ჩვენს მიერ მიღებული გაცილებით უფრო ლიბერალური კანონი, რომელიც განსხვავდებოდა, მაგრამ უფრო ლიბერალური იყო, ვიდრე ფარას კანონი, არ იქნა შეჩერებული სტრასბურგის ევროპის საერთაშორისო სასამართლოს მიერ. როგორ შეიძლება თავად ამერიკაში რაც მოქმედებს ის კანონი იყოს ანტიკონსტიტუციური, - განაცხადა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრმა, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
„პოლიტიკაში არიან ხელმოცარულები, დღის წესრიგში პოლიტიკური საკითხები საერთოდ აღარ აქვთ, შესაბამისად ენჯეოებსაც აღარ აქვთ საქმე, რადგან ვეღარ ფინანსდებიან ძირითადი წყაროდან და ახლა ერთობიან იმით, რომ როგორმე დღის წესრიგი შექმნან“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „სტუდია მონიტორმა” და „საქართველოს ამბებმა”, ასევე, მათმა ხელმძღვანელებმა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი წარადგინეს, რომლითაც „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ გაუქმებას ითხოვენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონი არაკონსტიტუციურია. საქართველოში მოქმედი კანონი ამერიკული ფარას ზუსტი ანალოგია, აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდი ენჯეოების ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.