შინაგან საქმეთა მინისტრი კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულ მესაზღვრეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულ მესაზღვრეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულ მესაზღვრე ხვიჩა ქოქუაშვილს შეხვდა. მინისტრმა ხვიჩა ქოქუაშვილს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა და 1-ლი ხარისხის მედლით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვა. მესაზღვრე ჩემპიონმა მინისტრისგან ასევე ფულადი პრემია მიიღო.

საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) მესაზღვრე ხვიჩა ქოქუაშვილი კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი 7 დეკემბერს გახდა. მსოფლიო ჩემპიონატი თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა. ქართველი მესაზღვრე დედოფლისწყაროს სპორტულ გუნდ „ჩემპიონი“-ს სახელით მონაწილეობდა.