ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მე-40 შეხვედრა გაიმართა

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მე-40 შეხვედრა გაიმართა

ქართულმა მხარემ დღეს გამართულ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში გავლებულ მავთულხლართებსა და ღობეებზე ისაუბრა, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას. კონკრეტულად განიხილეს სოფელ ღოღეთის და სოფელ ბერშუეთის საკითხი, ასევე, სოფელ დიდ ხურვალეთში შექმნილი ვითარება, სადაც მოსახლეობას შეზღუდული აქვს სოფლის ჩრდილოეთ ნაწილში გადაადგილება.

შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს იმ მოქალაქეთა საკითხი, რომლებიც ცხინვალის და საქართველოს სხვადასხვა ციხეში პატიმრობაში იმყოფებიან.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მომავალი შეხვედრა 2014 წლის 21 იანვარს გაიმართება.