ამ ორ თამაშში გამოჩნდა ის ქართული სულისკვეთება, რაც თითოეულ ჩვენთაგანს აქვს. პირველ რიგში ხალხს, რომელიც სტადიონზე მოვიდა, დაგვეხმარა იმაში, რომ ის ქართული სულისკვეთება გამოგვემჟღავნებინა. მადლობა მათ, რომ ამხელა გზაზე ჩამოვიდნენ, მხარი დაგვიჭირეს და მართლა საოცარი ატმოსფერო შექმნეს ორივე თამაშზე. ისინი რომ არა, ჩვენ ასთ დონეზე ვერ ვითამაშებდით.

ქართველმა გოლკიპერმა, საბა ლობჟანიძის ბოლო მომენტზეც გააკეთა კომენტარი.

“ყველაზე მეტად, ალბათ, მას უნდოდა, რომ გოლი გაეტანა, მაგრამ არ გამოუვიდა. უნდა გააგრძელოს ვარჯიში, ძალიან მაგარი ფეხბურთელია და მომავალში გაიტანს, თავი არ უნდა დახაროს და მისთვის საამაყო მომენტია, რადგან პირველი ქულა მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატზე. სიმართლე გითხრათ, არ მინახავს ლობჟანიძის მომენტი, ჩეხი მეკარე სწორად იდგა, საბამ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, მოედანზე ამის შესრულება რთულია, ნაკლები დრო გაქვს, ვიდრე ჩანს ტრიბუნიდან. უბრალოდ, ტექნიკურად არ გამოუვიდა შესრულება, თორემ, ჩემი აზრით, ყველაფერს კარგად აკეთებდა. იმ მომენტში, შემექმნა განცდა, რომ შეგვეძლო ჯგუფიდან გასვლა, სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, მაგრამ შანსი კიდევ გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა მამარდაშვილმა.

ნაკრების ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი მატჩის შედეგით უკმაყოფილოა და დასძენს: „ვერ მოვიგეთ და დაგეგმილი სამი ქულა რომ ვერ ავიღეთ. გვქონდა ძალიან კარგი მომენტები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ვფიქრობ, უიღბლობა აქაც ჩანდა ცოტა. ის დავალებები, რაც გვქონდა, ყველაფერი შესრულდა. მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ჩვენი სახე დავანახოთ პორტუგალიასთან თამაშშიც“, - აღნიშნა ანზორ მექვაბიშვილმა.

ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, ვიდრე 1%-იც არის შანსი, ნაკრები ამ შანს გამოიყენებს და ბოლომდე იბრძოლებენ.

„სანამ 1% არის შანსი, ყველასთან გავალთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე. გასახდელში საბას ველაპარაკე, გავამხნევეთ. ისეთი არაფერი არ მომხდარა, რაც აქამდე სხვა დიდ ფეხბურთელებს არ მოსვლიათ. დარწმუნებული ვარ, მომდევნო მატჩებში ყველაფერს გამოასწორებს”, - განაცხადა ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელია მატჩის შემდეგ.

ზურიკო დავითაშვილი კი გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის. „პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. ვისურვებდი, რომ მომდევნო მატჩში ყველას უფრო გახარებულს დაგვეტოვებინოს სტადიონი.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ გასახდელში ფეხბურთელები პირველი 15 წუთი გულდაწყვეტილები იყვნენ, რადგან ვერ მოიგეს.

პირველი 15 წუთი ფეხბურთელები გასახდელში გულდაწყვეტილები და გაბრაზებულები იყვნენ, თამაში რომ ვერ მოიგეს, შემდეგ კი გაანალიზეს, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი ქულა მოუტანეს. სანამ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით, რომ ეთქვათ ქულას აიღებო, გულდაწყვეტილები არ ვიქნებოდით, მაგრამ ახლა სხვა მოცემულობაა. ჩეხეთს ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ფანტასტიკური მეკარე გვყავს. გიორგი მამარდაშვილი მართლაც გამორჩეული იყო. ამ ტურნირზე ჩვენი მთავარი მიზანი გამოცდილების მიღებაა. ის მატჩი, რაც დღეს ვნახეთ, იყო უმაღლესი დონე, რადგან 90 წუთი ერთ დონეზე, ერთ ტემპში მიდიოდა თამაში. 

არ მინდა ვთქვა, რომ პატარა დიდის წინააღმდეგ ითამაშებს, თუმცა ეს პორტუგალიაა და ყველაფერი ნათქვამია. გამარჯვება ურთულესი იქნება. ახლა მთავარია ძალები აღვიდგინოთ და ჯგუფის ბოლო მატჩისთვის საუკეთესოდ მოვემზადოთ. დასრულებული არაფერია. სანამ შანსი ბოლომდე არსებობს, უნდა გამოიყენო. შემადგენლობის გადახალისებას არ ვგეგმავ, რადგან პორტუგალიასთან მიზანი გამარჯვება იქნება

მე არ მჩვევია ფეხბურთელებზე ინდივიდუალურად საუბარი, ამიტომ არ ვილაპარაკებ დღეს ხვიჩას თამაშზე, ეს შეიძლება მერე, როცა ყველაფერს გავაანალიზებთ. კიტეიშვილის მდგომარეობას რაც შეეხება, კიდევ ერთი დღე უნდა დაველოდოთ და იმედი გვაქვს, რომ დაგვიბრუნდება. საბა კვერკველიამ საქართველოში ინფექციის გამო 10 დღე გაატარა საავადმყოფოში, როცა ის ავსტრიაში შემოგვიერთდა, არ იყო სრულ მზადყოფნაში. როდესაც შევცვალეთ, დაღლილი იყო, გველესიანმა კი, ძალიან კარგად შეცვალა“, - აღნიშნა სანიოლმა.

„ჯვაროსანთა“ თავკაცმა საბა ლობჟანიძის ბოლო მომენტზეც გააკეთა კომენტარი. „ასეთ მომენტში, ფეხბურთელს ბევრი რამ შეიძლება უთხრა და თვითონ ფეხბურთელსაც სჭირდება მხარდაჭერა. 3 წელზე მეტია საქართველოში ვარ და ერთმანეთს ვეხმარებით. ეს ადამიანური გამოცდილება იყო, მივედი მასთან იმიტომ, რომ წარმოვიდგინე, რას გრძნობდა. ამ შემთხვევაში, რთულია რამის თქმა, მაგრამ თუ დარტყმას არ ცდი, ვერც გოლს გაიტან და ვერც კარს ააცილებ. მატჩის შემდეგ შერეული გრძნობები გაგვიჩნდა, მომენტის გამო თავიდან იმედგაცრუებული ვიყავით, მაგრამ ასევე ვიაზრებთ, რომ პირველი ქულა მოვიპოვეთ. 3.5 წელი ვიმუშავეთ აქამდე მოსასვლელად და ჩვენთვის ეს ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ მოპოვებული ქულა“.

ჩეხეთის მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ქართველების კარგ თამაშზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებმა კონტრშეტევების დროს შეაშინა.

დიახ, ბოლო წამებზე გადავარჩით, მაგრამ ჯერ არ გვინდა სახლში წასვლა და თურქეთთან ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს იმ თამაშისთვის, რაც აჩვენეს. საქართველოს ნაკრების კონტრშეტევები ნამდვილად ძალიან სახიფათო იყო და ცოტა შეგვაშინეს. თუმცა, ჩვენ კარისკენ 26-ჯერ დავარტყით და ვერ გამოვიყენეთ მომენტები, ეს ფეხბურთია. კიდევ ოთხი დღე გვაქვს მოსამზადებლად. მინდა, გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან საოცარი ატმოსფერო იყო, რაც ყოველდღე არ ხდება. კვარაცხელია იყო ყველაზე სახიფათო მოთამაშე, რომელიც ბურთის მიღებისთანავე შეტევაში მოდიოდა, ამიტომ მის წინააღმდეგ განსაკუთრებული ყურადღება გვქონდა, ჩვენმა მცველებმა ძალიან კარგად ითამაშეს და შევძელით მათი შეტევების განეიტრალება, თუმცა ძალიან ბევრი ყვითელი ბარათი მივიღეთ და ამაზე მუშაობა მოგვიწევს. მინდა, ჩეხების გარდა, ქართველ გულშემატკივარსაც მადლობა გადავუხადო, რადგან სოაცარი ატმოსფერო შეიქმნა და ასეთ გარემოში თამაში დიდებულია, ამიტომაც გვინდა, რომ ამ ჩემპიონატზე, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩეთ“, - აღნიშნა ჩეხების მწვრთნელმა.

ისევე, როგორც თურქეთთან მატჩისას, ჩეხებთანაც საქართველოს ნაკრებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სტადიონიდან გულშემატკივრობდა. მატჩის დასრულების შემდეგ, პრემიერმა ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე ერთი ქულის მოპოვება მიულოცა.

„ჯერ იყო ევროპაზე პირველი გასვლა, შემდეგ ევროპაზე პირველი გოლი, დღეს ევროპაზე პირველი ქულა, 26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია!!! 26 ჩვენი დღეა!!! მადლობა ბიჭებს!!! - დაწერა პრემიერმა.

საქართველო-ჩეხეთის მატჩს, თბილისის მერი კახა კალაძე ეროვნულ სოციალურ ქსელში ეხმიანება. „საქართველო, არ გაჩერდე!“ - წერს იგი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ეროვნული გუნდის ჩეხეთთან თამაშს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ისტორიული პირველი ქულა ევრო სარბიელზე! დღეს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ევრო 2024-ის ფარგლებში, ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებთან ფრე, ანგარიშით 1:1 ითამაშა! ჰამბურგის ვოლკსპარკშტადიონზე ჩვენმა ბიჭებმა ღირსეულად, ბრძოლის ჟინითა და შემართებით ითამაშეს! მადლობა ბიჭებო, ამ თავდადებისთვის!
მადლობა დღევანდელი დღისთვის! წინ გამარჯვებისაკენ! #მევარსაქართველო“, - წერს გიორგი ამილახვარი.

საქართველოს ერთი ქულის მოპოვებას უმრავლესობის წევრებიც ულოცავენ.

პირველი ქულა ევროპაზე! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„პირველი ქულა ევროპაზე! კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის! მადლობა ქართველ გულშემატკივრებს ასეთი ქომაგობისთვის!“, - წერს მამუკა მდინარაძე.

საქარათველო - ჩეხეთი 1:1, პირველი ქულა ევროპის ჩემპიონატზე! მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ იღბალმა გვიმტყუნა ცოტათი! ისიც უნდა ითქვას, რომ თუ არა მამარდაშვილის საოცარი თამაში, სხვა ანგარიში დაფიქსირდებოდა ტაბლოზე! მადლობა ბიჭებს შეუპოვარი თამაშისთვის, მადლობა გულშემატკივრებს გამორჩეული მხარდაჭერისთვის! ყველაფერი წინაა! წინ საქართველო!“, - წერს სოციალურ ქსელში დავით მათიკაშვილი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა, ცნობილმა კომენტატორმა დიმა ობოლაძემ. როგორც მან საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“ აღნიშნა, გიორგი მამარდაშვილი ევროპის საუკეთესო მეკარეა. „ევროპის საუკეთესო მეკარე არის ქართველი - ამას პირდაპირ ვამბობ. გულდაწყვეტილი ვარ, უნდა მოგვეგო, თუმცა ჩვენი სიტყვა ნათქვამი გვაქვს. პირველი გოლიც გავიტანეთ და ერთი ქულაც ავიღეთ. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ვართ, ვთამაშობთ და ჩვენზე ბევრი ხალხი ლაპარაკობს. ბევრი გულშემატკივარი გვყავს, რაც ძალიან მიხარია. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, უნდა მოგვეგო“, - აღნიშნა დიმიტრი ობოლაძემ.

გულდაწვეტილებმა დატოვა სტადიონი ქართველმა გულშემატკივარმა, თუმცა ისინიც ქართველი ფეხბურთელების შესანიშნავ თამაშს ერთხმად აღიარებენ: „ეს არის ისტორიული ქულა. ეს პირველი ქულა საქართველოს ისტორიაშ ჩაიწერება. ჩვენ შეგვეძლო დღეს მოგება, მაგრამ ფაქტია, რომ ნდა ვიყოთ კმაყოფილები, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი დადეს ბიჭებმა. გუნდმა გააკეთა ველაფერი, რაც შეეძლო. ეს არის ფეხბურთი და რთულია ვინმე დაადანაშაულო. ფაქტია, რომ ჩვენმა ნაკრებმა იბრძოლა ბოლო წუთამდე. მადლიერები უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ასეთი ნაკრები გვყავს“, - აღნიშნა „ქრონიკასთან“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

მერაბ.g გამოდიან მეცოცხეები და ბუდუ, ბუდუო! ტრენერი არის სანიოლი, ის გეგმავს თამაშს და ის აყენებს სასტავს! გამოიყვანეს ვიღაც ტოტალიზატორშიკი და ყომარბაზი გუგულა შარვლიდან ამოხტა ტიპი, ხალხს უნდა ბუდუო! გაგონილა? ბუდუ კი არა მსოფლიო დონიდ ვარსკვლავები არ დაუყენებიათ ტრენერებს (მარტო კანტონა და ჟინოლა?) რაც გუნდს სჭირდებოდა ლუქსემბურგთან და ბერძნებთან სხვა იყო და სხვაა აქ, სადაც ბურთის დამჭერი, სწრაფად გამომტანი ფეხბურთელებია საჭირო! ყველა მეცოცხე როგორ ფეფბურთის ექსპერტი გახდით! ი გრიგოლიაც სანიოლს რომ ასწავლის? :))
4 თვის უკან