არსებობს თუ არა რეალურად ამერიკული სანქციები თუ ეს მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციაა, რომელიც ამერიკას საქართველოს ხელისუფლების შანტაჟისთვის სჭირდება? ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ამტკიცებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ, ვისაც არ აქვთ ვიზა, მას ვეღარ მიიღებენ.
მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ამერიკა პარტნიორ ქვეყანას შეზღუდვებითა და სანქციებით არ უნდა ემუქრებოდეს. ასევე ამბობენ, რომ არც ერთ მათგანს მსგავსი შეტყობინება არ მიუღია და რაზე საუბრობს ელჩი უცნობია. უფორ მეტიც, „ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი ამერიკაში უპრობლემოდ გაემგზავრა და გაეროში შეხვედრებიც კი გამართა. მასთან ერთად იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც.
ამერიკელი დიპლომატის შეფასებით კი შედეგები, რომლებიც ამერიკის მხრიდან ხელისუფლების ქმედებებს მოჰყვა, არის ხელსაწყო ხელისუფლების ქმედების შესაცვლელად და არ არის განკუთვნილი საქართველოს მოსახლეობის დასასჯელად.
„ისინი ძალიან მიზანმიმართულია და ვიმედოვნებ, რომ ეს გაგზავნის სიგნალს იმისთვის, რომ ნეგატიური ქმედების შემობრუნება მოხდეს“, - ამბობს ელჩი.
ასევე გამოქვეყნდა სავიზო სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 172-ე ადგილი გვაქვს 204 ქვეყანას შორის – საქართველოს მოსახლეობა შეერთებული შტატების ვიზას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით იღებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის მონაცემებით, ყოველ მეორე ქართველს შტატები ვიზაზე უარს ეუბნება. ამ კუთხით, საქართველოზე გაცილებით პოზიტიური მაჩვენებელი აქვს რუსეთს, ბელარუსს, სირიას, მოზამბიკსა და ავღანეთსაც კი. ამერიკა საკუთარ ტერიტორიაზე შესვლის უფლებაზე უარს საქართველოდან მსურველების თითქმის 50 პროცენტს ეუბნება.
„აშშ-მა დააწესა ე.წ. სავიზო შეზღუდვები. თვითონ არ უწოდებენ ამას სანქციებს. რეალურად, ეს სავიზო შეზღუდვები დაწესდა გვარების გასაჯაროების გარეშე. უფრო მეტიც, ჩვენ გადავამოწმეთ და დღემდე არც ერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვის დაწესების თაობაზე.
აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ოპოზიციაში, არის აბსოლუტურად გადაჭარბებული. თვითონ ის გადაწყვეტილებაც, რაც გახმოვანდა, არის შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის. ასე არ შეიძლება, ელაპარაკებოდე პარტნიორ ქვეყანას, მაგრამ რაც შეეხება თვითონ ამ გადაწყვეტილების პრაქტიკულ დატვირთვას, პრაქტიკული დატვირთვა არის, რეალურად, ნულოვანი.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გვარების დასახელების გარეშე როდესაც წესდება სავიზო შეზღუდვები, მას შეიძლება, ერთადერთი ეფექტი ჰქონდეს, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის. ეს არ შეესაბამება პარტნიორულ სულისკვეთებას, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი მხრიდან, რათა მომავალში პარტნიორული ურთიერთობები გამყარდეს. ეს არის ჩვენი სურვილი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ სანქციების თემა პოლიტიზირებულია. ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან „ქართული ოცნების“ მიმართ ადგილი აქვს არასამართლიან მიდგომას.
„ვადასტურებ, რომ ამერიკის მხრიდან უმრავლესობის არც ერთ წევრს სანქციებთან დაკავშირებით არანაირი შეტყობინება არ მიუღია. ეს არის მოხლოდ პოლიტიკური სპეკულაციები, რომლის მთავარი მიზანი „ოცნების“ შანტაჟი და დაშინებაა. ხელისუფლებამ არ გაიზიარა ამერიკის მოთხოვნები და პირდაპირი დავალებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული სახელმწიფო ომში ჩართულიყო.
ასევე, არ გაიზიარა „გამჭვირავლობის შესახებ“ კანონის არმიღების მოთხოვნები. სახელისუფლებო გუნდისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნის სუვერენიტეტი და ქართული სახელმწიფოს ინტერესებია. ეს გუნდი და ჩვენ მხოლოდ ქართული ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, როგორიც „გამჭვირვალობის შესახებ კანონია“, ღირსების აქტია, ამერიკაზე და ევროპაზე ქვეყანაში წარმოდგენა შეცვალა. რაც შეეხება ამ სანქციების შიშს, ვფიქრობ, ეს პოლიტიკური თვალსაზრისით განხილული არ უნდა იყოს. „ოცნებას“ არაფრის და არავის არ ეშინია. ერთადერთი შიში ომთან დაკავშირებით არსებობს, ამისთვის კი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს“, - ამბობს მეგრელიშვილი.
მისივე თქმით, სანქციებზე საუბარი აბსურდია, რადგან ის ბუნებაში არ არსებობს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ძალიან მალე აშშ-ში არჩევნებია და პოლიტიკური შეხედულებები ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიერ შეიცვლება და გადაიხედება. მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ სანქციების თემა ვერანაირ გავლენას არჩევნებზე ვერ მოახდენს და ამაზე საუბარი მხოლოდ ოპოზიციის პოლიტიკური ნარატივია.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თამარ კიკნაძე ფიქრობს, რომ ძალიან უცნაური და გაუგებარია ამერიკის მხრიდან საუბარი საქნციებზე, როცა დასანქცირებული ადამიანების ვინაობასაც არ ამხელს. კიკნაძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ეს არჩვენების წინ ჩვენს მოსახლეობაზე ზემოქმედებისთვის არის გათვლილი და ხშირ შემთხვევაში, ეს მოქმედებს კიდეც.
„ამერიკის პოლიტიკა სანქციებთან დაკავშირებით ძალიან უცნაური და გაუგებარია. ანუ გამოდის ადამიანმა რომ გაიგოს არის თუ არა დასანქცირებული ამერიკაში უნდა წავიდეს და რომ ჩავა, მერე ეტყვიან? ეს რაღაცა უცნაური ამბავია. მეორე მხრივ, ნამდვილად ყველა ამბობს ჩემს გარშემო, რომ არაფერი სანქციების შესახებ არ მიუღია. ალბათ, ძალიან ბევრ დეპუტატს აქვს ამერიკის ვიზა და ბევრსაც იქ ბიზნესიც კი აქვს, ამიტომ თუ ეს სანქციები მოქმედებს უკვე, როგორც ამერიკის ელჩმა თქვა, მაშინ ერთი ადამიანიც არ ჩანს ჯერ, ვინც იტყვის, რომ ვიზა გაუუქმეს.
მეორეც ამერიკაში სულ ახლახან დეპუტატი რატი იონათამიშვილი იყო და ის ხომ ერთ-ერთი ის დეპუტატია, რომელმაც კანონს მხარი დაუჭირა?! ასევე მინისტრის მოადგილეც იყო. ვის დაუწესეს სხვას, გაუგებარია. არ ვიცი, თუ ვინმეს მიუვიდა ეს შეტყობინება, გამოდის, მალავენ? დამალვას რა აზრი აქვს, მით უმეტეს ასეთ პატარა ქვეყანაში, მაინც ყველა ყველაფერს გაიგებს. რა თქმა უნდა, ეს ძირითადად გათვლილია არჩევნების წინ და საზოგადოების აზრის ფომრირებაზე მუშაობენ. თუმცა საქართველოს მოქალაქეებს ამერიკელები ვიზებს ისედაც არ აძლევენ. სამწუხაროა, როცა ქვეყანა გეუბნება შენი სტრატეგიული მოკავშირე და მეგობარი ვარო, მაგრამ შენს ხალხს ვიზას არ აძლევს. ამიტომ ძალიან გაუგებარია იმაზე საუბარი, რომ სანქციები არსებობს, მაგრამ თან არ არსებობს“, - ამბობს კიკნაძე.
ხალხი ათას გაჭირვებას გადის და ხარჯს სწევს, რომ მექსიკის საზღვრიდან მაინც გადაძვრეს და ასე გამარტივებულ პირობებში, ხომ დაიცლა
საქართველო რეპროდუქციული ასაკის ხალხისგან.
ამით, ერთის მხრივ თავი აარიდეს ისტორიაში უხერხული ფაქტის დაფიქსირებას - რასაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლებისათვის სანქციების დაწესება ჰქვია. სამაგიეროდ, ეს ყველაფერი, ზეპირი ფორმით, აქაურ თავისიანებს სანქციებად მიჰყიდეს. მეორე მხრივ კი, საარჩევნოდ მყიფე ფონის შექმნას ცდილობენ, რითაც იმ თავისიანებს აიმედებენ, მაგათ კიდევ უარესს ვუზამთო. ესენიც გულმოცემული ყვირიან.
ხვალ რომ საქმეს დაჭირდეს, იტყვიან - რა სანქციები, რის სანქციებიო.
აი, ეს არის მოქნილი დიპლომატია.
ეს ჩვენი ხელისუფლების ლიდერები, რადგან ძირითადად მათ სასწავლებლებში გამოზრდილია, ჯერ ჯერობით მათ დონეს ვერ ქაჩავენ, მაგრამ იოლადაც აღარ ტყუვდებიან.
მაშინ როცა მაკრონი აპროტესტებს ვასალის მდგომარეობას, ჩვენს სუვერენიტეტს არ სჭირდება დაცვა? თუ, ვინმეს მართლა სჯერა, პოლიტიკური მეგობრობის ამ ქვეყანაზე?!
მაგას დიპლომატია კი არა ფანდარასტობა ჰქვია
ესენი აქამდე უბრალოდ თავს იკავებდნენ და ზრდილობიანად უქნევდნენ თავს, პირში არ ეუბნებოდნენ სათქმელს, თორე ეხლა არ მიმხვდარან
მაგათ პიდარასტობას
ეგ რაც ,,ორი საქართველ;ო,, გავხდით მის მერე ამოიღეს ხმა, ასე ვთქვათ ,,ცუდებმა,,
ბოლო წერილები ისეთებია რომ პირდაპირ ჩემი დაწერილები მგონია--- კულტურულად სუ დედის პროჭს აგინებენ...
სწორედ მაგას ვნატრობდი წლების მანძილზე ---- ჩვენც ვიყოთ ორი საქართველო მეთქი ----------- .ერთი შაქარი და მურაბა და მეორე კიდევ რეაქციული, გინდ კიდე ომის პარტია- და სათქმელი ვთქვაათ მეთქი
..აჰაა გავხდით .....სათქმელსაც ვეუბნებით..... უკვე ეგენი ვეღარ მოგვერევიან
,ზაპაროჟეცმა რო მატორზე უთხრა ვოლგას------ რაც მაგათ თავში აქვთ ჩვენ იმდენი ჯერ მარტო ტრაკში გვაქვს..... ეგენი სწორხაზოვანი დებილები არიან ..გონებით ვერ მოგვერევიან
ბომბას კიდევ ვერ დაგვკრავენ
მე რომ ხელისუფლება ვიყო რუსეთთან აფხაზეთ სამაჩაბლოზე ჩალიჩის ვიდს დავიჭერდი..... სუ გავაგიჟებდი მაგ კეტილმოტყნულებს
აუუუუ.............. მაგათ რომ იცოდნენ როგორ ვნატრობ მაგათთვის წარღვნას და ცუნამს
არადა 2003 რუსებზე აწყვეტილი მაგათი ერთერთი მედროშე ვიყავი...ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის
სუ ბუნძულ ბუნძულით დაბრუნდებიან უკან ....აი ნახავ 1--2 წელიწადში
ჩვენი სუ დაკარგვა მაგათ მილიონში არ აწყობთ...უბრალოდ ინდიელებზე ჩურკები ვეგონეთ და იმიტომ გვექცეოდნენ ასე
და მთავარი ------------- მაგათ სიტყვა მეგობარის მნიშვნელობა საერთოდ არც კი იციან და აბა მეგობარივით როგორ მოგვექცეოდნენ??
მაგათ მთელ მსოფლიოში არ ყავთ მეგობარი და ჩვენ რომელ მეგობრად მიგიღებდნენ?/
ისრაელი უბრალოდ ,,მაგათი შტატია,, სჭირდებათ და იმიტომ არიან მეგობრები, თორე ჩქარა იმათაც დაიკიდებენ
ისე მაგათ ,,მეგობრობაზე,, ადრე ბევრი პოსტები მაქვს დადებული და აღარ გავმეორდები, მით უმეტეს წერა აღარ მეხალისება, ისედაც იასნია ყველაფერი