გიორგი ვოლსკი ეკონომიკური კოლაფსის პროპაგანდაზე: შეიძლება ინვესტორი დაშინდეს, მაგრამ ფაქტია, რომ სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს და ამას შეუქცევადი ხასიათი აქვს

გიორგი ვოლსკი ეკონომიკური კოლაფსის პროპაგანდაზე: შეიძლება ინვესტორი დაშინდეს, მაგრამ ფაქტია, რომ სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს და ამას შეუქცევადი ხასიათი აქვს

ამ დიდი დეზინფორმაციის მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომ მთელი საზოგადოება არის ხელისუფლების წინააღმდეგი და არ არსებობს არავინ, არის მხოლოდ სრული ქაოსი შექმნილი ქვეყანაში, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციის მიერ ეკონომიკის კოლაფსის პროპაგანდას.

„ამ შემთხვევაში, ეს არის შეთქმულთა ჯგუფის ერთი ნაწილი. შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება და ეკონომიკურ, ფინანსურ სექტორს კიდევ თავისი პატრონი გამოუჩნდა ამ შეთქმულების გეგმის რეალიზების მიზნით. ამ დიდი დეზინფორმაციის მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომ მთელი საზოგადოება არის ხელისუფლების წინააღმდეგი და არ არსებობს არავინ, თუნდაც ის ადამიანები, რომლებიც 29 აპრილს, ან 17 მაისს გამოვიდნენ და თავისი პოზიცია დააფიქსირეს, ესენი არ არსებობენ, არის მხოლოდ სრული ქაოსი შექმნილი ქვეყანაში. რასაკვირველია, ეს ინფორმაცია მოქმედებს ბირჟაზეც. წმინდა პრაგმატული გადაწყვეტილებით შეიძლება ინვესტორი დაშინდეს, მაგრამ ფაქტია, რომ სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს და ამას შეუქცევადი ხასიათი აქვს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.