შეუშლის თუ არა ხელს „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და რა მოლოდინი აქვს მთავრობას? ხელისუფლება ძალიან მშვიდადაა, ბიზნესის ნაწილი ღელავს, ნაწილი კი პროტესტის საფუძველს ვერ ხედავს. ქვეყანაში მცირე რყევები შეინიშნება, რაც, ძირითადად, ლარის კურსის გაუფასურებაში გამოიხატება, მაგრამ ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში მოსალოდნელია იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდს აქვს პროგნოზირებული.
„რაც შეეხება წინასწარ ოთხთვიან მონაცემებს, იანვარი-აპრილის შედეგებს, საშუალო ზრდა გვაქვს 8%-ზე მეტი, იმაზე მეტი, ვიდრე სავალუტო ფონდმა იწინასწარმეტყველა. ჯერ არ გვაქვს მაისის მონაცემები, თუმცა წინასწარი მონაცემებით, გვაქვს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს გავალთ იმაზე ბევრად მაღალ ზრდაზე, ვიდრე ეს ჰქონდა სავალუტო ფონდს პროგნოზირებული.
თქვენ ხედავთ აჟიტირებულია ჩვენი პოლიტიკური ოპოზიცია, ყოველ ჯერზე როდესაც ლარის კურსში ცვლილებაა. წინა შემთხვევაში აბსოლუტურად ხელოვნური იყო ცვლილება, ერთი კონკრეტული სუბიექტის ჩარევით მოხდა ეს ყველაფერი. იყო საბოტაჟის შესაძლო ნიშნები, ვერ დავასახელებ, არ შეიძლება, უფლება არ მაქვს, კანონით მეკრძალება ამაზე საუბარი. ეროვნულ ბანკსაც ეკრძალება.
ასეთი პროცესი იკვეთებოდა, იყო ორი დღე, როცა ლარის კურსი უნდა დაცემულიყო, უნდა ჩამოსულიყვნენ ევროპელი დეპუტატები, საგარეო საქმეთა მინისტრები და ამ ორ დღეში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, იყო ასეთი უსუსური გათვლა. ეს გეგმა რეალურად ჩავარდა. იმდენად უსუსურია ხოლმე ეს გათვლები, რომ საბოლოო ჯამში, წინასწარვეა განწირული.
იყო ხელოვნური დაწოლა ლარზე, იმავე დღეს ჩამოიყვანეს ევროპელი დეპუტატები, მერე საგარეო საქმეთა მინისტრები სცენაზე გამოიყვანეს, ვინც ამას გეგმავდა, ვფიქრობთ, რომ ის მოიაზრებდა ამ პროცესების, ანუ რევოლუციის წარმატებას“, - განაცხადა „ბიემ.ჯი“-ს კითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ.
ბიზნესმენთა ნაწილი ისევ შფოთვას აგრძელებს. „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელი კახა ხაზარაძე სასტიკ მოწინააღმდეგეთა ავანგარდშია. როგორც მან აღნიშნა, შექმნილი ვითარება ეკონომიკას და ბიზნესს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება საჯარო სექტორზეც. მისი თქმით, ბიუჯეტს ბიზნესი ავსებს და თუ ბიზნესს ამის საშუალება არ ექნება, საჯარო სექტორში დასაქმებულებს ხელფასს ვერავინ გადაუხდის.
„საჯარო სექტორს მინდა ავუხსნა. ბიუჯეტს ჩვენ ვავსებთ, მეგობრებო. ჩვენ თუ ამის საშუალება არ მოგვეცემა, ხელფასს ვერავინ გადაგიხდით“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
თუმცა უფრო მეტნი არიან ის ბიზნესმენები, რომლებიც მხარს უჭერენ გამჭვირვალობას. მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე აცხადებს, რომ პრობლემას ვერ ხედავს გამჭვირვალობის სტანდარტი მედიასა და არასამთავრობო სექტორზეც თუკი გავრცელდება.
„კანონთან დაკავშირებით ბიზნესში განსხვავებული პოზიცია ნამდვილად არსებობს, თუმცა კერძო სექტორის დიდი ნაწილი და ჩემი პირადი პოზიციაც ასეთია - თუ ყველა ბიზნესი ვალდებულია 2019 წლიდან ფინანსთა სამინისტროს ჩააბაროს ყველა უწყისი, როგორც შემოსავალთან, ისე ხარჯებთან დაკავშირებით, მაშინ ყველა სხვა სუბიექტმაც, მათ შორის არასამთავრობო სექტორმაც იგივე გააკეთოს. ეს მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება და დღევანდელი ვერსიით ამაზეა საუბარი. შემდეგ თუ რამე დაემატა ან შეიცვალა, ამაზე ახლა ვერ ვისაუბრებ.
დღევანდელი ვერსიით, მხოლოდ და მხოლოდ დეკლარირებასა და გამჭვირველობაზეა საუბარი და ბიზნესის დიდი ნაწილი ამას ემხრობა იმ ლოგიკით, რომ თუ კერძო სექტორი უკვე მრავალი წელია ამ მეთოდით მუშაობს, მაშინ არასამთავრობოებმაც ჩააბარონ ანგარიში“, - აღნიშნა ჭელიძე და იქვე დასძინა , რომ პოლიტიკა და ბიზნესი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
ახლა მთელი ამბებია "ჯენზის ტაობაზე" ცაში აჰყავთ; ჯერ ერთი ასაკი არც ინდულიგენციაა და არც გაკილვის საფუძველი, ადამიანი საქციელით უნდა შეფასდეს! ახალგაზდრები რომლებიც (დაახლოებით15) გამოკითხეს და ვერავინ უპასუხა, თუ რატომ აპროტესტებდნენ გამჭვირვალობის კანონს ("იმიტომ რომ რუსულია" "დასავლეთს არ მოსწონს" ერთმა ისიც თქვა გამჭვირვალობა რუსულიაო) არა მგონია სახოტბო იყოს!
სხვათა შორის 70 წლის ილია 29 წლის ბერბიჭაშვილმა და 23-23 წლის ინაშვილმა და ფშავლიშვილმა მოკლეს; მახარაძე-ჟორდანიას მიერ შთაგონებულ იმ ახალგაზრდებს ეგონათ, რომ წურბელა და ხალხის მტერი მოკლეს და იმიტომაც გაამხილა ეს ამბანი ბერბიჭაშვილმა 1940 წელს