ვეტო შენიშვნების გარეშე კონსტიტუციის დარღვევაა. პრეზიდენტს ვალდებულება აქვს, თუნდაც პოლიტიკური შეფასებების ნაწილიც იყოს გათვალისწინებული, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით.
„ვეტო შენიშვნების გარეშე კონსტიტუციის დარღვევაა. პრეზიდენტს ვალდებულება აქვს, თუნდაც პოლიტიკური შეფასებების ნაწილიც იყოს გათვალისწინებული, მაგრამ ვეტო ძირითადად უნდა ასახავდეს სამართლებრივ დამოკიდებულებას კონკრეტული საკითხის მიმართ. ეს მისი ვალდებულებაა და როცა მას არ ასრულებს, იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციას კიდევ ერთხელ სერიოზულად ასცდა. მას ხელის შეწყობა უნდა ერთადერთი მიზნისთვის, არ უნდა ეს [აქციების] მუხტი დაეცეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო 19 მაისს დაადო.