ირაკლი ქადაგიშვილი: საბოლოოდ, საფრანგეთი იქნება თუ სხვა ქვეყნები მიხვდებიან, რომ საქართველოსაც, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, აქვს უფლება იყოს სუვერენული

ირაკლი ქადაგიშვილი: საბოლოოდ, საფრანგეთი იქნება თუ სხვა ქვეყნები მიხვდებიან, რომ საქართველოსაც, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, აქვს უფლება იყოს სუვერენული

საბოლოო ჯამში, საფრანგეთი იქნება თუ სხვა ქვეყნები მიხვდებიან, რომ საქართველოსაც, როგორც ერთ ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, აქვს უფლება იყოს სუვერენული, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მაკრონმა აშშ-თან პრობლემები უკვე გაათვითცნობიერა, თუმცა, საქართველო მისთვის იმდენად პატარაა, რომ ჯერ ამ მასშტაბით პრობლემებს ვერ ხედავს.

„საფრანგეთი ახლა არის თავისი პოზიციის ჩამოყალიბების პროცესში. ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ აშშ-ის ვასალებიო. ასევე, მან ის პრობლემები, რაც ამ გაგებით აქვს აშშ-თან, ეტყობა გაათვიცნობიერა, მაგრამ საქართველო იმდენად პატარაა მისთვის, რომ ჯერ საქართველოსთან მასშტაბით ეს პრობლემები ვერ გაათვიცნობიერა. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში საფრანგეთი იქნება თუ სხვა ქვეყნები მიხვდებიან, რომ საქართველოსაც, როგორც ერთ ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, აქვს უფლება იყოს სუვერენული“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.