„რატომ ატყუებენ ჩემს ხალხს - წევრობაზე მოლაპარაკებას მანამ არ დაიწყებენ, სანამ რუსები ყურის ძირში გვყვანან და საზღვრების დემილიტარიზაციაც კი არ არის“

„რატომ ატყუებენ ჩემს ხალხს - წევრობაზე მოლაპარაკებას მანამ არ დაიწყებენ, სანამ რუსები ყურის ძირში გვყვანან და საზღვრების დემილიტარიზაციაც კი არ არის“

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ მომდევნო კვირას ევროკავშირი საქართველოს საკითხზე იმსჯელებს, სადაც გადაწყდება თუ რა ზომებს მიიღებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ მიღების საპასუხოდ. მისი მტკიცებით კანონის მიღებამ გაყინა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. ამიტომ თუ რა ზომებს მიიღებს ევროკავშირი, გამოჩნდება.

პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა არის გამოუსადეგარი თემა შანტაჟისთვის, კანონის ინიცირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო ნული, დღეს ეს შანსი გაზრდილია 20-30%-მდე.

„მოლაპარაკებების გახსნა არის გამოუსადეგარი თემა შანტაჟისთვის. ვინც გვაშანტაჟებდა 2022 და 2023 წელს, იგივე ხალხი გვაშანტაჟებს. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას და შანსებს, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, კანონის ინიცირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო ნული. ამ ლოგიკური დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევდა ჩვენ ის შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა ევროკავშირის კონკრეტულ წარმომადგენლებთან. კანონის მიღების შემდეგ, დღეს ეს შანსი არის გაზრდილი, დაახლოებით, 20-30%-მდე, თუმცა ეს არის დღევანდელი მოცემულობა.

ერთია განცხადებები და მეორეა შედეგი. 2023 წელსაც იყო განსხვავებული განცხადებები, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. სადაც პრინციპულად დადგები, იქ შედეგსაც მიიღებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თუმცა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს ვინ არის მისი მეგობარი:

„ჩემი გრძელვადიანი პოლიტიკაა, რომ კონკრეტულ კითხვებს არ ვუპასუხო. თუმცა, რადგან მკითხეთ, დიდი გულისწყვეტით გეტყვით, რომ საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებში ახლა ურთულეს პერიოდს გავდივართ. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონი მოახდენდა გავლენას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, სამწუხაროდ, ასეც მოხდა. მომდევნო კვირას ევროკავშირი იმსჯელებს შედეგებზე და ეს დისკუსია მოხდება, პირველ რიგში, საგარეო საქმეთა მინისტრების, მოგვიანებით კი პრეზიდენტებისა და პრემიერ მინისტრების დონეზე. მსჯელობა შედგება იმაზე, თუ რა ზომებს მივიღებთ ამ განვითარებების საპასუხოდ საქართველოში. როგორც ვხედავ, ამ კანონის მიღებამ გაყინა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, რადგან ინტეგრაციასა და მოლაპარაკებების გახსნას წევრი ქვეყნების ერთიანი პოზიცია სჭირდება, რამდენიმე ქვეყანა კი უკვე საჯაროდ გამოთქვამს წინააღმდეგობას ამ კანონის მიღების გამო. როდესაც აქ ჩამოვედი 2 წლის წინ, აეროპორტის გზაზე ვნახე ქართლის დედის მონუმენტი. მას ხელში თასი და ხმალი უჭირავს. ამიხსნეს რომ ქართული ტრადიციის თანახმად, თასი მეგობრებისთვის და ხმალი კი მტრებისთვისაა განკუთვნილი. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს ვინაა მტერი და ვინ მეგობარი“, - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

„ქართული ოცნებაში“ იმედი აქვთ, რომ პარტნიორები პოზიციებს გადახედავენ, რადგან მათივე თქმით, არ არსებობს არგუმენტები, რატომ არ უნდა ჰქონდეს ქვეყანას კანონი გამჭვირვალობის შესახებ.

„ახლაც თუ არის მსგავსი დამოკიდებულებები და კრიტიკა გამჭვირვალობის პრინციპის მიმართ, გვესმის. აქაც ზუსტად იგივე საკითხი იქნება, როგორც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ სააკაშვილის პატიმრობა იყო კანონის უზენაესობის ნაწილი და მისი გათავისუფლება იქნებოდა კანონის უზენაესობის შეურაცხყოფა.

დარწმუნებული ვარ, ეს საუბრები და შეფასებები, საბოლოო ჯამში, იქნება გადახედილი. თუ ვინმეს სწყდება გული, რომ უკრაინასა და მოლდოვას შეიძლება გაეხსნას მოლაპარაკების კარი და საქართველოს არა, ამის მიზეზები უნდა ეძებონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებში. დროა, უსამართლო გადაწყვეტილებების პრაქტიკა მორჩეს გადაწყვეტილების მიღების დონეზე. მსჯელობა შეიძლება ყველაფერზე იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებები რაზე იქნება მიღებული“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

„ხალხის ძალის“ ლიდერი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ევრკავშირის ელჩს განცხადება არ ემთხვევა დღევნადლი ევროკავშირის და ევროპარლამენტის პოზიციებს. მისი აზრით, ელჩი სრულიად მიკერძოვებულ განცხადებებს აკეთებს, რაც სინამდვილეს არ შეესებამება.

„ევროპარლამნეტში არჩვენების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. ამიტომ პაველ ჰერჩინსკის განცხადებები არის მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებები და არ ნიშნავს იმას, რომ 27-ვე ქვეყანა ასე ფიქრობს, ან ევროპარლამენტში ახლა ყველა დეპუტატი მის პოზიციებს ეთანხმება. რა თქმა უნდა, საქართველოს გადასაწყვეტია ვინ არის მისი მტერი და მოყვარე, ეს ჩვენმა ხალხმა და ქვეყანამ დიდი ხანია უკვე გადაწყვიტა. ისიც გვაქვს გადაწყვეტილი, რომ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ჩვენი ქვეყნის საქმეებში თუნდაც მეგობარი იყოს, ჩარევის უფლებას ვერავის მივცემთ.

ამიტომ სუვერენული სახელმწიფო მოქმედებს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ევროკავშირში მხოლოდ ჰერჩინსკის პოზიციები და შეხედულებები არ არის გადამწყვეტი. ჩვენ ვიცით უკვე, რომ უნგრეთი ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სრულიად სხვა პოზიციებზე იმყოფება. ასევეა სლოვაკეთი და იმედი გვაქვს, ველით, რომ სხვა ქვეყნებიც უკვე ღიად შეიცვლიან პოზიციებს. ამიტომ პრემიერის განცახდება არ არის რეალობას მოკლებული“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს და ქართველი ხალხის დასჯა იმ კანონის გამო, რომელიც თავად ევროკავშირს და მის ქვეყნებს აქვს, მათსავე იმიჯს დააზიანებს. ასევე, ამას 27 ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ევროკავშირში ლიბერალური ძალები ვეღარ წყვეტენ წინანდებურად ყველაფერს, ამიტომ მოლოდნი არ არის პესიმისტური და ევროკავშირის ელჩის განცხადებებს ყურადღებასაც არ მიაქცევდა.

ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე კი ამბობს, რომ პაველ ჰერჩინსკი ეროვნებით პოლონელია და ვარაუდობს, რომ, დიდი ალბათობით, ის საკუთარი ქვეყნის და ხელისუფლების გავლენის ქვეშ იმყოფება. მამრაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოიპარა და ციხეში მოხვდა, პოლონეთის არაერთმა წარმომადგენელმა პროტესტი გამოხატა და პირდაპირ თქვა, რომ მათთვის უფრო მაღლა დგას სააკაშვილის მეგობრობა, ვიდრე საქართველოსი.

„ვიცნობდი ევროკავშირის მისიების წარმომადგენლებს და მათთან ვმეგობრობდი. როგორ იტყოდნენ იმას, რაც ამ ბატონმა ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ თურმე ევროკავშირი მალე გაფართოვდება და ეს იქნება ქართველებთან ერთად თუ მათ გარეშე, კანონის მიღებაზეა დამოკიდებულიო. არადა 30 კილომეტრში რუსების ტანკები და რაკეტები დგას.

რუსეთი გაეროს უშიშროების მუდმივი წევრია თავისი ვეტოს უფლებით. ასევე, ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებლად ცნობს და ზოგიერთ ქვეყნებსაც მის აღიარებას აიძულებს. რამდენი რისკია კიდევ იმაზე, რომ მოაწერონ ხელი და პუტინმა ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთს შეუერთოს. ამ პირობებში გამოდის ევროკავშირის ელჩი და ამბობს, რომ თურმე ევროკავშირში გასაწევრიანებლად მხოლოდ ეს კანონი ყოფილა გადამწყვეტი და აი, ზუსტად, ამის გამო შესაძლოა არ მიგვიღონ. რატომ ატყუებენ ჩემს ხალხს, როცა წევრობაზე მოლაპარაკებას მანამდე არ დაიწყებენ, სანამ რუსები აქ ყურის ძირში გვყვანან. ჩვენს ახალგაზრდებს რატომ ატყუებენ?! არასდროს დაიწყებენ მოლაპარაკებას წევრობაზე, როცა საზღვრების დემილიტარიზაციაც კი არ არის“, - ამბობს მამარაძე.

მისივე თქმით, დასავლეთში სიტუაცია ისე აირია, რომ არ არის გამორიცხული, ევოკავშირის ელჩი საკუთარი ქვეყნის გავლენის ქვეშ იმყოფება. მისი თქმით, ევროპელები ამბობენ მუდმივად, რომ პრობლემა მხოლოდ კანონში არ არის. თითქოს „ოცნება“ ევროპულ გზას უხვევს, მაგრამ რაში მდგომარეობს ეს გზის გადახვევა, ზუსტად მაინც ვერაფერს ამბობენ.

 

მერაბ.g ეჭვი მაქვს, რომ ამ ელჩსაც შიგა აქვს! უკრაინა და მოლდოვა კორუფციის დაბალი დონით და ბიუჯეტის გამჭვირვალობით გჯობნითო... ჩინეთთან ვაჭრობა ჩვენთვის შეიძლება, თქვენთვის არაო ... ანაკლიის პორტში ჩვენ ფული არ ჩავდეთ, მაგრამ ჩინეთის შემოსვლას, ჩვენ გვირჩევნია საერთოდ არ აშენდეს და ჯანდაბას თქვენი ზარალიო ... უვხოეთიდან შემოსული ფულების მიზნები და ხარჯვა გაუმჭვირვალე უნდა გქონდეთ, რატომ და "იმიტომო"
5 თვის უკან
არაგველი641 მერაბ.g "ეჭვი მაქვს, რომ ამ ელჩსაც შიგა აქვს!" ---- უბრალოდ კი არა, ძააააალიან შიგა აქვს სხვებივით!
5 თვის უკან