ოპოზიციის ტყვეობაში მყოფი FACEBOOK

ოპოზიციის ტყვეობაში მყოფი FACEBOOK

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში, სოციალური გვერდ facebook-ის სარედაქციო პოლიტიკა ეჭვებს ბადებს, დაკვირვების შემდეგად მარტივად დგინდება, რომ საქართველოს შემთხვევაში facebook- ინფორმაციას არა სანდოობის, არამედ მისაღებობის მიხედვით ფილტრავს, ბოლო თვეების განმავლობაში facebook-მა ქართველი მომხმარებლების არაერთი პოსტი დაბლოკა. პოსტების დაბლოკვის და წაშლის პარალელურად მოხდა მომხმარებელთა დროებითი დაბლოკვა და მათი პოსტების ხილვადობის შეზღუდვა, საინტერესოა, რომ დაბლოკილი პოსტების და მომხმარებლების დიდი ნაწილი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდამჭერია, რაც აჩენს ეჭვებს, რომ ერთი შეხედვით აპოლიტიკური და პოლიტიკურად მიუკერძოებელი facebook- საქართველოში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც არა სიცრუის აკრძალვას, არამედ კონკრეტული მხარის პოზიციის გამყარებას ემსახურება.

საეჭვო დაბლოკვების და პოსტების წაშლის შემდეგ დავინტერესდი თუ ვინ დგას აღნიშნულის უკან და ვინ არის ქართული facebook სივრცის ცენზორი. საკმაოდ საინტერესო ფაქტებს წავაწყდი, ჩვენს ქვეყანაში facebook-ში სიყალბის გავრცელების პრევენციას ორი ორგანიზაცია ახდენს ფაქტ-მეტრი“ (www.factcheck.ge) დამითების დეტექტორი” https://mythdetector.ge/

თავის მხრივ ფაქტ მეტრისაქართველოს რეფორმების ასოციაციის ერთ ერთ პროექტს წარმოადგეს, ხოლო მითების დეტექტორიმედიის განვითარების ფონდისპროექტია. ყველაზე საინტერესო ახლა იწყება, „საქართველოს რეფორმების ასოციაციისდამფუძნებლების აბსოლუტური უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი ან მათთან დაკავშირებული პიროვნებები არიან: სერგი კაპანაძე, ელენე ხოშტარია, შოთა უტიაშვილი (ნაციონალური მოძრაობის დროს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა, იყო შსს- ანალიტიკოსი, თვლის რომ რუსეთთან ომმა საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა) თინა ბურჯალიანი (ნაციონალური მოძრაობის დროს იუსტიციის მინისტრი პირველი მოადგილე) ნოდარ ხარშილაძე (ნაციონალური მოძრაობის დროს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე) რაც შეეხებამედიის განვითარების ფონდსმისი დამფუძნებელია თამარ კინწურაშვილი, რომელიც 2005-08 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი იყო, ასევე გარკვეული კვეთა აქვს რადიო თავისუფლებასთან.

საინტერესოა, აღნიშნული ორი ორგანიზაციის დამფინანსებელი ორგანიზაციები. ფაქტ-მეტრი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, USAID, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, National Endowment for Democracy (NED), German Marshall Fund, European Endowment for Democracy, გაეროს განვითარების პროგრამა, ევროკომისია, G-PAC და სხვ.

მითების დეტექტორი: IREX, United Nations Association Georgia, European Union (in cooperation with Deutsche Welle) DEUTSCHE WELLE, ESN (EUROPEAN SERVICE NETWORK) IMS (international Media Support) The Why Foundation, FUNDACION MALDITA.ES CONTRA LA DESI, NATO, WECF Germany (GENDER) და სხვა.

ორივე ორგანიზაციამ მეტასთან ხელშეკრულება 2020 წელს გააფორმა და გახდა Meta- ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორია. ორივე გვერდი სოციალურ ქსელში გავრცელებული შინაარსის სიზუსტეს სწავლობს და აფასებს, რაც ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ყალბად მონიშვნის შემდეგ, ფეისბუკი მოცემულ ინფორმაციას საინფორმაციო ველში შედარებით დაბლა აჩვენებს, მის გავრცელებას მნიშვნელოვნად ამცირებს, ხოლო ადამიანებს, რომლებიც პოსტს ხედავენ ან მის გაზიარებას ცდილობენ, აფრთხილებს, რომ ის ყალბად არის მონიშნული. ფეისბუქიმითების დეტექტორსდაფაქტ ჩეკერს“ აღნიშნული სერვისის განხორციელებაში ანაზღაურებას უხდის, თუმცა meta- არ აქვს და არც სურს ჰქონდეს გავლენა მათ მიერ მომზადებულ დასკვნაზე. ყველაზე საინტერესო აღნიშნული პუნქტია, meta(facebook) ფაქტ-მეტრის და მითების დეტექტორის საქმიანობაში არ ერევა და მათ სრულ ავტონომიას აძლევს, ისინი საკუთარ გადაწყვეტილებაში თავისუფალნი არიან, როგორც იტყვიანქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო

როგორ წარმოგიდგენიათ, ხოშტარია მისთვის მიუღებელი პროფილის თუ პოსტის ხილვის დროს ობიექტურობის მაღალი სტანდარტით იმოქმედებს და პირად ინტერესებს დაივიწყებს? უნდა აღინიშნოს, რომ ხოშტარია უშუალოდ არ ახდენს ინფორმაციის შინაარსის გადამოწმებას (ზოგადად მას შინაარსში შესვლა არ უყვარს) მაგრამ როდესაც ორგანიზაციის დამფუძნებელი ხარ, ლოგიკურია რომ შენს მიერ დაქირავებული ადამიანი, იმ ტოტს არ მოჭრის რომელზეც ზის და შენი ინტერესების გამტარებელი იქნება, აქვე ერთი საინტერესო ფაქტი, ფაქტ-მეტრის“-ის ვებ გვერდზე ელენე ხოშტარიას რამდენიმე განცხადება არის გადამოწმებული, რომლის 100% შეფასებულია, როგორც სიმართლე და მეტწილად სიმართლე, ხოლო ხოშტარიას შესახებ გავრცელებული განცხადებების 100% სიცრუედ არის შეფასებული. ეს ფაქტი აღნიშნული გვერდისდამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პოლიტიკასაჩვენებს, ახლა უკვე გასაგებია, რატომ ახდენს facebook- არა სიცრუის, არამედ ნაციონალური მოძრაობისთვის მიუღებელი ინფორმაციის გაქრობას. არის კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი, აღნიშნული ორგანიზაციების მიერ ყალბ ამბად მონიშნული პოსტი ქვედა რიგში ინაცვლებს, რაც მასზე წვდომას ზღუდავს, აღნიშნულ გვერდს ასევე ეზღუდება მონეტიზაცია და პოსტის რეკლამირება. აქ ცოტა ჩახლართული ამბავია, ანუ ყალბად მონიშნული ინფორმაცია, ყველასთვის მიუწვდომელი კი არ არის, არამედ მასზე წვდომა ადამიანთა მცირე ჯგუფს უნარჩუნდება, თუ პოსტი 100%-ით სიცრუე არის, მაშინ რატომ არ იცავს facebook- მომხმარებლის უფლებებს და სრულად რატომ არ აქრობს პოსტს? მომხმარებელთა გარკვეულ ნაწილს სიცრუისთვის რატომ იმეტებს? ეს მომხმარებელთა დისკრიმინაცია ხომ არ არის?

კიდევ ერთი აბსურდი,ფაქტ-მეტრისაკუთარ გვერდზე წერს, რომ მათთვის პოლიტიკური მიუკერძოებლობა და სარედაქციო დამოუკიდებლობა სახელმძღვანელო ღირებულებებია, როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს პოლიტიკური მიუკერძოებლობა, როცა ის პოლიტიკოსია და პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს? ერთი გიორგი სიორიძეა ცესკოს დამოუკიდებელი წევრი და მეორე ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე და .. აღნიშნული ორგანიზაციები საწყისშივე იტყუებიან, როცა აქცენტს პოლიტიკურ მიუკერძოებლობაზე აკეთებენ.

Facebook-თან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ერთი ფაქტი, 2021 წელს facebook-მა დონალდ ტრამპის ანგარიში დაბლოკა, იმ დროს როცა აქტიური იყო აშშ- მიერ ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებული ირანის ლიდერის ფეისბუქ ექაუნთი, ეს მცირე მაგალითი აჩვენებს, რომ რიგ შემთხვევაში facebook-ის სარედაქციო პოლიტიკა ბუნდოვანია, რაც არა სიცრუის პრევენციას, არამედ განსხვავებული აზრის შეზღუდვას ემსახურება.

მერაბ.g რატომ ხოშტარია, კაპანაძე, უტიაშვილი, კინწურაშვილი? როცა ეს აბლაბუდა იხლართებოდა ხელისუფლება რას აკეთებდა? ვერ ხედავდა? საფრთხედ არ აღიქვამდა? ფლავს ჭამდა? არცერთ შემთხვევაში ეს დადებითად არ ახასიათებს ხელისუფლებას
5 თვის უკან
amo უშიშროებას სძინავს? ჩიხელიძემდე მათ არ უნდა გაერკვიათ ეს ყველაფერი და არ უნდა წარედგინათ სადაც საჭიროა, რომ მათ მიეღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება?
5 თვის უკან
ლაზი დიპლომატიური სტილი კარგია, მაგრამ ისე ნუ გამოიყვანთ, თითქოს ფეისბუკი ანგელოზია და ესენი თვითნებურად ზენზორობენ.
ეგ ფეისბუკი იყო, ტრამპი რომ დაბლოკა ქსელში. თქვენ ხომ არ გგონიათ, ეგეთ მასშტაბურ ქსელებს, მართლა ვირაც ცუკენბერგები ქმნიან, დამოუკიდებლად.
ეგეც იმ ფსევდოლიბერალური ძალების შექმნილი და მათი ინტერესების გამტარებელია. აქაც მისთანები ჰყავს ცენზორებად.
5 თვის უკან