შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის სრულუფლებიან ელჩ აზერ ტოფიგ ოღლუ გუსეინთან.

აზერბაიჯანის ელჩმა ალექსანდრე ჭიკაიძეს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა საქართველოს შსს-სთან წარმატებული თანამშრომლობა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.