დასავლეთის ორმაგი სტანდარტის ანთოლოგია

დასავლეთის ორმაგი სტანდარტის ანთოლოგია

ბოლო წლების განმავლობაში დასავლეთი სრულად დაიცალა ღირებულებებისგან, სამართლისგან და პრინციპებისგან, დღევანდელი დასავლეთი, იმ ევროპის და ამერიკის სამართალმემკვიდრე არ არის, რომლისკენაც საქართველო ისწრაფვოდა. დღეს დასავლეთი დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილბებს ყველაზე ნაკლებად იღებს, ის საკუთარ ძალაუფლებას ძირითადად პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს და ცდილობს სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს საკუთარი პოლიტიკა მოახვიოს თავს. 

დღეს მინდა დასავლეთის ორმაგ სტანდარტზე გესაუბროთ, რომელიც განსაკუთრებით კარგად საპროტესტო აქციების შეფასებებში ჩანს. გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს:

მოგეხსენებათ საქართველოში 2019 წლის შემდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, იყო პარლამენტზე შტურმის რამდნეიმე მცდელობა და ა.შ. ცოტა მოგვიანებით საპროტესტო ტალღა ასევე მოედო ევროპას და აშშ-ს. სადაც საქართველოს მსგავსად საკანონმდებლო ორგანოს შტურმი განხორციელდა.

საპროტესტო აქციის შეფასების პროცეში, საქართველოს შემთვევაში ხშირად საუბრობენ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე, მაგრამ არაფერფერს ამბობენ პოლიციელთა მხრიდან დასავლეთში განხორციელებული უფრო მძიმე ქმედებაზე. მაგალითად, 2023 წელს ნიდერლანდების პოლიციამ პროტესტანტების წინააღმდეგ სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა. ასევე, საფრანგეთში და გერმანიაში პოლიციელებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, რაც „შეუმჩნეველი“ დარჩა.

უფრო კონკრეტულად განვიხილოთ აშშ-ს მაგალითი

აშშ: 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამო ტრამპის მომხრეთა აქციაზე (ე.წ. კაპიტოლიუმის შტურმი) რეაგირება პროტესტანტებთან დიალოგის ნაცვლად იყო რეპრესიები, პირდაპირი მნიშვნელობით (როგორც რეალურ, ასევე ციფრულ გარემოში): პოლიციელმა მოკლა კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილე ეშლი ბებიტი, როდესაც ეს უკანასკნელი ცდილობდა გატეხილი მინის ქვეშ გამძვრალიყო. პოლიციელს არანაირი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია:

სამი დემონსტრანტი ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაიღუპა, ათეულობით ადამიანი დაიჭრა;

ტეხასელ გაი რეფიტს 7 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა ბრალდებით, რომ თან ჰქონდა იარაღი, ხოლო დემონსტრანტებს მოუწოდებდა კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისაკენ;

52 წლის კრისტოფერ უორელს ფლორიდიდან, რომელიც მონაწილეობდა კაპიტოლიუმთან გამართულ აქციაში, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამას გარდა მოსამართლე როის ლამბერტმა ასევე დააკისრა მას სასჯელის სახით 36-თვიანი ზედამხედველობა განთავისუფლების შემდეგ და 2000 დოლარი ჯარიმა. სასამართლოზე აღინიშნა, რომ უორელს თან ჰქონდა იარაღი: ფარი და წიწაკის სპრეი. ეს წიწაკის სპრეი მან კაპიტოლიუმის პოლიციის წინააღმდეგ გამოიყენა, შემდეგ კი ვიდეო ჩაწერა, სადაც ამით ტრაბახობდა და ამბობდა „დიახ! ვიღებთ კაპიტოლიუმს“ (საქართველოს შემთხვევა ხომ არ გახსენდებათ? 2024 წელს მიმდიანრე აქციის დროს დემონსტრანტები პოლიციის წინააღმდეგ აქტიურად იყენებდნენ წიწაკის სპრეის, რომელიც ღია გაყიდვაში არ არის.

პენსილვანიელ დემონსტრანტს, იმისათვის, რომ პოლიციელს სკამი ჩაარტყა და პოლიციელების წინ წიწაკის სპრეი გააფრქვია, 14 წლით პატიმრობა მიესაჯა;

ჯორჯიის შტატის ქალაქ ალფარეტაში გარდაცვლილი იპოვეს კიდევ ერთი დემონსტრანტი, ბანკის მოსამსახურე კრისტოფერ სტენტონ ჯორჯია. 2 დღით ადრე მას წაუყენებს ბრალდება კაპიტოლიუმში შეღწევასთან დაკავშირებით. როგორც ამბობენ, მან ფოტო გადაუღო ნენსი პელოსის სამუშაო მაგიდასა და ნოუთბუქს. ბრალის წაყენების შემდეგ იგი სახლში დაბრუნდა, ორი დღის შემდეგ კი გამოძიების ვერსიით, თავი მოიკლა;

დემონსტრაციის ათასობით მონაწილე სამსახურიდან გაათავისუფლეს;

ჯო ბაიდენმა 7 იანვარს cbsnews-ის ტელეეთერში პროტესტანტებს ტერორისტები უწოდა. გარკვეული დროის შემდეგ დემოკრატმა კონგრესმენმა ჯეისონ ქროუმ ტვიტერზე გამოაქვეყნა თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც კაპიტოლიუმთან აქციების მონაწილეებზე აღძრული იქნა 25 საქმე შიდა ტერორიზმის ბრალდებით:

https://twitter.com/RepJasonCrow/status/1348391040370282501

საერთო ჯამში 2021 წლიდან მოყოლებული, სამი წლის მანძილზე 10 000 ადამიანი გასამართლდა დემონსტრაციებში მონაწილეობისათვის:
https://thehill.com/regulation/court-battles/4391103-3-years-after-capitol-riot-1000-convictions/

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ კაპიტოლიუმთან მომხდარ მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალების არშემდგარი მცდელობა უწოდა;

აშშ-ს ექსპრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა განაცხადა, რომ ასეთნაირად არჩევნების შედეგებს ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ;
2020 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდი ხომ არ გახსენებათ? როცა აშშ-მ ასევე დაგმო ქართული ოპოზიციის მიერ წარმოებული აქციები? ბევრი არ იწვალოთ, მსგავსი განცხადება ბუნებაში არ არსებობს, ის რაც აშშ-ში ბანანის რესპუბლიკის ქმედებად ფასდება, მათივე მაღალი „სტანდარტით“ ჩვენთან პროტესტანტენის გაცილებით აგრესიული და ვანდალური ქმედებები რატომღაც მაღალი პოლიტიკური კულტურის დასტურად ინათლება,

მაიკლ მაკფოლმა პროტესტანტები ბოლშევიკებს შეადარა, მან ტვიტერში დაწერა რომ არეულობა ვაშინგტონში 1917 წელს უნდა შეადარონ. „საბედნიეროდ, სადაც ლენინმა წარმატებას მიაღწია, ტრამპის მომხრეები დამარცხდნენ“, - აღნიშნა მაკფოლმა.

2024 წლის 6 იანვარს პროკურორმა მეთიუ გრეივსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, პროკურორთა ყურადღება, პირველ რიგში, გამახვილებული იქნა მათზე, ვინც შეიჭრა კაპიტოლიუმის შენობაში, არ გამორიცხავს პასუხისმგებლობაში მათ მიცემასაც, ვინც შენობაში არ შესულა, რადგან პოტენციურად მათაც შეიძლება ჩაედინათ დანაშაული:

https://twitter.com/alx/status/1743683804261138804?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1743705791587131861%7Ctwgr%5E90fa2bb976cdeec07a0056c7430bc6b1130d95cb%7Ctwcon%5Es3_&ref_url=https%3A%2F%2Fthepostmillennial.com%2Fbreaking-biden-attorney-matthew-graves-suggests-potential-prosecution-for-americans-who-did-not-enter-capitol-on-jan-6

სენატორმა ჩაკ შუმერმა საჯაროდ მოუწოდა ავიაკომპანიებს კაპიტოლიუმის შტურმის ყველა მონაწილის შავ სიაში შეტანისაკენ, რათა მათ აღარ მიეცეთ თვითმფრინავებში მოხვედრის შესაძლებლობა;

ტრამპის, აგრეთვე მისი თვალსაჩინო მომხრეების აქაუნტები Facebook, Twitter და Instagram პლატფორმებზე დაბლოკილი იქნა. სენატორმა ლინდსი გრემმა დაწერა, რომ ირანის აიათოლა ჰამენეის შეუძლია ტვიტების წერა, ხოლო ტრამპს - არა და ეს მეტყველებს იმაზე, ვინ მართავს Twitter-ს:

https://twitter.com/LindseyGrahamSC/status/1347713459874627588

არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების, კაპიტოლიუმთან აქციისა და სხვა ბრალდებების გამო ტრამპს 561 წლით პატიმრობა ემუქრება:
https://thehill.com/homenews/campaign/4133405-trump-says-he-faces-561-years-in-prison-in-fundraising-email/

სამაგიეროდ, 2019 წელს საქართველოში პარლამენტის შტურმის მონაწილეები და წამქეზებლები გმირები და პოლიტპატიმრები არიან:

ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუშტარვიჩუსი: „მოვუწოდებ მმართველ კოალიციას, გაათავისუფლოს ივნისში დაკავებული პოლიტიკური პატიმრები“.

ევროპარლამენტარი ანდჟეი ჰალიცკი: „მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას გაათვისუფლეთ პოლიტპატიმრები“.

გერმანელი ევროპარლამენტარი, მიხაელ გალერი: „საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელიან“.

საინტერესოა მარკ ვოიჯერის, პენსილვანიის უნივერსიტეტის ბაიდენის ცენტრის მკვლევარის მოსაზრება:

ის, რომ მთავრობა მზად იყო მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოეყენებინა, ცუდზე მიანიშნებს. ეს ხდება რუსეთში, ხდებოდა იანუკოვიჩის უკრაინაში. ეს ხდება რუსეთის მიერ კონტროლირებულ „ევრაზიის კლუბში“. საქართველო ამ კლუბის წევრი არ არის და მასთან ასოცირება თავიდან უნდა აიცილოს“.

https://www.amerikiskhma.com/a/interview-with-mark-voiger/5208045.html?fbclid=IwAR2j9fbLh6k7x2F384GkClnBgyVMGZNajXc8fQgjEnCL69aan78RVN3CA8Y

უცნაურია, რომ ანალოგიური სიმწვავის შეფასებები არ კეთდებოდა 2012 წლამდე მომიტინგეების მიმართ ძალის სრულმასშტაბიან არაპრპროპოციულ გამოყენებაზე. მაშინდელი ძალადობა რატომღაც არ იწვევდა „ევრაზიის კლუბთან“ საქართველოს ასოცირებას და ხელისუფლება დემოკრატიის შუქურადაც კი მოიხსენიებოდა.

ახლა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ პოლიტიკური ფიგურების დაკავების საქმე

2019 წელს ავსტრიაში სასამართლომ 9 თვიდან 10 წლამდე ვადებით პატიმრობა მიუსაჯა რადიკალური ოპოზიციური ორგანიზაციის «Staatenbund Osterreich» წევრებს, რომლებიც გამოდიოდნენ ხელისუფლების დამხობისა და გარდამავალი მთავრობის ფორმირების მოთხოვნებით.

კაპიტოლიუმზე შტურმის ბრალდებით რამდენიმე პოლიციელი დაიჭირეს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI), 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმზე თავდასხმასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე, მიჩიგანის გუბერნატორობის რესპუბლიკელი კანდიდატი, რაიან კელი დააკავა. არც ავსტრიაში და არც აშშ-ში ბატონი კელის დაკავებას, მსოფლიოს მასშტაბით დიდი ვნებათაღელვა არ გამოუწვა, არ გაკეთებულა ხმამაღალი განცხადებები და არავის მოსვლია აზრად ავსტრალიის ან აშშ-ს ხელისუფლებაზე ორკესტრირებული შეტევა, რადგან ეს კანონის აღსრულებად და დემოკრატიის გამარჯვებად შეფასდა, მაგრამ რა ხდებოდა საქართველოში, როცა იმავე ბრალდებით ნიკა მელია დააკავეს?

ესტონელი ევროპარლამენტარი, ურმას პაეტი: „ღრმად შეშფოთებული ვარ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო.

ჩეხ ევროპარლამენტარ, მარკეტა გრეგოროვა: მელიას დაკავება სამწუხარო მოვლენა და დემოკრატიული უკუსვლაა

PACE-ის თანამომხსენებლები: ნიკა მელიას დაკავებამ „დაძაბულობის უსარგებლო ესკალაცია გამოიწვია“

აშშ-ის ჰელსინკის კომისია: „მთავრობას მელიას გათავისუფლებისა და დიალოგისკენ მოვუწოდებთ.

ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები: მელიას დაკავება „ძალიან შემაშფოთებელია“

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ ნიკა მელიას დაკავებით

კარგად ჩანს დასავლეთის ორმაგი სტანდარტი, როცა ისინი ერთი მხრივ დემოკრატის უკუსვლაზე მიანიშნებენ, მეორე მხრივ კი ცდილობენ საკუთარი ჩარევით მოკლან დემოკრატია და დამოუკიდებლობა. ეს პირდაპირ არის, სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მცდელობა, რაც დაუშვებელია.

ბოლოს მინდა ახლახანს განვითრებულ მოვლენებს შევეხო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საპროტესტო აქციები გაიმართა, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-ში და ევროპის რამდენიმე ქალაქში.

ბაიდენი აშშ-ში გამართული აქციის შესახებ: ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული, ქონების განადგურება, ვანდალიზმი, ფანჯრების ჩამსხვრევა - ეს არ არის მშვიდობიანი პროტესტი“. (2024წ)

ნიუ-იორკის მერ ერიკ ადამსი: დემოკრატია ნიშნავს პროტესტის უფლებას და არა ძალადობისა და ქონების განადგურების უფლებას“ (2024წ)

ჯო ბაიდენი: ჩვენ არ ვართ ავტორიტარული სახელმწიფო, სადაც ხალხს ვაჩუმებთ ან სხვაგვარად მოაზროვნეებს ვდევნით, მაგრამ წესრიგი უნდა ბატონობდეს“. (2024წ)

2023 წელს საფრანგეთში ორ საპროტესტო აქციაზე 450-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ხოლო გერმანიაში 130 ადამიანის დაკავება მოხდა (2024 წ).

პარალალურად, საქართველოში აქციები იმართებოდა, რა დროსაც ასევე მოხდა რამდენიმე დემონსტრანტის დაკავება, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისის, რომელიც მძიმე ბრალდების მიუხედავად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. შემდეგ იყო აპრილში გმართული აქციები და უცხოელთა უპრეცედენტო მხარდაჭერა, მხარდაჭერა არა მთავრობის მიმართ, როგორც ეს დასავლური ქვეყნების შემთხვევაში ხდება, არამედ მხარდაჭერა აქციის მონაწილეთა მიმართ.

ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. მათთან ერთად იყო გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

გაბრელიუს ლანდსბერგისი: "აქ ხალხის მხარდაჭერის ძალიან ნათელი გზავნილით ჩამოვედით, იმედი მაქვს, რომ მთავრობამ გზავნილი გაიგო.

თორდის კოლბრუნმა აქციის მონაწილეებს მიმართა: „ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად, თქვენ მარტო არ ხართ!

ბაიბა ბრაზე: გზავნილები იყო ძალიან ღია, თუმცა, ძალიან თავშეკავებული და რაც დახურულ კარს მიღმა განვიხილეთ, დახურულ კარს მიღმა დარჩება

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი: „როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტრანიისკენ ისწრაფვის.

მსოფლიოში არ არსებობს შემთხვევა, როცა უმაღლესი რანგის პოლიტიკოსები, მეორე ქვეყანაში ჩავიდნენ  და მოქმედი ხელისუფლების კრიტიკით დაკავდნენ, სხვა ქვეყანაში ვიზიტი, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე გამოსვა,   შენი პოლიტიკური ინტერესების გატარება და ხელისუფლების ღია კრიტიკა ცდება პარტნიორულ პრინციპებს და მიანიშნებს, რომ შენი მოტივაცია და სურვილი ხელისუფლების ცვლილებაა, რაც თანამედროვე დემოკრატიის პირობებში წარმოუდგენელი სითავხედეა, მსოფლიო აქტორები შეთანხმდნენ, რომ ისინი სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არ ჩაერევიან, მაგრამ ეს რომ უბრალოდ ჯენტლმენურ შეთანხმებად არ აღდგენილიყო, მათ აღნიშნული პრინციპი საკანონმდებლო დონეზე აიყვანეს და  სხვა სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში ჩარევა კანონდარღვევაა,

საქართველოს წინააღმდეგ აგორებული საერთაშორისო კამპანია დასავლეთის ორმაგ სტანდარტს გვაჩვენებს, მათი მიდგომა მერკანტილურ მიზნებს ემსახურება და ფეხქვეშ თელავს დემოკრატიას, როგორც კაცობრიობის ერთ ერთ მთავარ მონაპოვარს!