ალექსანდრე რაქვიაშვილი: აქტივისტი რომ რაღაცას ისვრის, ამას ტელევიზორში აჩვენებენ როგორც გმირობას - გასწირეს 50 ახალგაზრდა და ოპოზიცია თქვენს როლს როგორ ვერ ხედავთ, რომ ეს ყველაფერი წააქეზეთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: აქტივისტი რომ რაღაცას ისვრის, ამას ტელევიზორში აჩვენებენ როგორც გმირობას - გასწირეს 50 ახალგაზრდა და ოპოზიცია თქვენს როლს როგორ ვერ ხედავთ, რომ ეს ყველაფერი წააქეზეთ

უამრავი ვიდეოა, სადაც ლანძღავენ პოლიციელებს, გინება მიდის და ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი დგას, უყურებს ამ პოლიტიკოსებს, ტელევიზორში ხდება მთელი ამბავი და ჰგონია, რომ კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ მერე მას ზურგს არავინ უმაგრებს,  -  ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა,  განაცხადა. 

მისი თქმით, როდესაც ახალგაზრდა ხედავს, რომ მედია და პოლიტიკოსები, აქტივისტის მიერ რაიმე საგნის სროლად გმირობად მიიჩნევენ, შემდეგ მოდის და იმავეს იმეორებს, ვინაიდან, ეს კარგი საქმე ჰგონია. 

"არის ადამიანი, პოლიტიკური აქტივისტი, ტელევიზორი და ეს აქტივისტი რომ რაღაცას ისვრის, ამას მერე ტელევიზორში აჩვენებენ როგორც გმირობას, მერე ახალგაზრდა ბიჭი მოდის და ჰგონია, რომ კარგ საქმეს აკეთებს და შენ არ დგახარ იმ მომენტში და არ ყვირი, "ხალხო, არ ქნათ ეს, რევოლუციას არ "ვხოდავთ"“.
ჩვეულებრივი წაქეზება ხდებოდა, ადამიანების გმირებად წარმოჩენა ხდებოდა, როცა ამ სიტუაციაში პოლიტიკოსები იყვნენ უკან და არანაირ რევოლუციას არავინ არ "ხოდავდა". ახალგაზრდა ბიჭს რომ შეიძლება ეგონოს, რომ ის გმირია, ეს ძალიან მარტივია.“ - აღნიშნა რაქვიაშვილმა. 

მისვე განცხადებით, აქციებზე წაქეზება და ადამიანების გმირებად წარმოჩენა ხდებოდა, ამის გამო, 50 ახალგაზრდა გაიწირა და ოპოზიცია ამ ყველაფერში საკუთარ პასუხისმგებლობას უნდა ხედავდეს, ვინაიდან, მათ არ განაცხადეს, რომ პროტესტი მშვიდობიან ფორმებში უნდა გამართულიყო და არანაირი რევოლუცია არ იგეგმებოდა. 

„აქეთ მხარეს, პოლიტიკოსებს, 4-5-9-25 პარტიებს რომ ეთქვათ, რომ არანაირ რევოლუციას არ "ვხოდავთ" ხალხო, მკაფიოდ მშვიდობიანი პროტესტია ეს. "ფეიკ-რევოლუცია "მოიხოდა", რომელზეც გასწირეს 50 ახალგაზრდა და ოპოზიცია თქვენს როლს როგორ ვერ ხედავთ, რომ ეს ყველაფერი წააქეზეთ? იმის ნაცვლად, რომ გეთქვათ, ხალხო, ჩვენ არანაირ რევოლუციას არ ვაკეთებთ, არავის ესროლოთ, ფეიერვერკებს არ გიყიდით, ჯარიმებს არ გადაგიხდით,“ - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

მარბიელი ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ ამისა და ყურუას გასაუბრება გირცტვ-ში; მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით რაქვიაშვილიც და ყურუაც ონანისტები არიან (ამ სიტყვის ქალაქური გაგებით) იქ ბევრი საინტერესო და ისეთი რამ ითქვა, რის თქმაც ბევრი ვერ ბედავს; "აქტივისტი რომ რაღაცას ისვრის და ამას ტვ-ები აშუქებენ, როგორც გმირობას..." "რევოლუციის ტრაკი არავის აქვს და პოზას იჭერდნენ, რომ თითქოს..." "არჩევნები გაყალბდაო რომ იძახით, სადაა მტკიცებულება?"... ...
4 საათის უკან
მარბიელი აგერ ახლა ტვ-დან ძვრება პატარა გუბაზი (გველის წიწილა) და სასამართლოდან გვმოძღვრავს: "ამ მოსამართლეს ხომ არაფრის პერსპექტივა არა აქვს..." ბიჭოო, მამაშენს და სააკაშვილს თუ სუნთქვისა და მუცლის ამოყორვის უფლება აქვს რა დააშავეს საქართველოს ისტორიაში ან ყორღანაშვილმა, ან ი მხარგრძელმა, ან ავგიორგიმ, ან "ქართველებს მეზარბაზნეები არა ჰყავთ'-ის მაძახებლებმა?
4 საათის უკან