ჩრდილოეთკორეელმა სამხედროებმა სამხრეთ კორეასთან დემილიტარიზებულ ზონაში სადემარკაციო ხაზი ისევ გადაკვეთეს. ამის შესახებ Reuters-ი ოფიციალურ სეულზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, ინციდენტი ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა. მას შემდეგ რაც სამხრეთკორეელმა მესაზღვრეებმა რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, ჯარისკაცები საკუთარ ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.
ივნისის განმავლობაში ეს უკვე მესამე ასეთი ინციდენტია. სამხრეთ კორეაში მიაჩნიათ, რომ მათ შემთხვევითი ხასიათი აქვთ და საზღვრის კვეთა შესაძლოა იმასთან იყოს დაკავშირებული, რომ ფხენიანმა საზღვართან მისი გამაგრების მიზნით ბევრი სამხედრო გადაისროლა. ისინი ამონტაჟებენ ნაღმებს, აგებენ კედლებს და ამაგრებენ გზებს.