„არ ვიცი რა დგას გახარიას გუნდის განცხადების უკან, მაგრამ თუ მაშინდელი დარბევის გადაბრალება ბიძინა ივანიშვილზე სურს, ეს მას იმაზე მეტად დააზიანებს, ვიდრე წარმოუდგენია“

„არ ვიცი რა დგას გახარიას გუნდის განცხადების უკან, მაგრამ თუ მაშინდელი დარბევის გადაბრალება ბიძინა ივანიშვილზე სურს, ეს მას იმაზე მეტად დააზიანებს, ვიდრე წარმოუდგენია“

რატომ შეცვალა გიორგი გახარიამ პოზიცია 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე და აპირებს თუ არა ის ამ დარბევაზე პასუხისმგებლობის ბიძინა ივანიშვილზე გადატანას? 5 წლის შემდეგ პარტია „საქართველოსთვის“ წევრები აცახდებენ, რომ გიორგი გახარიას 2019 წლის 20 ივნისს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია.

არადა 2019 წლის 28 ივნისს მედიასთან შეხვედრის დროს, ჟურნალისტების მიერ არაერთხელ დასულ კითხვაზე მაშინდელმა შსს-ს მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ თავად არის პასუხისმგებელი ყველა იმ ბრძანებაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისის ღამით გაიცა. მისი თქმით, შს სამინისტროს გარდა, აქციის დაშლასთან დაკავშირებულ ბრძანებებს სხვა ვერავინ გასცემდა.

ყოფილი პრემიერის გუნდის წარმომადგენელი, ბექა ლილუაშვილი კი ახლა აცხადებს, რომ გახარიამ ივანიშვილის ხელისუფლება 2021 წლის დასაწყისში დატოვა, ამიტომ „გავრილოვის სისხლიანი ღამის“ გამოძიებაზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.

„ბრძანების გაცემასთან მიმართებით ჩვენ, მათ შორის, გახარიას ბევრჯერ უსაუბრია. გახარიას ბრძანება არ გაუცია და ეს სახალხო დამცველის ანგარიშშიც არის. მეტ სიახლეს მე ვერაფერს ვერ გეტყვით. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა. 2020 წლის ბოლოს, 2021 წლის დასაწყისში ჩვენ წამოვედით ხელისუფლებიდან. ეს გამოძიება სად წავიდა, რა შედეგამდე მივიდა, მე ამას ვერ გეტყვით, ეს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა“, - ამბობს ლილუაშვილი.

ვინ გასცა ბრძანებები იმ ღამით? რას ამბობდა 2019 წლის 28 ივნისს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გიორგი გახარია: „ყველა ბრძანებაზე, რომელიც იმ ღამეს იყო გაცემული, პასუხისმგებელი ვარ მე და არა აქვს მნიშვნელობა, ვის მიერ იყო გაცემული ბრძანება“;

„ყველა ბრძანება, რომელიც იმ ღამეს იყო გაცემული, არის ჩემი პასუხისმგებლობის ზონა“;

„დასადგენია შესაბამისი გამოძიების მიერ - ეს ბრძანება იყო კანონის ფარგლებში, უკანონო თუ ასე შემდეგ“;

„მსგავსი ღონისძიებების ჩატარებისთვის არსებობს კონკრეტული კანონი, ბრძანებები და ამ ბრძანებებზე მე მაქვს ხელი მოწერილი“;

„ეს არის პროცედურული საკითხი... არსებობს შაბლონური გეგმაც და არსებობს გეგმა, რომელიც კონკრეტული ქმედებებიდან გამომდინარე, კონკრეტულ ეპიზოდში და კონკრეტულ გარემოებებში იცვლება“;

„ამ ღონისძიების დროს ვისაც და რა დონეზეც, რა სახის ბრძანებაც არ უნდა გაეცა ან ქმედება არ უნდა განეხორციელებინა, თუ ის შეესაბამებოდა ღონისძიების გეგმას და კონკრეტულ ინსტრუქციებს, რა თქმა უნდა, ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვიღებ მე“;

„ვერავინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიღმა ამ ღონისძიებასთან დაკავშირებულ ვერანაირ ვერც ბრძანებას და ვერც ქმედებას ვერ განახორციელებდა. წერტილი“;

„როდესაც მოქალაქისა და პოლიციელის სიცოცხლე რისკის ქვეშ დგებოდა, უნდა ემოქმედა პოლიციელს, რომლის პასუხისმგებლობაა მართლწესრიგის, მოქალაქისა და ინსტიტუციის დაცვაა“.

რა დგას გახარიას გუნდის წევრის ამ განცხადების უკან? - ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ გიორგი გახარია ამ თემაზე უფორ მეტის თქმას აპირებდეს და ეს ერთგავრი ნიადაგის მოსინჯვა იყოს. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ თუკი გახარია ფიქრობს, რომ ახლა ვინმეზე გადაბრალებით ის პოლიტიკურ ქულებს მიიღებს, ძალიან ცდება. პირიქით, ამან შეიძლებს ის პოლიტიკურად დააზიანოს.

„არ ვიცი რა დგას გახარიას გუნდის განცხადების უკან, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ შეცვლილი პოზიციები მათ კარგს არაფერს მოუტანს. არ არის გამორიცხული მაშინდელი დარბევის გადაბრალება ბიძინა ივანიშვილზე სურდეს. თუმცა ეს მას იმაზე მეტად დააზიანებს, ვიდრე წარმოუდგენია. ამომრჩეველში და საზოგადოებაში ეს გააჩენს კითხვებს იმაზე, რატომ არ თქვა ეს მაშინვე? რატომ არ გადადგა თანამდებობიდან და უფრო მეტიც, რატომ თქვა მან პრემიერობაზე თანხმობა? ეს იქნება მისთვის პოლიტიკურად ყველაზე დამაზიანებელი. ამიტომ თუ ამ თემაზე რაიმე უფრო მეტის თქმას აპირებს, მე არ ვურჩევ. შესაძლოა, წარსულის გასუფთავება უნდოდეს, მაგრამ ამ წარსულს ვერ გაასუფთავებს სხვისი დადანაშაულებით და ისრების გადატანით.

პირიქით, ეს მას კიდევ უფრო ცუდად წარმოაჩნეს. გაჩნდება საზოგადებაში კითხვა, როდის ამბობდა სიმართლეს, მაშინ თუ ახლა? მატყუარა პოლიტიკოსს კი ხმა რატომ უნდა მისცენ და რატომ უნდა დაუჯერონ?! ისევ ხომ იგივეს იკადრებს?! ამიტომ რთული სათქმელია, რატომ და რის გამო თქვა ეს მისმა გუნდის წევრმა. ალბათ, გახარია რომ არ ეთანხმებოდეს ამას, ის არც იტყოდა. ეს მისი წარსულია და თუ მასზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული, სჯობს ბოლომდე ასე დარჩეს, ვიდრე მისი ხელახლა გაქექვა მოხდეს და ამან აქეთ გახარია დააზიანოს“,-ამბობს საყვარელიძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი მიიჩნევს, რომ მაშინ რა სახის ღონისძიებებიც გატარდა პოლიციის მხრიდან, სწორი იყო, რადგან ნამდვილად არსებობდა პარლამენტში შევარდნის მცდელობა და ხელისუფლების დამხობის სცენარი. გვენეტაძე for.ge-სთან კითხვას სვამს - რატომ მალავენ იმ პოლიციელის სახელს და გვარს, რომელიც სწორედ ამ აქციაზე მიღებული დაზიანებების შემდეგ გარდაიცვალა?

„იმ ღამეს რაც მოხდა, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხდება. როცა საკანონმდებლო ორგანოში აჟიტირებული ოპოზიციის ლიდერი და მისი მიმდევრები შეჭრას ცდილობენ, პოლიცია ყველგან ასე რეაგირებს. ეს რომ პროვოცრებული იყო გაკრევული ძალების მიერ, მალევე გამოჩნდა. გავრილოვი უკვე ჰაერში იყო, როცა ოპოზიცია პარლამენტს უტევდა. მაშინ სააკაშვილმა ისიც კი თქვა, რომ ცოტა დაგვაკლდა და პარლამენტსაც ავიღებდითო. ამდენად, თუ გახარია კარგი კაცია და მისი ხალხი სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები არიან, რატომ უარყოფენ იმას, რაც მათ ლეგიტიმურად გააკეთეს? საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ეს ადამიანები ქართულად და კაცურად მოთამაშეები არ არიან. დღევანდელი „ლელოელები“ გახარიას თვალთხარიას ეძახდნენ და გახარია ხანდაზმულ თაღლითებს უწოდებდა ხაზარაძე ჯაფარიძეს. ახლა კი, ლამის, ერთმანეთს ძმობა შეჰფიცონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს პრინციპულობა არ გააჩნია. გახარიასგან რა შეიძლება გაგვიკვირდეს, როცა ქვეყანა და გუნდი უბადრუკი მელიას დაჭერის გამო მიატოვა. იმ დროს გადადგა, როდესაც ქათული სახელმწიფოს ძირითადი ცენტრალური ადგილი მოაშიშვლა და მოულოდნელი გადადგომით სახელმწიფო ინსტიტუტების რყევას შეუწყო ხელი. ამიტომ ახლა საერთოდ რომ ყველაფერი უარყოს და ისრები სრულიად სხვებზე გადაიტანოს, არ გამიკვირდება. ალბათ, წინასაარჩევნოდ ეცდება, რომ ეს თემა სხვებს შეაწმინდოს, მაგრამ როგორ გამოუვა, მაგასაც ვნახავთ“, - ამბობს გვენეტაძე.

მერაბ.g "მაგრამ თუ მაშინდელი დარბევის გადაბრალება ბიძინა ივანიშვილზე სურს..." რატომ შეშფოთდა ასე ქოცნება? :)) რატომ ბიძინა? იქნებ პრემიერმა ბახტაძემ, გერმანიის ელჩმა ამ შარლ მიშელმა დაავალა? :)) იქნებ სულ სხვა შტურმავიკების მამხილებელ დეტალს იხსენებს გახარია? რამ შეგაშინათ?:))
5 თვის უკან