„როგორც კი ხელისუფლებაში ბაიდენი მოვიდა, დეგნანმა თმები გაიშალა და გამოაცხადა, პრაიდს სათავეში ჩავუდგებიო... როცა საქართველოს ომში ჩართვაზე უარი მიიღო, სრულიად აიწყვიტა“

„როგორც კი ხელისუფლებაში ბაიდენი მოვიდა, დეგნანმა თმები გაიშალა და გამოაცხადა, პრაიდს სათავეში ჩავუდგებიო... როცა საქართველოს ომში ჩართვაზე უარი მიიღო, სრულიად აიწყვიტა“

პრემიერ ირაკლი კობახიძის შეთავაზება პოლიტიკის გადატვირთვასთან დაკავშირებით გაკეთებულია. ის ახლა ინიციატივას და პასუხს ამერიკისგან და ევროკავშირისგან ელის. არის თუ არა რეალობასთან ახლოს, ბოლო დროს, დასავლეთთან არსებული მძიმე ურთიერთობის დალაგება? მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ბურთი ახლა საქართველოს მოედანზე არ არის. ამერიკა თუკი საქართველოს მიმართ ვასალურ პოლიტიკას შეცვლის, სიტუაცი ბევრად გაუმჯობესდება. თუმცა, მას ამის მოლოდნი ბაიდენის ადმინისტრაციისგან ნაკლებად აქვს.

პრემიერი ირაკლი კობახიძე ამერიკას და ევროპას გადატვირთვის პოლიტიკას სთავაზობს, როგორ ფიქრობთ, არის ამის რესურსი დარჩენილი?

- რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით საქართველომ მცდელობა არაფრისდიდებით არ უნდა შეწყვიტოს. ნამდვილად ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ სიტუაციის გამოსწორება შევძლოთ. თუმცა, რეალურად რომ ვთქვათ, ბურთი ჩვენს მოედანზე არ არის. ჩვენი მხრიდან ინიციატივა აუცილებელია და ამის დეფიციტი ნამდვილად არ არსებობს. ჩვენ ყველანაირად მზად ვართ რეალური თანამშრომლობისთვის, ოღონდ ეს უნდა იყოს ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობა.

რა ურთიერთობაში იმყოფება ახლა საქრათველო და ამერიკა? არის ეს მეგობრების და პარტნიორების კავშირი?

- ჩვენი პარტნიორები, როგორც ვხედავთ, პირდაპირი გვიმტკიცებენ, რომ საქართველოს სტარტეგიული პარტნიორები არ არიან და ყოველდღიურად ცდილობენ ეს დაგვანახონ. ჩვენ ვცდილობთ, რომ როგორმე მეგობრობა აღვადგინოთ, იქიდან კი პასუხად სანქციები, მუქარა, ყურის აწევის პოლიტიკა მოდის. დიდი ფეოდალის და ბატონის პოზიციიდან გვესაუბრებიან. საქართველო მხოლოდ ვასალი უნდა იყოს. ყოველდღიურად ამ დირექტივას ვისმენთ. დაჭირდება ამერიკას თუ არა, მაშინ სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ და ამას სტრატეგიული მეგობრობით ხსნიან. რეალობაში კი, საქართველოს არაფერი შეუძლია გააკეთოს, რაც მთელ მსოფლიოს შეუძლია. კანონს იღებს მთელი ევროპა, თავად ამერიკელებსაც აქვთ, მაგრამ საქართველოს ამის გამო სანქციებს უწესებენ.

ჩვენ ვნახეთ ამერიკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ვიზების გაცემის მხრივ და სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეებზე ხშირად რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებს აძლევენ ვიზებს. რას ნიშნავს ეს ტენდენცია?

- სამწუხარო ისაა, რომ ავღანეთის მოქალაქეების უფრო ენდობიან და ვიზებს აძლევენ, ვიდრე პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეებს. შესაბამისად, მთელი ქვეყანა ვიზის გარეშე ჰყავთ დატოვებული. არ ვიცი რა მიდგომაა ეს ქართველების მიმართ. ეს არის, ისევ გავიმეორებ, ვასალთან დამოკიდებულება, ეს არ არის პარტნიორი ქვეყნის ქმედებები. წარმოიდგინეთ, მთელი მსოფლიო ცდილობს რაიმე ფორმით ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები დაამყაროს. ევროპას ერთი სული აქვს შუა დერეფანი ამუშავდეს და ამხელა ტვირთების გადაზიდვა მოხდეს, რაც სერიოზულ ინტერესებს წარმოადგენს ევროპისთვის. საქართველოს კი, თურმე ეს არ შეუძლია. მას აკრძალული აქვს, რომ ევროპასთან დამაკავშირებელი ჰაბი იყოს. ანაკლიის პორტი არ უნდა ავაშენოთ, ჩინური ტვირთები არ უნდა შემოვიტანოთ, თორემ ამაზე ამერიკელები თითს დაგვიქნევენ.

ამერიკის ახალმა ელჩმა კვლავ დახამრებაზე ისაუბრა და ისევ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკამ საქართველოს დიდი დახმარება გამოუყო. რა თანხებზეა საუბარი, რას მოხმარდა ეს ფული?

- საუბარია 30 წლის განმავლობაში მოცემულ 6 მილიარდ დახმარებაზე. ამ დახმარების უმრავლესობა კი მათსავე „ენჯეოებზე“ დაიხარჯა. ეკლესიასთან ბრძოლაზე და მილიონი გადატრიალების მოწყობის მცდელობაზეა ეს ფული დახარჯული. რა დასაყვედრებელია თუნდაც ეს 6 მილიარდი, როცა ჩვენზე პატარა ქვეყნებმა 100 მილიარდზე მეტი დახმარება მიიღეს ამერიკისგან, დაწყებული ისრაელით, ტაივანით და სხვა ევროპული ქვეყნებით დამთავრებული. ჩვენ რომ ვიღებთ 30 წელში 6 მილიარდს, ეს ქვეყნები ამხელა თანხებს წელიწადში იღებენ. თუმცა, ამ ყველაფერს მათ არავინ აყვედრის.

თქვენ ფიქრობთ, რომ ამერიკისთვის მნიშვნელობა აქვს ვინ არის საქართველოს ხელისუფლების სათავეში? მას პრობლემა აქვს „ოცნებასთან“ და სხვა რეალური დაპირისპირება არ არსებობს?

- თუ ქვეყნის ხელისუფლებაში ამერიკის აგენტურაა, მათ მიერ დასმული რეზიდენტები, რომლებიც ქვეყანას მართავენ, მაშინ ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება თვალი დახუჭონ. მაგალითად, მოლდოვას რომ უნდა ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა, ამაზე თვალს ხუჭავენ. იმაზე, რომ მოლდოვაში და უკრაინაში კორუფცია ყვავის, არაფერს ამბობენ. რატომ? იმიტომ, რომ იქ მათი მარიონეტული ხელისუფლებები არიან. შესაბამისად, როდესაც მოლდოვა ესენგეშია და თან ევროკავშირთან დიალოგი უნდა გაწევრიანებაზე, არაფერი პრობლემა არა აქვთ. იქ მათი აგენტურაა და ამერიკას ხომ პრობლემას არ შეუქმნიან და რატომ უნდა უთხრან რამე?! აღმოჩნდა, რომ საქართველოში ამერიკული აგენტებით არ არის ხელისუფლება დაკომპლექტებული და შესაბამისად, საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერს ბლოკავენ.

პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში მუშაობდნენ კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი. იქიდან მოყოლებული შეიქმნა პრობლემები, სირთულეები. თქვენ როგორ აფასებთ ამ ელჩების მოღვაწეობას?

- შეგახსენებთ, რომ ამერიკის წინა ელჩი, კელი დეგნანი, დონალდ ტრამპის დანიშნული იყო. ეს ქალბატონი, მანამ, სანამ ტრამპი ხელისუფლებაში იყო, ძალიან მოზომილად და დაბალანსებულად იქცეოდა. პირიქით, მას ოპოზიცია ადანაშაულებდა ხელისუფლების მხარდაჭერაში და მათ იგნორში. გვახსოვს გვარამია და მელია მის წინააღმდეგ რა განცახდებებს აკეთებდნენ. ელჩის საქმიანობა ჩვეულებრივად ორი ქვეყნის მეგბრობაზე იყო დაფუძნებული და სხვა რაიმე ზედმეტი განცხადება თუ ქმედებები მისი მხრიდან არ ყოფილა. როგორც კი ბაიდენი ხელისუფლებაში მოვიდა, ამ ქალბატონმა თმები გაიშალა და გამოაცხადა, რომ საქართველოში გეი პრაიდი რომ უნდა ჩატარდეს, სათავეში მას ჩავუდგებიო. პოლიტიკურად აბსოლუტურად მიკერძოებული თამაში დაიწყო. ჩვენგან ითხოვდა, რომ უკრაინის ომში ჩავრთულიყავით, როცა ამაზე უარი მიიღო, ამ ქალბატონმა სრულიად აიწყვიტა. ბოლოს კი ისე დაასრულა თავისი საქმიანობა, რომ ხალხს არჩევნების შემდეგ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აბა, ხალხო თქვენ იცით, არჩევნები გაყალბდება და გარეთ გამოდითო. ამ ქალბატონის გამო ურთიერთობები ძალიან გაფუჭდა. ამერიკის ელჩი, კი ბატონო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან წამოსული დირექტივებით მოქმედებს, თუმცა ეს ქალბატონი საერთოდ, ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოებიდან გავიდა და სუბიექტური გადაწყვეტილებებით, რაღაცა პირად წყენებზე დაყრდნობით მოქმედებდა.

ელით, რომ ამერიკის არჩევნების შემდეგ სიტუაცია შეიცვლება? როგორ წარმოგიდგენიათ ამ დაძაბული ურთიერთობის გადატვირთვა?

- რა თქმა უნდა, ველი, რომ ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება. ცვლილებები იქნება მთელ მსოფლიოში და ეს მოხდება საქართველოსთან დამოკიდებულებაშიც. ამიტომ ეს დაპირისპირება ცოტახანი გაგრძელდება და ბევრი რამ შეიცვლება.

მერაბ.g სატაურს გაგრძელება უნდა: ">> როცა საქართველოს ომში ცართვაზე უარი მიიღო, სრულად აიჭყვიტა" ამის მერე უნდა - და გარაჯების კუთვნილების საკითხის გარკვევას მიჰყო ხელი. იქ ჭკუა რომ ჰქონდეთ უნდა ხვდებოდნენ დეგნანი, კრამერი და მათნაირები მათ უტეხენ სახელს, ისევე, როგორცროტი, ფოტიგა და სხვ. - ევროპას
5 თვის უკან