გიორგი ვოლსკი: კარგად იცის საიამ, რომ ელექტრონული არჩევნების გაყალბება, პრაქტიკულად შეუძლებელია. არც საიას, არც ნებისმიერ სხვას არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნებს

გიორგი ვოლსკი: კარგად იცის საიამ, რომ ელექტრონული არჩევნების გაყალბება, პრაქტიკულად შეუძლებელია. არც საიას, არც ნებისმიერ სხვას არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნებს

კარგად იცის საიამ, რომ ელექტრონული არჩევნების გაყალბება, პრაქტიკულად შეუძლებელია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ტერმინ „არალეგიტიმური პარლამენტის“ გამოყენებასთან დაკავშირებით.

გიორგი ვოლსკის თქმით, არც საიას, არც ნებისმიერ სხვას არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნებს.

„ვინაიდან დასავლეთის რაღაც ფონდი მას აფინანსებს, დასავლეთიც იგივე აზრზეა. ფაქტობრივად ასეც არის, მაგრამ მან რა თქვა, შინაარსია თვითონ უსამართლო, ვინაიდან კარგად იცის საიამ, რომ ელექტრონული არჩევნების გაყალბება, პრაქტიკულად შეუძლებელია. არც საიას, არც ნებისმიერ სხვას არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნებს. აქედან გამომდინარე, ეჭვქვეშ ვერ უნდა დადგეს ხელისუფლების ლეგიტიმურობა. ეს მთავარი თემა უნდათ, რომ ტრენდში ჩასვან, ტრენდისგან შექმნან ფაქტი და რეალურად, ფაქტი რაც არის, იმისგან უნდა იქმნებოდეს ტრენდი“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

აღნიშნულ საკითხს დღეს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა.