ეს არ არის შინაარსობრივი ვეტო, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, ეს არის ვეტოსთან ახლოს მდგომი დოკუმენტი, რომელიც არის ფორმალისტური თვალსაზრისით ვეტოს მსგავსი შინაარსის შემცველი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„პრეზიდენტად წოდებული პირს, რომელიც ევროპულ ფასეულობებზე დებს თავს, თუ მიაჩნდა რომ ეს კანონი პრობლემატურია, რატომ არ დაასაბუთა, რატომ არ გაწერა კონკრეტული მოტივირებული შენიშვნები. როგორ შეიძლება არგუმენტი გქონდეს და ტექსტში ვერ დაწერო?“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო 19 მაისს დაადო.