ალტერნატიული ისტორია: რა მოხდებოდა ჰიტლერს რომ გაემარჯვა?

ალტერნატიული ისტორია: რა მოხდებოდა ჰიტლერს რომ გაემარჯვა?

როგორი იქნებოდა მსოფლიო პირველი მსოფლიო ომი რომ არ მომხდარიყო? ან ჯონ კენედი რომ არ მოეკლათ? ან შეთქმულებს რომ ჰიტლერი მოეკლათ? მსგავს საკითხებს „ალტერნატიული ისტორიის“ მკვლევარები სწავლობენ. მათი შრომის შედეგები ზოგჯერ გასართობი, ზოგჯერ უცნაური, ზოგჯერ კი შემაშფოთებელია.
1941: ვერმახტს რომ რუსეთი დაემარცხებინა

საწყისი პოზიცია: მათ ისე ღრმად შეაღწიეს მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, როგორც არასდროს. 1941 წლის ზაფხულიდან, ვერმახტის ძალებმა გადალახეს რამდენიმე ასეული კილომეტრი ბალტიის და შავ ზღვებს შორის, ზამთარში მიაღწიეს მოსკოვის მისადგომებთან და შემდეგ სტალინგრადთან. ახლა მათ ბერლინთან რამდენიმე ათასი კილომეტრი აშორებთ. საბჭოთა კავშირზე თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ, 1942 წლის ზაფხულში, ჰიტლერი წინასწარ გრძნობდა გამარჯვებას მის მიერ გაჩაღებულ დაუნდობელ, სისხლიან ომში.

გადამწყვეტი მომენტი: სინამდვილეში ჰიტლერის არმიას ამ დროს მისი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მარცხი ელოდა. მაგრამ, რა მოხდებოდა თუკი ის გაიმრჯვებდა? როგორი იქნებოდა მსოფლიო, ვერმახტს რომ 1940-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირი დაეპყრო? და როგორ გაგრძელდებოდა ომი?

ალტერნატიული ისტორია: „დიდი ალბათობით შეიძლება იმის მტკიცება, რომ სამხედროები და ჰიტლერის დასაპყრობი სამიზნეები უსაზღვრო გახდებოდა“, წერს ბრიტანელი ისტორიკოსი მაიკლ ბიორლი. სხვა მისმა კოლეგებმა ჰიტლერს „დაუოკებელი გლობალისტი“ უწოდეს, რომელიც მთელ მსოფლიოზე აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვებისკენ მიისწრაფვოდა. მაგალითად, ისტორიკოს ანდრეას ჰილგრუბერის თქმით, დიქტატორს უნდოდა დაეპყრო ახალ-ახალი ტერიტორიები მანამ, სანამ არ მოუწევდა მსოფლიო ბატონობისათვის გადამწყვეტ ბრძოლაში შერკინება აშშ-ისთან.

ბიორლის აზრით, ჰიტლერის რაიხი ასეთი იქნებოდა: 1970-იანების შუა წლებში აგებული იქნებოდა „უსაზღვროდ გრძელი“ გზები, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებდა გერმანულ ქალაქებს ევროპაში დაპყრობილ ტერიტორიებთან ციმბირსა და მზიანი ყირიმის ნახევარკუნძულთან. ვიდრე „გერმანულ სანაპიროზე“ ცხოვრებით დატკბებოდნენ თვითგამოცხადებული „ადამიანი-ბატონები“, დასავლეთ ციმბირში ყოველდღიურად დაიღუპებოდა ასობით ათასი მონა. საბჭოთა კავშირის დამარცხების შემდეგ გერმანელები იქ გაასახლებდნენ 31 მილიონ ადამიანს აღმოსავლეთ ევროპიდან, იმ ათი მილიონი გერმანელისათვის ადგლის გასათავისუფლებლად, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოუყრიდნენ თავს. ეს მართლაც იყო გათვალისწინებული გენერალურ გეგმაში სახელწოდებით „აღმოსავლეთი“, რომელიც ჰიტლერის ხელისუფლებამ 1942 წელს შეიმუშავა და რომელი ბიორლიმ აღადგინა.

გარდა ამისა, ჰიტლერი გაქანებას მისცემდა თავის უსაზღვრო არქიტექტურულ ფანტაზიებს. გრანდიოზული ნაგებობების მშენებლობის შემდეგ ბერლინში და სხვა გერმანულ ქალაქებში, ის მსოფლიოს დედაქალაქს მომავალში სახელს შეუცვლიდა და „გერმანიას“ დაარქმევდა. და იქიდან უხელმძღვანელებდა სამხედრო მოქმედებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „შეიძლება ჩვენ გველის ბრძოლა, რომელიც ას წელიწადს გაგრძელდება“, თქვა მან ერთხელ. „თუკი ეს ასეა, მით უკეთესი, ეს დაგვიცავს ჩვენ ძილისაგან“.

ამგვარად, საბჭოთა კავშირის და გერმანიის ომში, ამ უკანასკნელის გამარჯვების შემთხვევაში ნამდვილი საშინელებათა საუკუნე დაიწყებოდა.

foreignpress.ge