დავით მათიკაშვილი 26 მაისს ოპოზიციის გეგმებზე: სრულიად უსუსური და ყოველგვარი ენერგიისგან დაცლილი რადიკალური ოპოზიცია, თუკი ეცდება რაიმე ფორმით კანონის დარღვევას, სათანადო პასუხს მიიღებს

დავით მათიკაშვილი 26 მაისს ოპოზიციის გეგმებზე: სრულიად უსუსური და ყოველგვარი ენერგიისგან დაცლილი რადიკალური ოპოზიცია, თუკი ეცდება რაიმე ფორმით კანონის დარღვევას, სათანადო პასუხს მიიღებს

დავით მათიკაშვილი 26 მაისს ოპოზიციის ძალადობრივ გეგმებს გამოეხმაურა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ 26 მაისი არის საერთო სახალხო დღესასწაულია და რადიკალური ოპოზიცია ამ დღეს ხელს ვერ შეუშლის.

„სრულიად უსუსური და ყოველგვარი ენერგიისგან დაცლილი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც საზოგადოების არანაირი მხარდაჭერა არ აქვს, თუკი ეცდება რაიმე ფორმით კანონის დარღვევას, ბუნებრივია ის სათანადო პასუხს მიიღებს. მათ არაფრის თავი არ აქვთ. მათი ბაქი-ბუქი და საკუთარი პატრონებისთვის მესიჯების გაგზავნა, ესეც გასაგებია, მაგრამ რეალობა არის ის, რომ 26 მაისი არის საერთო სახალხო, ქართული დღესასწაულია, საზეიმო დღე საზოგადოებისთვის და ამას რადილაკლების ერთი ჯგუფი ხელს ვერ შეუშლის“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის მომხრეა და უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება. ფოფხაძემ ასევე ისაუბრა 26 მაისის რადიკალიზაციის დროს შესაძლო მსხვერპლზე.