„რას გადაწყვეტენ ევროკავშირის კულუარებში, ამას ჩვენ, სავარაუდოდ, ოქტომბერში ვნახავთ, როდესაც გამოქვეყნდება საბოლოო შეფასება“

„რას გადაწყვეტენ ევროკავშირის კულუარებში, ამას ჩვენ, სავარაუდოდ, ოქტომბერში ვნახავთ, როდესაც გამოქვეყნდება საბოლოო შეფასება“

საქართველოში ესტონეთის ელჩმა, რიინა კალიურანდმა ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია პარლამენტის მიერუცხოური გავლენის გამჭვირვალობისშესახებ კანონის მიღებით და ის ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს. მისივე თქვით, ამის ფონზე, საქართველო შესაძლოა, ძალიან დიდხანს დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში.

ვიცით, რომ დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების კარი უნდა გაიხსნას, თუმცა, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ეს კარი დროებით დაიხუროს და ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში საქართველოს მართლაც დიდხანს მოუწიოს ლოდინი? - ამის შესახებ For.ge ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ესტონეთის ელჩის ამ განცხადებას შეიძლება დავუპირისპიროთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ 30%-ით მოიმატა საქართველოს ევროკაშვირში შესვლაზე მოლაპარაკებების გახსნის შანსებმა. ესტონეთის ელჩმა, უბრალოდ, გამოთქვა თავისი მოსაზრება, რაზეც სხვა ევროპელი დიპლომატები და პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) კანონმა, უბრალოდ, შეაფერხა საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ და მისი ეს განცხადებაც, ალბათ, ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ.

თუმცა, რას გადაწყვეტენ ევროკავშირის კულუარებში, ამას ჩვენ, სავარაუდოდ, ოქტომბერში ვნახავთ, როდესაც გამოქვეყნდება საბოლოო შეფასება. გარდა ამისა, ჩვენ 24 ივნისს ველოდებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით, სანქციებისა თუ შეზღდვების დაწესება-არდაწესებაზე. ამ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი გახდება ზუსტად ვიმსჯელოთ, მოლაპარაკებები გაიხსნება თუ არა საქართველოსთვის.

საქართველოში ესტონეთის ელჩი მიიჩნევს, რომუცხოური გავლენის გამჭვირვალობისშესახებ კანონი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს. დიპლომატი აღნიშნავს, რომ თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს. რამდენად იზიარებთ მის ამ მოსაზრებას?

- ესტონეთის ელჩის განცხადებაში სიახლე არაფერია, ის გადმოსცემს იმ ზოგად სულისკვეთებას, რაც ჩვენ ბოლო 2 თვის განმავლობაში დავინახეთ. პრაქტიკულად, ყველა ევროპელი მაღალჩინოსნის განცხადებებში აღნიშნული იყო, რომ ამ კანონის მიღება მნიშვნელოვნად შეაფერხებდა საქართველოს ევროკავშირისკენ სვლას - ეს დამალული არაა, მაგრამ ასევე გვახსოვს, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი წყდებოდა, გეოპოლიტიკურმა მოსაზრებებმა გადაწონეს და მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით კითხვები და პრობლემები იყო, მაინც მოგვცეს სტატუსი, თუმცა, ამ შემთხვევაში, ამ კანონმა შეასრულა ძალიან ცუდი ტრიგერის როლი და ძალიან ნეგატიური განწყობები დანერგა თვითონ ევროკავშირის წრეებში, მით უმეტეს, საქართველოს ხელისუფლებამ ყურად არ იღო მათი მოწოდებები კანონის უკან გაწვევასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მათ აღიქვეს ერთგვარ გამოწვევად. ხელისუფლებამ ევროკავშირის განწყობებზე, ალბათ, უფრო მეტი იცის, ვიდრე ჩვენ და ამით არის გამოწვეული მისი ასეთი თავდაჯერებულობა.

თქვენ პირადად რამდენად ელოდებით უვიზო მიმსვლის გადახედვის შესაძლებლობას?

- ეს გამორიცხული არ არის, შანსი იმისა, რომ ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება იქნას მიღებული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, 50%-50%-ზეა. ამით ისინი ურტყამენ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს და სჯიან ქვეყანას ამ კანონის გამო. ეს საქართველოში შეიძლება გახდეს ანტისახელისუფლებო განწყობების გაღვივების მიზეზი და ასევე, ამან გამოიწვიოს ევროსკეპტიკური სენტიმენტების გაღვივებაც, რაც არ მგონია, რომ ევროკავშირს სურდეს.

ესტონეთის ელჩმა ასევე ისაუბრა .. გლობალური ომის პარტიაზე. მისი თქმით, როდესაც პარლამენტის ან მთავრობის წარმომადგენლებს ეკითხებიან, ვის გულისხმობენგლობალური ომის პარტიაში“, ისინი ამბობენ, რომეს თქვენ არ ხართ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ მოიაზრებს საქართველოს ხელისუფლება გლობალური ომის პარტიაში?

- „გლობალური ომის პარტიაში, სავარაუდოდ, მოიაზრებიან ისინი, ვისაც სურს, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდეს რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებამდე - ეს არის მთავარი და დიადი მიზანი და ამ მიზნის აღსრულებაში ჩართული იყოს ყველა მხარე, ვისაც კოლექტიური დასავლეთი თავის პარტნიორად და მოკავშირედ მიიჩნევს. გამოდის, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა მასშტაბის ქვეყანა ხარ და რა რესურსები გაქვს, მთავარია თვლი, თუ ხარ ამ ერთიანი გუნდის წევრი, რასაც ჰქვია კოლექტიური დასავლეთი, ყველაფერი უნდა გაიღო იმისთვის, რომ დიდი სტრატეგიული მიზანი, ანუ რუსეთის დამარცხება იყოს მიღწეული.

რადგან საქართველო უკრაინაში არ აგზავნის იარაღს, არ უწყობს ხელს მოხალისეების ორგანიზებულ გამგზავრებას და თავშეკავებული პოზიცია აქვს, ისინი თვლიან, რომ ეს არის დასავლური ინტერესების ღალატი - ალბათ, ამ ხალხს მოიაზრებენ გლობალური ომის პარტიაში.

ამ ტერმინის ხშირი გამოყენება აზიანებს საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობას. ალბათ, უახლოეს პერიოდში, როდესაც დაიწყება საარჩევნო კამპანია, მეტს გავიგებთ თუ რა ინფორმაციას ფლობს ხელისუფლება .. გლობალური ომის პარტიაზე.

არაგველი641 როგორც ფიქრობენ: "ეს საქართველოში შეიძლება გახდეს ანტისახელისუფლებო განწყობების გაღვივების მიზეზი". მე კი მგონია, რომ როგორც ყოველთვის ისტორიულად მოსახლეობა შეიკვრებოდა ხოლმე მტრის წინააღმდეგ, ახლაც იგივე მოხდება, ევროკავშირი მიიღებს უკურეაქციას.
5 თვის უკან